აგროტექნოლოგიებიმედიამევენახეობა-მეღვინეობასტატიები

როგორ განვასხვაოთ ეთილის სპირტი  მეთილის სპირტისაგან?

ალკოჰოლი ორგანული ნაერთებია, რომლებიც ნახშირბადის  მონოქსიდის ჰიდროგენაციით კატალიზატორის მოქმედებით მიიღება. არაფერია გასაგები, თუ ქიმიკოსი არ ხარ. მაგრამ ყველამ იცის, რომ სპირტი შეიძლება იყოს ეთილის და მეთილის. ისინი ტყუპი ძმებივით არიან – ორივე გამჭვირვალე სითხეა, აქვს ერთნაირი სიმკვრივე და დამახასიათებელი სუნი, გარეგნულად გარჩევა თითქმის შეუძლებელია, არადა ერთ-ერთი მათგანი  საშინელი შხამია, 30 მილილიტრი საკმარისია გარკვეული დროით ადამიანი ქმედითუუნარო გახადოს, ხოლო 100 მილილიტრმა კი შეიძლება მოგკლას კიდეც!

ამ „შხამის“ სახელი მეთანოლია!

ეთილის სპირტი

აქვს სუსტი სასიამოვნო სუნი და მოტკბო მწველი გემო. ეს, სწორედ ის ალკოჰოლია, რასაც ჩვენ საკვებად, სამედიცინო თუ სახვა დანიშნულებით ვიყენებთ.

ეთანოლი არასოდეს გამოიყენება სუფთა სახით. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, შეიძლება  მოიწამლოთ ან დაიწვათ საყლაპავი მილისა და კუჭის ლორწოვანი გარსი.

საჭიროა სპირტი სწორად გაზავდეს წყალში _ 2:3 თანაფარდობით. სპირტი წყალში უნდა ჩაასხათ, კარგად შეანჯღრიოთ და ნარევი  გამოყენებამდე ერთი დღე დააყოვნოთ..

მეთილის სპირტი

მეთანოლი, როგორც მიხვდით, შხამია.

იგი გამოიყენება ინდუსტრიაში, როგორც საღებავის გამხსნელად და ასევე ქიმიური ნივთიერებების საწარმოებლად.

მეთანოლის ეთანოლისგან განსხვავება სუნითაც შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ მაშინ, თუ გამოცდილი ქიმიკოსი ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუნით მათ შორის მცირე განსხვავებაა შეძლოთ.

ამიტომ მეთანოლი ეთანოლისგან ყნოსვით კი არა, უფრო საიმედო ხერხით უნდა განვასხვავოთ!

ყველაზე მარტივ და საიმედოდ მეთოდად ფორმალდეჰიდის ტესტირება ითვლება: მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული სპილენძის მავთულის ჭიქაში ჩასხმულ საცდელ სპირტში ჩადებაა. თუ ჭიქიდან ამოსულ ორთქლს მჟავე სუნი აქვს, მაშინ საქმე ეთილის სპირტთან გვაქვს, ხოლო თუ ორთქლს უსიამოვნო სუნი ასდის  ასდის, მაშინ ჭიქაში შხამია.

შეგვიძლია ცდა კალიუმის პერმანგანატითაც ჩავატაროთ. ამისათვის ალკოჰოლი ოდნავ უნდა გავაცხელოთ, შემდეგ კი მას დაუმატოთ ჩვეულებრივი კალიუმის პერმანგანატის რამდენიმე გრანული. თუ ჭიქაში მეთანოლი (შხამი) ასხია, ის  კალიუმის პერმანგანატთან  რეაგირებას მოახდენს და ბუშტუკებს გამოყოფს.

ეთილის სპირტის შემთხვევაში კალიუმის პერმანგანატი ფერს შეიცვლის, მაგრამ ალკოჰოლის ტესტირების ასეთი  მეთოდი სანდო არ არის, რადგან ის სუფთა სახით იშვიათად იყიდება და ცდის შედეგიც ზუსტი არ იქნება.

არსებობს ეთილის და მეთილის სპირტის ამოცნობის ასეთი მეთოდიც: ვასველებთ ბამბას სპირტით და ვუკიდებთ ცეცხლს, ეთილის სპირტი  ყოველთვის  მხოლოდ ლურჯი ალით იწვის, მეთანოლის სპირტის ალი კი მწვანეა. თუ, რასაკვირველია, შენარევების გარეშეა, წარმოდგენილი.

ასევე შეგვიძლია სპირტიან ჭურჭელში ჩავყაროთ მცირეოდენი სასურსათო/საცხობი სოდა და დავაკვირდეთ რეაქციას. თუ სოდა  ფსკერზე დაილექა, მაშინ ჭურჭელში ეთანოლი ასხია, თუ გაიხსნა, ეს ნიშნავს, რომ მეთანოლია.

კიდევ ერთი მარტივი მეთოდი: კარტოფილი გავჭრათ ორ ნაწილად და ორივეს გადაჭრილ ზედაპირზე დავასხათ სპირტი, დაველოდოთ 2-5  საათის განმავლობაში. ეთილის სპირტის შემთხვევაში კარტოფილზე დასხმული სითხე  დარჩება გამჭვირვალე და არც კარტოფილს შეუცლის ფერს. მეთილის სპირტის შემთხვევაში კარტოფილის გადაჭრილი ზედაპირი ვარდისფერი გახდება და სითხე აიმღვრევა.

სუფთა ეთილისა და მეთილის სპირტის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება სახლის პირობებში თუ კარგი სამრეწველო თერმომეტრი გაქვთ.

ლითონის ჭურჭელში უნდა  გააცხელეთ მცირე რაოდენობით სითხე. როგორც კი სითხე დუღილს დაიწყებს, გაზომეთ მისი ტემპერატურა. ეთანოლის დუღილის წერტილი არის 78°C, მეთანოლის _ 64°C.

ყვლაზე საიმედო და უსაფრთხო წესი! თუ  რომელიმე სასმლის წარმომავლობა უნდობლობას და ეჭვს იწვევს, სითხის ნიმუში ქიმიური ანალიზისთვის სპეციალურ ლაბორატორიაში მიიტანეთ და ანალიზის პასუხს დაელოდოთ.