ოზონირებული წყალი და ოზონაირი შხამების ნაცვლად
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ფერმერი იწყებს ფიქრს და ვაზის თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლის ალტერნატიული საშუალებებზე და ცდილობს მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ შხამების ნაცვლად მცენარის და ადამიანისთვის უვნებელი ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოს.
ასეთ უვნებელ და საკმაოდ ეფექტიან საშუალებას მიეკუთვნება ოზონირებული წყალი, რომელსაც უკვე დიდი ხანია წარმატებით იყენებენ ფერმერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვაზის და სხვა კულტურების მოსავლელად.
ოზონირებულ წყალზე და ოზონაირზე ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ, რამაც ფერმერების დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სტატიების ავტორი ბატონი ჟორა გაბრიჭიძე ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სტუმრად მოგვეწვია და უფრო ვრცლად გვესაუბრა ოზონირებული წყლის და ოზონაირის გამოყენების უპირატესობის შესახებ.
გადაცემის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე. თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, აქვე გთავაზობთ ბატონ ჟორა გაბრიჭიძის ტელეფონის ნომერს: 551 33 -31-55