აგროსიახლეები

პერუში გაყინული მარწყვის ექსპორტი 100 მილიონ დოლარს აჭარბებს

საერთაშორისო ბაზარზე ცოცხალი, გაყინული, გადამუშავებული და გამომშრალი ხილის სეგმენტიდან ყველაზე მეტად მზარდი ტენდენცია გაყინულ და შემდეგ ცოცხალ ბაზარზე გვაქვს. ეს განსაკუთრებით კენკროვან კულტურებს ეხება, სადაც გაყინული ხილის ექსპორტი, ბოლო წლებია, განსაკუთრებით სწრაფად მოთხოვნადი ხდება.

ამ ტენდენციას მარტივად ხსნიან ექსპორტიორები – თანდათან უფრო აქტიურად ვრთავთ ხილს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. დახლებზე მომხმარებლები კენკრას ზამთარშიც ელოდებიან, რადგან სახლში თავად ამზადებენ სხვადასხვა ჯანსაღ წვენს, საკონდიტრო ნაწარმს და მიირთმევენ ცოცხლადაც – მოგეხსენებათ, თუ გამოვიყენებთ ლიოფილურ შრობას, ხილი ყველა იმ ჯანსაღ ელემენტს ინარჩუნებს, რომელიც მოკრეფისას ჰქონდა.

თუ რა ბრუნვა შეიძლება გაყინული ხილის ბაზარზე იყოს, განვიხილოთ ამ მხირ მოწინავე ქვეყნის, პერუს გაყინული მარწყვის 2021 წლის ექსპორტის მაგალითზე.

საერთო აგრო ექსპორტმა პერუში 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „ეს თითქმის 16%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს იყო. ასეთ ზრდა ფლაგმანი პროდუქტების კარგი მაჩვენებლებითაა გამოწვეული, რომლებიც ზრდის ტენდენციას კვლავ ინარჩუნებენ. მხოლოდ ხილის ექსპორტი 4.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს“ – განაცხადა კრისტიან გარეიმ, აგრარული განვითარებისა და ირიგაციის სამინისტროს სტატისტიკის, მონიტორინგისა და პოლიტიკის შეფასების დირექტორმა.

„ავოკადოს ექსპორტმა უკვე გადააჭარბა 1 მილიარს დოლარს, რაც მოსალოდნელი იყო. ფაქტობრივად, 2021 წლის ბოლოს, მაჩვენებელი 1.222 მილიარდი ანუ 2020 წელთან შედარებით 48% – ით მეტია.

ყურძნისა და მოცვის ბრუნვა ასევე 1 მილიარდს აღწევს. ცოცხალი ყურძნის ექსპორტი დაახლოებით 1.269 მილიარდი დოლარია, მოცვის კი – 1.4 მილიარდი, თითქმის 40%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს.“

ამ სამმა პროდუქტმა განსაზღვრა მთლიანი მაჩვენებლის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა.“  – ამბობს კრისტიან გარეი.

„გაყინული მარწყვის მიმართულებითაც წარმოუდგენლად დიდი ზრდა გვქონდა. სექტემბრისთვის გაყიდვებში 30 მილიონ დოლარს მივაღწიეთ, რაც უკვე 160%-ით მეტი იყო 2020 წლის ანალოგიური პერიოდის ბრუნვასთან შედარებით.“

ეს კი გაყინული მარწყვის ექსპორტის 25%-ია, დანარჩენი – 75% წლის ბოლო კვარტალში იყიდება. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის ბოლოს 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. როგორც ასეთი, პროდუქტი 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ჯგუფის ნაწილი იქნება. მარწყვის სექტორს ეს ბარიერი აქამდე არ გადაულახავს. სოფლის მეურნეობის ექსპორტისთვის ეს უზარმაზარი ნახტომია“ – განაცხადა კრისტიან გარაიმ.

წყარო:  agraria.pe / gestion.pe

2