აგროსიახლეები

ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე – დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის წარმოებას იწყებს

ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა თა­ვი­სი ახა­ლი ჰო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ სამი თვის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ფუტკრის სკე­ბი მას ქოთსვოლ­დის აგა­რაკ­ზე აქვს და მის მოვ­ლა­ში მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი.

ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე - დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის გაყიდვას იწყებს

 

რო­გორც ჩანს, დე­ვიდ­მა ჰობი უკვე ბიზ­ნე­სად აქ­ცია. თაფლს, რო­მელ­საც დე­ვი­დი გა­ყი­დის, ერ­ქმე­ვა “D Bee, Seven Honey and Goldenbees.“

ბეკ­ჰე­მი საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბა და ფუტკრის მოვ­ლა მან სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან შე­ის­წავ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბეკ­ჰემს ხელ­მარ­ჯვე­ო­ბა ეხერ­ხე­ბა და ფუტკრე­ბის­თვის ერთ-ერთი სახ­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ჭე­და.
ფუტკრე­ბის მოვ­ლა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან შვი­ლე­ბიც და მათ შო­რის უმ­ცრო­სი გო­გო­ნა სე­ვენ ჰარ­პე­რიც. მამა და შვი­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ეკი­პი­რე­ბას ირ­გე­ბენ და ფუტკრებს უვ­ლი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო საქ­მეა.

თავ­და­პირ­ვე­ლად დე­ვი­დის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბით ვიქ­ტო­რია დი­დად მო­ხიბ­ლუ­ლი არ იყო. მე­ფუტკრე დე­ვიდს ფუტკრე­ბის ფო­ტო­ზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­უ­წე­რა – “ეს შენი ახა­ლი პრო­ექ­ტია, ძვირ­ფა­სო?“, – რა­ზეც დე­ვიდ­მა უპა­სუ­ხა – “კი, არის. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი, როცა სა­კუ­თა­რი თაფ­ლი გვექ­ნე­ბა“.

ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ჭე­დავს დე­ვი­დი ფუტკრე­ბის­თვის სახ­ლს:

David Beckham on Instagram_ “New project…watch this space 🍯🤣 @victoriabeckham”

წყარო: www.ambebi.ge