აგროტექნოლოგიებიმცენარეთა დაცვარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ფესვური და ფესვგარეშე გამოკვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ფესვიდან გამოკვებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი, სასუქის უკეთ შესათვისებლად, თუმცა მხედველობაში უნდა მიიღოთ ისიც, რომ ზედმეტად სველ ნიადაგზე ტრაქტორი ვერ იმოძრავებს.

მეორე სირთულე ფესვიდან გამოკვებისას, P და K, აგრეთვე N, თუ ის შარდოვანას შემადგენლობაშია, ჩაკეთებული უნდა იყოს ნიადაგში, ჩვეულებრივი თესვის წინ. მაგრამ ჩაკეთება ნიადაგის ზედა ფენის აერაციის გამო, იწვევს ტენიანობის დაკარგავას და ჰუმუსის ფენის შემცირებას.

მნიშნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს აზოტიანი სასუქების არაერთგვაროვან გავრცელებას. გავრცელების ერთგვაროვნება დამოკიდებულია სასუქის ფიზიკურ ფომაზე, შემტანის ტიპზე, სასუქის კონცენტრაციასა და დოზაზე.

განსაკუთრებით რთულია სასუქების დოზირების ზუსტი დაცვა დიდ ნაკვეთებზე, სადაც ნიადაგი არაერთგვაროვანია და, შესაბამისად, სასუქებზე მოთხოვნა სხვადასხვაა.

თანამედროვე კომპლექსური სასუქები შესაძლებლობას იძლევა მცენარის გამოკვება ფოთლიდან მრავალჯერადად განვახორციელოთ.

ფესვგარეშე გამოკვება

ფოთლიდან გამოკვებას აქვს სწრაფი ეფექტი, თუმცა ფოთლიდან სასუქის შეტანის ჯერადობა მაინც შეზღუდულია, განსაკუთრებით მაკროელემენტების, ოსმოსური აგენტებისადმი ფოთლების მგრძნობელობის გამო, როგორიცაა უხსნადი მარილები ან ორგანული ქიმიკატი.

ყველაზე ეფექტურია ფოთლიდან მიკროელემენტების მიწოდება, რადგან, როგორც წესი, მიკროელემენტების შეტანა ფოთლიდან უმეტესად ერთჯერადად ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამოკვეთილი დეფიციტის პირობებში ხდება ხელმეორედ შეტანა.

ფოთლიდან სასუქის მიწოდება ხორცილედება სპეციალური შესასხურებელი მანქანებით. მათი უპირატესობაა მარტივი მოხმარება, სასუქის შეტანის სიზუსტე, სწრაფი მიწოდება (5-10 ჰა/სთ).

ფესვგარეშე გამოკვების უპირატესობა _ ფოთლიდან სასუქის შეთვისება ხდება თითქმის 70-80%- ით, ფესვიდან გამოკვებისას მხოლოდ 30%-ით. ფესვიდან გამოკვებისას აუცილებელია ნიადაგის რეაქციის pH-ის გათვალისწინება.

წყარო: agriedu.ge