აგრარული განათლებარუბრიკები

ფრინველთა და ცხოველთა ნაშიერთა სახელები: შევარდენი – ქულა; ირემი – ბიჟინი; ფარშავანგი – ნამლევი…

ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელების სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები. 
ცხოველთა ნაშიერის სახელები:

 

 

 

 

აქლემი – კოზაკი;

დათვი – ბელი;

ვეფხვი – ბოკვერი;

ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია);

ზღარბი – ზღურბლი;

თხა – თიკანი;

ირემი – ბიჟინი;

კამეჩი – ზაქი;

კატა – კნუტი;

კურდღელი – ბაჭია;

ლომი – ბოკვერი;

მგელი – ლეკვი;

მელა – ლეკვი;

სპილო – სპლიყვი;

ტურა – ლეკვი;

ღორი – გოჭი;

შველი – ნუკრი;

ციყვი – დღნაჩვი;

ცხენი – კვიცი;

ცხვარი – ბატკანი;

ძაღლი – ლეკვი;

ძროხა – ხბო;

ჯიქი – ბოკვერი;

ჯიხვი – ფოთრი.

ფრინველთა ნაშიერის სახელები

 

 

 

არწივი – მართვე;

ბატი – ჭუკი;

ბეღურა – ბარტყი;

ბუ – მართვე;

ბულბული – ბარტყი;

გვრიტი – ხუნდი;

გნოლი – წიწილა;

გუგული – ბარტყი;

თოლია – მართვე;

ინდაური – ჭუკი;

იხვი – ჭუჭული;

კაკაბი – წიწილა;

კაჭკაჭი – ბახალა;

კოდალა – ბარტყი;

კოკორინა – წიწილა;

მერცხალი – ბარტყი;

მიმინო – ქულა;

მტრედი – ხუნდი;

მწყერი – ჩოჩორი;

როჭო – ლაპი;

ფარშავანგი – ნამლევი;

ქათამი – წიწილა;

ქორი – ქულა;

ყარყატი – ბარტყი;

ყვავი – ბახალა;

ყორანი – ბახალა;

შაშვი – ბარტყი;

შევარდენი – ქულა;

ჩხიკვი – ბარტყი;

ძერა – ქულა;

წერო – ბჟიტი;

ჭილყვავი – ბახალა;

ხოხობი – ლაპი.

სხვა არსებათა ნაშიერის სახელები

 

 

 

თევზი – ლიფსიტა;

ლოქო – ღლაბუტა;

გველი – წიწილი;

თაგვი – წრუწუნა;

კუ – კუსანა;

გველი _ წიწილი;

ფუტკარი – მართვე.