აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

სეტყვისგან ვაზის საიმედო დაცვა

1877 წლის ივლისში გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 4 ივლისს შესანიშნავი ამინდის დროს, შუადღიდან ამოვარდა ძლიერი გრიგალი, ჩამობნელდა, დაუშვა თავსხმა  წვიმა, რასაც სეტყვა მოჰყვა, მისი მარცვლები მტრედის კვერცხის ზომისა იყო. მთლიანად განადგურდა ნათესები და ვენახები გურჯაანში, ვეჯინში, ბაკურციხეში და მიმდებარე სოფლებში.

სეტყვა – ატმოსფერული ნალექია. იგი   მოდის გროვა წვიმის ღრუბლიდან.  ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს.   ფორმირდება, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა 20 °C-ზე მეტია). სეტყვა  შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს – არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები.  სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე კმ-ია, სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓ საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2-ია,  ხშირად ინტენსიური სეტყვა სიმძიმის,  ასევე  მოძრაობის სიჩქარის შედეგად  შეძენილი კინეტიკური ენერგიით  ნიადაგის ზედაპირზე დაცემისას იწვევს მის დაშლას და ეროზიული მოვლენების გააქტიურებას.

  საქართველოში სეტყვიანობის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს.  ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები ფართო სპექტრს მოიცავს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობდა სეტყვის პროცესების აქტიური თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გეოფიზიკის და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტებში ჩატარებული სამუშაოები, რის საფუძველზეც შემუშავდა სეტყვის  ღრუბელზე ზემოქმედების ეფექტური მეთოდები. ეს მეთოდები დაინერგა სეტყვასთან ბრძოლის სპეციალურ სამსახურში, რომელიც სეტყვისგან იცავდა დაახლოებით 1.2 მლნ.ჰა ფართობზე განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად ზარალი შემცირდა დაახლოებით 70-80%-ით.

  სასოფლო სამეურნეო კულტურებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს წვრილი ინტენსიური სეტყვა, თუმცა, განსაკუთრებით საშიშია 10-15 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები. ასევე არსებობენ სეტყვის ქვებიც,  რომელთა დიამეტრიც  30-40 მმ და ზოგჯერ უფრო მეტიცაა.

ასეთ სეტყვას  შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ნათესები, დახვრიტოს სახლების სახურავები, დაამსხვრიოს ფანჯრები, დახოცოს შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი. იშვიათ შემთხვევაში  სეტყვის მარცვალი იწონის 100-200გ-ს და ქათმის კვერცხის ტოლიცაა, ასეთი სეტყვის ქვები   ადამიანების დაღუპვის მიზეზიც გამხდარა-კერძოდ  ინდოეთის ქალაქ მორადაბადში 1888 წელს სეტყვამ  246 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ცნობილია,  ისიც, რომ 1961 წელს ინდოეთში სეტყვამ მოკლა სპილო, ხოლო 1981 წელს ჩინეთში 10 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა დააზიანა. 2010 წელს არგენტინაში, ვიალეს შტატში დაფიქსირდა დღემდე უდიდესი სეტყვა 4,4 კილოგრამი წონით.

სეტყვა განსაკუთრებით საშიშია იმ რაიონებში, რომლებიც ხასიათდება რელიეფის სირთულით, ზღვის დონიდან დიდი სიმაღლით, ჰაერის მასების მაღალი ტენიანობით, ანუ მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.  საქართველო  სწორედ ასეთ რეგიონებს მიეკუთვნება. ფაქტია, რომ  კავკასიის მთიანეთში ადგილის სიმაღლის ზრდა 500 მ-დან 2500მ-მდე იწვევს სეტყვიან დღეთა საშუალო რაოდენობის 2-3 ჯერ ზრდას.  ფაქტია, ისიც, რომ სეტყვამ  საქართველოს 1997 წელს მიაყენა  35 მლ.ლ-ის  ზარალი.

თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში  სეტყვასთან ბრძოლა დღეისათვის ძირითადათ ორი მეთოდით ხდება:

პირველი მეთოდია სეტყვის პროცესზე აქტიური ზემოქმედება, თვითმფრინავით ან რაკეტების საშუალებით  და  ღრუბლებში ქიმიური რეაგენტების შეტანა.

არსებული მექანიზმები და დანადგარები ვერ უზრუნველყოფენ სეტყვისაგან ბაღებისა და ვენახების სტაბილურ, საიმედო  დაცვას, ვინაიდან აღნიშნული მოწყობილობების გააქტიურება მოითხოვს წინასწარ პროგნოზირებას.

სამწუხაროდ ხშირად ადგილი აქვს:

1).  მოწყობილობების გვიან ჩართვას და არაეფექტურ მუშაობას.

2). ძნელია კლიმატის პროგნოზირება,

3). ძვირია სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხები, ჭურვები და ლოკატორები.

4). თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების სვლაგაზების  ფრენის არეალები ზოგჯერ  დროულად ვერ ხდება სეტყვის დამშლელი ღრუბლების ჭურვების სროლის ნებართვის მიღება.

 5). ხშირად  დანახარჯები იმ მოწყობილობებზე, რომლებიც დღეისათვის გავრცელებულია ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში, მნიშვნელოვნად აღემატება სეტყვისაგან მიყენებულ  ფინანსურ დანახარჯებს და ეკონომიკურად არა ეფექტურია .

6). ასევე ძვირია თვითმფრინავებით ღრუბლების დაშლა, ვინაიდან თვითმფრინავით გაფრენა ერთი საათის განმავლობაში 30 ათასი ევრო ჯდება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სეტყვისაგან მოსავლის  დაცვის ამ სისტემების მონტაჟი  და მისი ექსპლუოტაცია საქართველოში  ქვეყანას ათობით მილიონი ლარი  დაუჯდა. თუმცა  ცოდვა გამხელილი ჯობია  და   ეს კლიმატური კატასროფული მოვლენა, რომელსაც ქართველი მევენახეები ღვთის სასჯელს უწოდებენ კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო,  კვლავ დიდ  ეკონომიკურ  და მორალურ ზარალს აყენებს მეურნეებს. ასე მაგალითად,  2012 წელს სეტყვამ 11 ათასი ჰა დააზიანა, ხოლო 2013 წელს — 10 ათას ჰა-ზე მეტი ფართობი. აღსანინავია ისიც, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებმა 2016 წელს ვერ მოახერხეს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვისაგან ვენახების სრულად დაცვა.

ასეთ შემთხვევებში მაშინვე  ლოგიკურად ისმება კითხვა, რატომ არ იმუშავა, ამ მრავალმილიონიანი ღირებულების სისტემამ. როგორც, ეს თავად პრაქტიკამ ცხადყო. პასუხიც ჯერ კიდევ სეტყვის მოსვლამდე   უკვე მოფიქრებული, რაფინირებული და გამზადებულია:  ,, რომ არ ემუშავევა ამ სისტემას, ზარალი ბევრად უფრო დიდი იქნებოდაო“.

რეალური შედეგი კი ასეთია  დედამიწაზე იზრდება  სეტყვიან დღეთა რაოდენობა, სეტყვის სიძლიერე და მისგან მიყენებული ზარალი. მევენახეებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, სეტყვა ასევე მოდის გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე. ამასთან, სეტყვის მარცვლები სულ უფრო დიდი  ხდება.  ჰაერში ფრენის დროს რამდენიმე ასეთი სეტყვა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და შეყინული.

მეორე მეთოდია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დროებითი გადახურვა სხვადასხვა სახის ბადე სახურავებით და ვენახის რიგების  გვერდებიდან დაფარვა. აღსანიშნავია, რომ ეს ბადეები უმეტეს შემთხვევაში ცელოფნის, ასევევ პლასტიკური ნაგვის  ნაჩენებისაგან მზადდება და  ცირკულალური ეკონომიკის ეფექტურობის  აშკარა შედეგია, 80-იანი წლებიდან საქართველოში ინტენსიური მუშაობა ტარდებოდა   სეტყვისგან დამცავ მექანიკური ,,  “ბადური დაფარვის”   სისტემის შექნმაზე, საგარეჯოში მანავის ტერიტორიაზე

 სეტყვისაგან ვაზის დაცვა ბადეებით გადახურვით

ვენახი 2222222222222222222222222

ჩატარდა  კიდეც  მისი დემონსტრირებაც.  2000-იანი წლების დასაწყისში  ჩრდილოეთ იტალიაში   ევრომონტანას ტრენტინოს საერთაშორისო კონფერენციაზე ჩატარდა ვენახების ,ბადეებით  გვერდული დაფარვის“. დემონსტრირებაც, რომელიც დღეს საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით სამთო მევენახეობის ზონებში.

ამ ტექნოლოგიით  ვაზის თითოეული რიგის ზემო და ქვედა  მავთულზე   ორივე მხრიდან  აფარებენ სეტყვისაგან დამცავ  ბადეს. ამ მეთოდს ვაზის დაცვის  პასიურ მეთოდსაც უწოდებენ.  არსებობს ასაევე ასაწევ – დასაწევი ბადის ფარდით დაფარვის   მეთოდიც.

ამ ტექნოლოგიის შესაბამისად  დამცავი ბადის ფარდის ქვედა ბოლოში მაგრდება დრეკადი ღერო, რომლითაც ბადე შეიძლება   2-5 წამში ხელითაც ავახვიოთ.

სეტყვისაგან დამცავი ბადით გვერდიდან დაფარული ვენახი.

ვენახი 111111111111111111111111111111

ფაქტია, რომ   იგი ნაყოფის დაცვის საიმედოობით, ეკონომიკური ეფექტურობით,  სიმარტივითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობით ყველა სხვა  ტექნოლოგიაზე უფრო  საიმედოა.

2003 წელს იფადის პროგრამით  გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილებებთან წარმოების ადაპტაციის კომპონენტში  ახალციხის რაიონის სოფელ წნისში  (ფერმერი ზაურ ნეფარიძე) დაიწყო სამუშაოები ინტენსიური ბაღის სანერგის გასაშენებლად და ,,ბადური დაფარვის’’  ტექნოლოგიების  საქართველოში დასანერგად,   მაგრამ 2004 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  მსოფლიოს მევენახეობის ზონებში ფართოდ დანერგილი და მოწონებული   ეს პროექტი გააჩერა.

ასევე ორიგინალური სქემები და კონსტრუქციებია დამუშავებული ქართველი მეცნიერებისა და გამომგონებლების მიერ. ამ მხრივ აღსანიშნავია პროფ. დ. თაქთაქიშვილის, გ. შაფაქიძის, ვ. ბუჩუკურის, გ. თოფურიას, ა. იოსელიანის, ვ. მოდოვიჩკოს  და სხვების შრომები. აღნიშნული ავტორების მიერ დამუშავებულ იქნა ვენახების გადასახური კონსტრუქციები და ისინი გამოცდილ იქნა საველე პირობებში.

სპეციალისტების აზრით,   ასეთი ბადეების მთავარი უპირატესობა გარდა სეტყვისაგან დაცვისა მდგომარეობს ნაყოფების ქარისა და მზის დამწვრობებისაგან დაცვაში. ბადეები ინარჩუნებენ სტაბილურ ტენიანობას, ქმნიან მიკროკლიმატს, ასევე იცავენ მცენარეებს, მავნებლების ზემოქმედებისაგან და  ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობისაგან.

ბადეების ფერების საშუალებით შესაძლებელია მცენარის ნაყოფების დამწიფების პროცესის დაჩქარება ან შენელება, მცენარის ბიომასის გაზრდა, ფესვთა სისტემის და ღეროების გამაგრება, ნაყოფების ფერისა და ზომის რეგულირება.

უკანასკნელ პერიოდში  კომპანიები ამზადებენ ხანგამძლე  (10-40 წელი) და საიმედო ბადე-კონსტრუქციებს, რომლების  გამოიყენება კვლავწარმოებაში და  რომელთაც პრაქტიკულად იყენებს ღვინისა და ხეხილის მწარმოებელი ევროპის ყველა ქვეყანა.

საქართველოში ჯერჯერობით მათი გამოყენება მასიურად პრაქტიკულად არ ხდება. მართალია, აღნიშნული მოწყობილობები არ წარმოადგენენ ფუფუნებას, მაგრამ მათი გამოყენება აუცილებელია, რათა მებაღეებმა და მევენახეებმა მიიღონ მაღალი, ხარისხიანი  და ბაზარზე მაღალ კონკურენტუნარიანი მოსავალი.

ვენახისა და ბაღების სეტყვისაგან დაცვის თანამედროვე ბადეების კონსტრუქციების შექმნისა და დახვეწის საკითხებზე, ნაყოფიერ საქმიანობას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.  ეს მოწყობილობა უზრუნველყოფს სეტყვის საწინააღმდეგო ბადის

სეტყვის წინ ღრუბლების ვიზულალური შეფასების  ან სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურის  შეტყობინებების  საფუძველზე   გაშლას და დაკეცვას, მათ შორის დისტანციურადაც.

ეს მოდელი  შეიცავს ვენახის პლანების საყრდენების ბოლოებზე სახსრულად დამაგრებულ ბერკეტებს, რომლებზეც დამაგრებულია სეტყვა დამცავი ბადე და რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ბერკეტების ბოლოებზე ჩამაგრებული ბაგირების მეშვეობით.

ვენახის რიგების ყოველი საყრდენის თავზე სახსრულადაა დამაგრებული ორი ბერკეტი. მათ შეუძლიათ თავისი ღერძის გარშემო მობრუნება.  ღერძების  ბოლოებში გაკეთებულ ნახვრეტებში გატარებული და ჩამაგრებული ორი ბაგირის მოძრაობა უზრუნველყოფს ბერკეტების გაშლას და დაკეცვას.  ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს მათზე დამგრებული დამცავი ბადის გადაჭიმვას ვენახზე და შემდგომ საჭიროების  შემთხვევაში  მის ჩაკეცვას.

შემოთავაზებული მოწყობილობა აღწერილია თანდართულ ფიგურებზე  მითითებებით, სადაც:

ფიგ. 1-ზე  ნაჩვენებია   მოწყობილობის  საერთო ხედი

ვენახი ფიგ 111111111111111111111111111111111111111

ფიგ. 2-ზე  ნაჩვენებია   მოწყობილობის  ბერკეტების განლაგება ვენახის რიგის სადგარზე

ვენახი ფიგ 2222222222222222222222222

ფიგ. 3 მოწყობილობის საერთო ხედი ბადის გაშლისას

ვენახი ფიგ 333333333333333333333333333333 2222222222222222222222222

ფიგ.4 მოწყობილობის საერთო ხედი დაკეცილი ბადის შემთხვევაში

ვენახი ფიგ 444444444444444444442222222222222222222222222

მოწყობილობა (ფიგ,1) შეიცავს ვენახის პლანების სადგარებს 1 მათზე სახსრულად ჩამაგრებულ ორ ბერკეტს 2 და 3, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს 4 და განაპირა ბაგირებს 5 და 6 გაყრილს და ჩამაგრებულს ბერკეტებში. ბადის (4) შუა ნაწილი  რგოლების 8 მეშვეობით დამაგრებულია ვენახის პლანების სადგარებზე დაჭიმულ ბაგირზე 7. მოწყობილობის ერთ ბოლოში დამატებით საყრდენზე 9 დამაგრებულ 5 და 6 ბაგირების  მიმმართველ ჭაღს 10 და ამ ბეგირების მოძრაობაში მომყვან ტვირთს 11. მოწყობილობის მეორე ბოლოში ვენახის რიგის საყრდენზე დამაგრებულ განაპირა 5 და 6 ბაგირების მიმართველ ჭაღს 12, ბაგირების დამჭიმ ჭაღს, დაკავშირებულს ხრუტუნა მექანიზმთან 13 და ამ მექანიზმის სარეკელას ელექტრომაგნიტურ ჩამრთველს 14.

მოწყობილობა მუშაობს შემდეგნაირად:

როგორც უკვე აღვნისნეთ მოწყობილობა უზრუნველყოფს სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლას და დაკეცვას. ბადის გაშლისას ხრუტუნა (ფიგ.1) მექანიზმზე დამაგრებული ელექტრომაგნიტური ჭოკი 14  მოდებიდან  გამოიყვანს ხრუტუნას 13 სარეკელას, რის შედეგადაც  ტვრთი 11 -თი, რომელიც დაკავშირებულია 4 ბადის განაპირა 5 და 6 ბაგირებთან განთავისუფლდება მბისაგან და  დაიწყებს ვერტიკალურად ქვემოთ მოძრაობას დამეტებითი 9 საყრდენის გასწვრივ. ტვირთის  მოძრაობა გამოიწვევს მომართველი10 და 12 ჭაღების გავლით განაპირა 5 და 6  ბაგირების გადაადგილებას. იმის გამო, რომ  განაპირა 5 და 6  ბაგირები ერთიანად გაყრილია და ჩამაგრებული ვენახის რიგის საყრდენებზე 1 სახსრულად დამაგრებულ 2 და 3 ბერკეტებზე, ეს უკანასკნელნი  დაიწყებენ თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებას, რის შედეგად ამ ბერკეტებზე დამაგრებული ბადე დაიწყებს გაშლას, რაც დასრულდება ბადის ბოლომდე გაშლისას, როდესაც ბერკეტები განლაგდებიან პარალელურად ერთ სწორ ხაზზე (ფიგ.1). გაშლილი ბადე გადაფარვს ვენახს 120 სანტიმეტრით და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბერკეტები 2 და 3 მობრუნების ღერძის მიმართ დახრილია 4º-5º -ით, მაშინ ბადე სრულად დაიცავს ვენახს სეტყვისაგან, რადგანაც სეტყვის მარცვლები ჩამოგორდებიან ბადედან და დაგროვდებიან რიგთაშორის სივრცეში. 

სეტყვადამცავი ბადის საწყის – არამუშა მდგომარეობაში მოსაყვანად ხრუტუნა მექანიზმის 13 და შესაბამისად  მასთან დაკავშირებული 12 დამჭიმავი ჭაღი უნდა მობრუნდეს ბადის გაშლის საწინააღმდეგო მიმართულებით, რისთვისაც ხრუტუნას ღერძზე გათვალისწინებულია ქანჩის დამაგრება, რომლის საშუალებითაც სპეციალური სახელურის  შემობრუნებით (კონსტრუქციის სიმარტივის გამო სახელური ნახაზებზე არ არის დატანილი) მოხდება ტვირთის 11 აწევა, რომელთან ერთად შემობრუნდებიან ბერკეტები 2 და 3 თავისი ღერძის გარშემო ბადის გაშლის საწინააღმდეგო მიმართულებით, რის შედეგადაც მოხდება ბადის დაკეცვა. იმასათვის, რომ ბადის დაკეცვისას მისი ცენტრალური ნაწილი არ ჩამოწვეს და არ დააზიანოს ვენახი, ვენახის რიგების საყრდენებს შორის გადაჭიმულია ბაგირი 7, რომელზეც ბადის შუა ნაწილი დამაგრებულია რგოლების 8 საშუალებით. ამ რგოლებს გააჩნიათ ბაგირ 7-ზე გასრიალების საშუალება, რითაც გაადვილდება ბერკეტების 2 და 3 მოტრიალება თავისი ღერძის გარშემო და სათანადოთ   ბადის 4 გაშლა და დაკეცვა.

კონსტრუქცია აღჭურვილია რადიო ელექტრონული სისტემით, რითაც შესაძლებელია კონსტრუქციის დისტანციურად ჩართვა და მისი გახსნა, მუშა მდგომარეობაში მოყვანა ოპერატორების ჩაურევლად. გახსნა ხდება შეკიდებული ტვირთის გრავიტაციის გამოყენებით.

 მიხეილ ჯანიკაშვილი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი,

ეკა შილაკაძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასისტენტ. პროფესორი

  თამაზ კობახიძე,

მთის მდგრადი  განვითარების   ფაკულტეტის,   პირველი კურსის  სტუდენტი

 კობა კობალაძე,

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი