აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ფურის წველასთან დაკავშირებული  საუკეთესო პრაქტიკა

წველის ჯერადობა დამოკიდებულია ფურის პროდუქტიულობასა და ლაქტაციის პერიოდზე. კერძო პრაქტიკაში ფერმერები დღე-ღამის განმავლობაში ძირითადად, მიმართავენ ორ ან სამჯერად წველას.
სამჯერადი წველა, კარგი კვების პირობებში, ყოველდღიურ მონაწველს ზრდის 3-15%, თუმცა შრომის დანახარჯი ერთ ლიტრ მოწველილ რძეზე ორჯერად წველასთან შედარებით, 20-30%-ით იზრდება.

უმჯობესია საქონელი რეგულარულად, დღის ერთსა და იგივე დროს იწვე- ლებოდეს, რათა ფური შეეჩვიოს ყოველდღიურ წველას დღის კონკრეტულ მონაკვეთში. ეს განაპირობებს რძის გამოყოფის სტიმულაციას (ბიოლოგიური საათი). როგორც წესი, მიღებული და რეკომენდებული პრაქტიკაა დღე-ღამეში 2-ჯერ წველის დროს 12 საათიანი დროის ინტერვალით წველა, ხოლო 3-ჯერ წველის დროს 8 საათიანი ინტერვალით. ამ დროს, დაჩვეული საქონელი განიცდის ნაკლებ სტრესს, ორგანიზმი ემზადება წველის პროცესისათვის, უმუშავდება რძის გამომუშავებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინსტინ- ქტები, რაც დადებითად მოქმედებს მის პროდუქტიულობაზე.

პერსონალის პირადი ჰიგიენა

მწველავებს, მანქანით წველის ოპერატორებს და რძესთან შეხებაში მყოფ სხვა პირებს მოეთხოვება დაიცვან შემდეგი მინიმალური პირადი ჰიგიენის წესები.

mobile-milking-manual (1)-21

•            ფურების მანქანური წველა და რძესთან მუშაობა ნებადართულია იმ პი- რებისთვის, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები;

•            სამუშაოს დაწყებამდე და მუშაობისას, შესვენების შემდეგ, კარგად უნდა დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით (სურათი #2), შემდეგ კი ჩაიტარონ დეზინფექცია სურსათთან დასაშვები სადეზინფექციო სითხით;

•            ფერმის პერსონალმა, საქონლის წველის პროცესში უნდა ატაროს სუფთა, სპეციალური ტანსაცმელი (მათ შორის, წინსაფარი, თავსაბურავი და ფეხსაცმელი), რათა თავიდან იქნას აცილებული რძის დაბინძურება;

•            აკრძალულია სპეცტანსაცმელით   (კომბინიზონი,   ხალათი   და   ა.შ.)

სადგომის დატოვება, ტერიტორიაზე გასვლა, ტუალეტში შესვლისას უნდა გაიხადონ სპეცტანსაცმელი გასახდელში, შემდეგ კარგად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით, ჩაიტარონ დეზინფექცია და საძროხეში შესვლისას ხელახლა ჩაიცვან სპეცტანსაცმელი;

•            რძესა და ცხოველის საკვებში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან ასა- ცილებლად, მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე პერსონალს ეკრძა- ლება სანიტარიულ და სპეცტანსაცმელზე სამაგრების (ქინძისთავების, ნემსების, „ბულავკების“) დამაგრება, სარკეების და სხვა პირადი მოვლის საგნების ჯიბეებში შენახვა;

•            როცა ძროხასთან მომუშავე პერსონალ აღენიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ცხელება, აქვთ ეჭვი დაავადებაზე ან/და თუ კანზე გაჩნდა ჩირქოვანი დაავადებები, დამწვრობა, ჭრილობები

– ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ფერმის მენეჯერს (მეპატრონეს) და დატოვონ ფერმა;

•            მწველავს, ვისაც აქვს კანის ხილული დაზიანება, შეუძლია გააგრძელოს მუშაობა თუ იგი ჭრილობას დაფარავს წყალგამძლე პლასტირით. თუ დაზიანება ხელის მიდამოშია ამ შემთხვევაში პლასტირის გარდა აუცილებელია ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებაც;

•            სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილი უნდა დატოვონ სუფთად და მოწესრიგებულად, სპეცტანსაცმელი (კომბინიზონი, ხალათი და ა.შ.) ჩამოიკიდოს გასახდელში ან შეინახონ სუფთად.

სახელმძღვანელო,

„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“,

ვეტკომპანია „როქი“,

ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,

(SQIL) ლაშა ავალიანი, 

პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“