დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის კარგად გამოსაზამთრებლად ბუდეში იმდენ ჩარჩოს ტოვებენ, რამდენსაც ფუტკარი ფარავს

ხშირად მეფუტკრეები ცდილობენ ჩარჩოების თავზე ფუტკრების მიერ დაშენებული ცვილის მოშორებას. გირჩევთ, ნუ მოაშორებთ ამ, ერთი შეხედვით, თვითნებურ შემაღლებებს, რადგან ამ შემაღლებებს ფუტკარი იყენებს სავენტლაციოდ და ზამთარში ჩარჩოდან ჩარჩოზე გადასასლელად.

დასაზამთღებლად  ბუდის მოსაწყობად სკიდან იღებენ მცირე თაფლიან ჩარჩოებს,  რომლებსაც ინახავენ გაზაფხულზე გამოსაყენებლად, ხოლო საკვების უკმარისობის შემთხვევაში ჩადგამენ ზაფხულში ბუდიდან ამოღებული და სათადარიგოდ შენახულ თაფლით სავსე ფიჭებს.

მცირე თაფლიანი ფიჭების ბუდეში დატოვება არ შეიძლება, რადგან მასზე არსებული თაფლის ათვისების შემდეგ, ცივი ამინდების პირობებში ფუტკარს მეზობლად მდებარე თაფლიან ფიჭაზე გადასვლა არ შეუძლია. ისეთი ჩარჩო, სადაც ბარტყი არ გამოჩეკილა, ბუდეში არ დატოვოთ.

ბუდის ორივე მხარეზე თაფლით სავსე ჩარჩოები უნდა განლაგდეს. ბუდის ცენტრისკენ ჩარჩოებში კი ფიჭის ზედა ნახევარზე ჩასხმულ თაფლიან ფიჭებს, როლის ქვეშაც ფუტკარი გუნდის შესაკრავად სპეციალურად ინახავს ცარიელ უჯრედებს, ისე რომ გუნდის ზედა წვერო ეხებოდეს გადაბეჭდილ თაფლიან უჯრედებს.

ფუტკარი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისეთი ჩარჩოებით, რომელზედაც იქნება, როგორც ჭეო, ისე თაფლი, მაგრამ ღია  ჭეოთი მთლიანად გავსებულლი ფიჭის ბუდეში დატოვება დაუშვებელია, რადგან  მას ფუტკარი ვერ დაფარავს და ობი გაუჩნდება, არ შეიძლება ასევე ჭეოთი მთლიაანდ გადავსებული ფიჭის ჩადგმა ბუდის ცენტრშიც, სადაც  იგი გამოიწვევს გუნდის გაყოფას და იმ მხარეზე, სადაც დედა არ მოხვდება, ფუტკრის დაღუპვას.

მღრღნელების, სხვა მავნებლების სკაში შეღწევისგან დასაცავად სკას უკეთებენ თუნუქის საფრენს, რომელზეც ამოჭრიალია 6-7 მმ სიფართის საძრომი.

დასათბუნებლად ტიხარს და სკის კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში საფარ ტილიზე სახურავის ქვეშ ათავსებენ ბალიშებს, რისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ ბამბა, სართავ, საფექქრო წარმოების ნარჩენები, ხავსი, აგრეთვე ჩალა, ბურბუშალა, მშრალი ფოთლები, ნახერხი დ სხვა.

საფარ ტილოზე დასათბუნებელი მასალის მოსათავსებლად ქარებისგან სკის სახურავი გადაგდების და სკაში მღრღნელების შეღწევის თავიდან ასაცილებლად კორპუსს მჭიდროდ ადგამენ საკუჭნაოს ნახევარი სიმაღლის ფიცრისგან კორპუსის ზომებზე შეკრულ კარკასს საბალიშეს (რომელშიდაც თავსდება ბალიში), რომელზეც კარგად მოერგება სახურავი.

დათბუნების დროს საფარ ტილოზე ბალიშის ქვეშ აფენენ 2-3 ფენა გაზეთის ფურცლებს ბუდეში სითბოს შესანარჩუნებლად და ტენის ასათვისებლად.

თუ ფუტკრის ოჯახები სუსტია დ ფუტკარი 3-5 ჩარჩოზეა ორივე გვერდიდან ათბუნებენ, სკებს დგამენ ისე, რომ დილის მზის სხივებმა ბუდის წინა კედლები გაათბოს.

თუ საფუტკრეში გვყავს სათადარიგო დედები, ისინი უნდა შევინახოთ ჰორიზონტალურ, წოლელა სკებში, ერთმანეთისგან გამყოფი ტიხრებით და ცლცალკე საფრენებით, რომლებიც ერთმანეთს კარგად გაათბობენ, ხოლო უფუტკროდ დარჩენილი თავისუფალ სივრცეს საგულდაგულოდ ათბუნებენ.

თუ სკებს ქედა მხრიდან სავენტილაციოდ ბუდე აქვს, უმჯობესია 15 იანვრის შემდეგ შედარებით სუსტ ოჯახებს დავუხუროთ, ან დაუგმანოთ ბუდე, რადგანაც დედა ფუტკარი ამ დროს იწყებს კვერცდებას და თუ ვერ იქნება ოჯახში საკმარისი სითბო ბარტყის გამოსაზრდელად, შესაბამისად დედაც არ დაიწყებს კვერხის დებას, ამიტომ, ადრეულ გაზაფხულზე ძლიერი ოჯახები არ გვეყოლება.