აგროსიახლეები

ფუტკრის ოჯახში ვაროატოზის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა

 იმისათვის რომ განისაზაღვროს, საჭიროა თუ არა ფუტკრის ოჯახების  ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავება, შესაძლებელია  შემდეგი მეთოდი გამოვიყენოთ: ქილაში ვათავსებთ ცოცხალ ფუტკარს და ვწონით სასწორზე, შემდეგ ვასხამთ სპირტს (სპირტის მაგივრად ასევე შესაძლებელია შაქრის პუდრის გამოყენება).

 რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარხევთ ქილას, ვამაგრებთ სპეციალურ ნახვრეტებიან თავსახურს, რომელშიც ფუტკარი ვერ გაეტევა, ხოლო ტკიპა თავისუფლად გაძვრება. ფუტკრიან სპირტს გადმოვასხამთ ქაღალდის ფილტრზე და დავითვლით ტკიპების რაოდენობას.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით ვითვლით ვაროატოზის პროცენტულ მაჩვენებელს.

 ფუტკრის ოჯახში, შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

ვაროატოზის დონე ფუტკრის ოჯახში (%) = ტკიპების რაოდენობა X 10                                                                                                                                        ფუტკრის წონა

ვაროას დასაშვები დონეა -0.1%-დან 1%-მდე. (სეზონის მიხედვით).

წყარო: „ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს