აგროსიახლეებიდარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის ქართული ჯიში „ვარდისფერი ჭოპორტულა“ (თესლი)

პომიდორი „ვარდისფერ ჭოპორტულას” ნაყოფები განსაკუთრებული გემური თვისებებით გამორჩეული ჯიშია. მისი სტანდარტული ნაყოფები გამოიყენება უმად მოსახმარად, სასალათედ, არასტანდარტული კი — გადასამუშავებლად (საწებლები, კონსერვები).

პომიდვრის ჯიშზე, „ვარდისფერ ჭოპორტულა” სელექციური მუშაობა 1993 წელს დაიწყო. ბუნებრივი ჰიბრიდიზაციით, გამორჩევით მაღალი ტემპერატურისა და მშრალი კლიმატის პირობებში ვარდისფერი და წითელი პამიდვრის ნათესიდან ალექსანდრე სარალიძის საკარმიდამო ნაკვეთში  ჯიში „ვარდისფერი ჭოპორტულა” გამოირჩა. 

ჯიშს ძლიერ დატოტვილია, აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება.

ღია გრუნტში პირდაპირ თესვისას  (ჩითილის გარეშე) ფესვთა სისტემა ნიადაგის სიღრმეში 60 სმ-მდე ჩადის, ხოლო  ფესვის ხშირი განტოტვა 35-45 სმ-ის დიამეტრის ფარგლებშია, პამიდორის ჩითილით წარმოებისას, ფესვთა სისტემა ძირითადად ვითარდება ნიადაგის სახნავ  ფენაში – 30 სმ-ზე.

„ვარდისფერი ჭოპორტულას” ღერო მომრგვალოა, სწორმდგომი, სიმაღლეში 2-2,5 მ-ს აღწევს.

ნაყოფი წვნიანია, ოთხბუდიანი, გამოირჩევა მრგვალი ფორმით და ვარდისფერი შეფერილობით.

ხელსაყრელი ტემპერატურისა და სათანადო ტენის პირობებში პამიდვრის თესლი 3-4 დღეში ღივდება, საწყის ეტაპზე გამოჩნდება ღივი და ფესვი, შემდეგ ვითარდება ლებან-ფოთლები, რომლებიც აღმოცენებისთანავე იშლება. პირველი ფოთოლი აღმოცენებიდან 6-10 დღეში ვითარდება, ფოთლების ფორმირების პარალელურად მიმდინარეობს ღეროს და ფესვების ზრდა-განვითარება.

„ვარდისფერ ჭოპორტულას” ჩითილი 7-9 ფოთლის ფაზაში ირგვება, საორიენტაციოდ აღმოცენებიდან 40-45 დღის შემდეგ უვითარდებათ საყვავილე ბუტონები. ბუტონიზაციის ფაზა დაახლოებით 12-16 დღე გრძელდება და სწორედ ამ პერიოდს არ უნდა გადასცილდეს ჩითილის გატანა და დარგვა ღია გრუნტში.

 თესლის შეძენა შეგიძლიათ:

მაღაზია ”AGROSERVICE”

მოსკოვის გამზირი N6

ტელ:  579 79 74 17