ლობიოს მწვანე პარკის მოყვანა მზის მარტივ სათბურში, ამ მეთოდის ეკონომიკური ეფექტიანობა

ლობიოს, როგორც მარცვალს, ასევე მწვანე პარკს საქართველოს მოსახლეობა სხვა პარკოსან კულტურებთან შედარებით დიდი რაოდენობით მოიხმარს. ლობიოს მარცვლის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში საშუალოდ  ჰექტარზე  0.7 ტონას შეადგინს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მთლიანად ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფა კი 64 %-ია.
საქართველო მისი გეო და კლიმატური მონაცემებით, არათუ უნდა უზრუნველყოფდეს და ანაცვლებდეს იმპორტირებულ ბოსტეულს, არამედ ექსპორტსაც საკმაოდ  წარმატებით  უნდა ახორციელებდეს…

  გასათვალისწინებელია მისი მაღალი საბაზრო ფასიც. ლობიო საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში მოჰყავთ (ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე) ძირითადად სამარცვლედ, ხოლო საპარკედ მისი მოყვანა მცირე ფართობზე მოსახლეობის ნაკვეთებში, ხოლო შედარებით დიდ ფართობებზე საკურორტო, საკონსერვო და ქალაქის საგარეუბნო ზონებში წარმოებს.

ლობიოს მწვანე პარკზე მოთხოვნილება მოსახლეობას  არა სეზონურ პერიოდშიც გააჩნია, ამას მოწმობს პარკი ლობიოს შენახვა ზამთრისთვის დაკონსერვებული, ჩირის, მწნილის  და სხვა სახით. ლობიოს მწვანე პარკი შესანიშნავი სასურსათო პროდუქტია, მისგან მზადდება სხვადასხვა სახის კერძი,მისი მონელებადობის კოეფიციენტი 85%. მისი ცილა მონელებადობის მიხედვით უახლოვდება ცხოველურ ცილას.

ლობიოს მწვანე პარკი მდიდარია ცილებით და ნახშირწყლებით, დიდი რაოდენობითაა ვიტამინები, მინერალური მარილები და სხვა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ლობიოს მრავალი დადებითი გავლენა აქვს. ლობიოს პარკი, განსხვავებით მარცვლისაგან არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, განსხვავებით მარცვლისგან ცილების შემცველობა მცირეა ჯიშების მიხედვით მერყეობს  2-5%-მდე, მაგრამ მდიდარია ვიტამინებით: C, A, E  და B,  შეიცავს ფოლიუმის მჟავას, მინერალურ მარილებს: მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს და სხვა.  ლობიო შეიცავს რკინას, ამიტომ რეკომენდირებულია მისი მიღება ანემიის დროს. პარკი ლობიო შედის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონში, ის ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, მის შემცველობაში არის ნივთიერება არგინინი, რომელიც მოქმედებს მსგავსად ინსულინისა. ლობიო დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვიულ სისტემაზე,ამშვიდებს და აწყნარებს მას.პარკილობიო შარდმდენია და გამოყოფს ორგანიზმიდან ზედმეტ მარილებს, მისი მიღება რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის კლინიკური მკურნალობის დროს. ლობიო დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის აღდგენაზე. მისგან მზადდება სამკურნალო ცილოვანი პრეპარატები რომლებიც აფერხებენ ათეროსკლეროზის წარმოშობას. ლობიოს ფქვილისაგან ამზადებენ კანის სამკურნალო მალამოს. მწვანე პარკი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ეხმარება ორგანიზმს ბრონხიტის და რევმატიზმის დროს.

        ლობიოს ცილა შეიცავს მრავალ ესენციურ ამინომჟავას (რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმში არ ხდება და ის  მზა სახით  უნდა იქნას მიღებული) ესენია: ლიზინი, ჰისტიდინი, ტრიპტოფანი, ცისტინი და სხვა. 100 გრ პარკი ლობიოს გააჩნია 24 კკალორია და შესანიშნავი დიეტური საშუალებაა გახდომისათვის. ყოველივე ამ და სხვა დადებითი თვისებების გამო  იგი მოსახლეობის ფართო მოხმარების სასურსათე პროდუქტია.

იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობა ადრე გაზაფხულზე (არასეზონურ პერიოდში) უზრუნველყოფილი იყოს ლობიოს ნედლი პარკით, მიზნად დაისახა მარნეულის მუნიციპალიტეტის  შულავერის მზის თბიერების სათბურში ჩატარებულიყო ცდები საპარკე ლობიოს მოვლა-მოყვანაზე. დაკვირვება წარმოებდა ორ ჯიშზე; ადგილობრივი „კუტი საპარკე“ და მაღალ მოზარდ (მხვიარა) სატაცურისებრ ლობიოზე.  თესვა ჩატარდა 2017- 2018 წლეებში თებერვლის შუა რიცხვებში.

პირველი ვარიანტი: ჩითილი გამოყვანილ იქნა საჩითილე კასეტებში  და გადაირგო, ხოლო მეორე ვარიანტში თესვა ჩატარდა ბაზოებზე, ორივე შემთხვევაში მწვანე პარკი თითქმის ერთდროულად დაიკრიფა მიუხედავად იმისა ,რომ  საჩითილეში მცენარეები უფრო სწრაფად აღმოცენდა და განვითარდა, ხოლო გადარგვის შემდგომ კი თითქმის ერთნაირად განვითარდა ორივე ვარიანტი. ორივე წელს ჩატარდა სამ- სამი კრეფა, ხოლო შემდეგ ძლიერი სიცხეების გამო შეჩერდა მცენარის განვითარება (ვინაიდან სათბური არის გადახურული პოლიეთილენის საფარით, რომელიც არ ეხდება).თითოეული ჯიში დათესილ იქნა 90-90 მეტრ კვადრატ ფართობზე. ცდიდან მიღებული შედეგები მოცემულია ცხრილში №1.

ცხრილში №1.                                      მწვანე პარკის ორი წლის(2017 – 2018) საშუალო მოსავალი  (90 კვმ)

# ჯიშების

დასახელება

I კრეფა II კრეფა III კრეფა სამი

კრეფის

ჯამი

კგ.

მოსავალი

ტ/ჰა.

კრეფის

დრო

მოსავალი

კგ.

კრეფის

დრო

მოსავალიკგ კრეფის დრო მოსავალი

კგ.

1 ლობიო სატაცურისებრი ივნისის მეორე კვირა 93 ივნისის მესამე

კვირა

110 ივნისის მეოთხე

კვირა

38 241 26.7
2 ლობიო „კუტი საპარკე“ მაისის მესამე კვირა 77 მაისის მეოთხე კვირა 85 ივნისის პირველი კვირა 45 207 23.0

სატაცურისებური ლობიოს პარკის სიგრძემ საშუალოდ შეადგინა 70-80 სმ.ხოლო კუტი საპარკესი 20-25 სმ.

      ადრე გაზაფხულზე მზის თბიერების სათბურში ლობიოს პარკის მიღება მიზანშეწონილია საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ამ პერიოდში საქართველოს მეტ წილ რეგიონებში ღია გრუნტში ლობიოს მწვანე პარკი შემოსული არ არის. გარდა ამისა სათბურში ძირითადად მოჰყავთ კიტრი ან პომიდორი, სათბურის სწორი ექსპლოატაციისთვის საჭიროა კულტურათა მორიგეობა განსაკუთრებით კი პარკოსანი კულტურები არის მიზანშეწონილი ნიადაგის გამაუმჯობესებელი თვისებების გამო.

ცხრილ №2 ში  ნაჩვენებია მზის თბიერების სათბურში საპარკე ლობიოს მოყვანისათვის შესასრულებელი სამუშაოების  ვადები.

# განნხორციელებული სამუშაოები თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
I II III IV I II III IV I II III IV I II III IV I II III IV
1 თესვა კასეტებში
2 ჩითილის მოვლა
3 ნიადაგის დამუშავება(მოტობლოკით)
4 ბაზოკვლების მოწყობა
5 წვეთოვანი სარწყავი მილების გაშლა
6 პლასტიკური მულჩის გადაკვრა
7 ჩითილის გადარგვა
8 მორწყვა და ვენტილაციის რეგულირება
9 პოლიპროპილენის ძაფის ჩამობმა
10 მწვანე პარკის მოკრეფა სამჯერ ლობიო „კუტი საპარკე“
11 მწვანე პარკის მოკრეფა სამჯერ ლობიო “სატაცურისებრი”
12 სათბურის გასუფთავება ნარჩენებისაგან

ცხრილი #3 მზის თბიერები სათბურში სატაცურისებური ლობიოს მოყვანის ეკონომიკური პარამეტრები.  (100 მეტრ კვადრატზე)

  ჩამონათვალი ზომის ერთეული რაოდენობა ერთეულის ფასი
ლარი
ღირებულება
ლარი
  მასალა
1 სათესლე მასალა კგ 0.3 10 3
2 ორგანული სასუქი 0.3 70 21
3  პოლიეთილენის მულჩი გრძ.მ 100 0.25 25
4  პოლიპროპილენის ძაფი (შპალერისთვის) კგ. 1 7.5 7.5
5 საჩითილე კასეტა ცალი 10 1 10
6 სუბსტრატი მ.კუბი 0.05 300 15
7 აგრო პერლიტი ლიტრი 5 0.5 2.5
8 წვეთოვანი სარწყავი მილები გრძ.მ. 200 0.25 50
  ჯამი 134.00
სამუშაოები
10 თესვა კასეტებში კაცდღე 0.5 25 12.5
11 ჩითილის მოვლა კაცდღე 1.5 25 37.5
12 ნიადაგის დამუშავება(მოტობლოკით) კაცდღე 0.5 25 12.5
13 ბაზოკვლების მოწყობა კაცდღე 1 25 25
14 წვეთოვანი სარწყავი მილების გაშლა კაცდღე 0.25 25 6.25
15 პლასტიკური მულჩის გადაკვრა კაცდღე 0.5 25 12.5
16 ჩითილის გადარგვა კაცდღე 0.5 25 12.5
17 მორწყვა და ვენტილაციის რეგულირება კაცდღე 3 25 75
18 პოლიპროპილენის ძაფის ჩამობმა კაცდღე 1 25 25
19 მწვანე პარკის მოკრეფა სამჯერ კაცდღე 1.5 25 37.5
20 სათბურის გასუფთავება ნარჩენებისაგან კაცდღე 1 25 25
ჯამი 281.25
დანახარჯი ლარი 415.25
შემოსავალი სამი მოკრეფიდან კგ 241 3 723
მოგება ლარი 307.75
რენტაბელობა დანახარჯთან % ლარი 74
დანახარჯი 1კგ. ლარი 1.72

ცხრილი № მზის თბიერები სათბურში კუტი საპარკე ლობიოს მოყვანის ეკონომიკური პარამეტრები.  (100 მეტრ კვადრატზე)

  ჩამონათვალი ზომის ერთეული რაოდენობა ერთეულის ფასი
ლარი
ღირებულება
ლარი
  მასალა
1 სათესლე მასალა კგ 1 5 5
2 ორგანული სასუქი 0.3 70 21
3  პოლიეთილენის მულჩი გრძ.მ 100 0.25 25
5 საჩითილე კასეტა ცალი 10 1 10
6 სუბსტრატი მ.კუბი 0.05 300 15
7 აგრო პერლიტი ლიტრი 5 0.5 2.5
8 წვეთოვანი სარწყავი მილები გრძ.მ. 200 0.25 50
  ჯამი 128.5
სამუშაოები
10 თესვა კასეტებში კაცდღე 0.5 25 12.5
11 ჩითილის მოვლა კაცდღე 1.5 25 37.5
12 ნიადაგის დამუშავება(მოტობლოკით) კაცდღე 0.5 25 12.5
13 ბაზოკვლების მოწყობა კაცდღე 1 25 25
14 წვეთოვანი სარწყავი მილების გაშლა კაცდღე 0.5 25 12.5
15 პლასტიკური მულჩის გადაკვრა კაცდღე 0.5 25 12.5
16 ჩითილის გადარგვა კაცდღე 0.5 25 12.5
17 მორწყვა და ვენტილაციის რეგულირება კაცდღე 3 25 75
19 მწვანე პარკის მოკრეფა სამჯერ კაცდღე 1.5 25 37.5
20 სათბურის გასუფთავება ნარჩენებისაგან კაცდღე 1 25 25
ჯამი 200
დანახარჯი ლარი 328.5
შემოსავალი სამი მოკრეფიდან კგ 207 3 621
მოგება ლარი 292.5
რენტაბელობა დანახარჯთან % ლარი 89
დანახარჯი 1კგ. ლარი 1.59

როგორც ეკონომიური პარამეტრების ცხრილიდან ჩანს, სატაცურისებური ლობიოს მოყვანის შემთხვევაში  მოგება (100 მეტრ კვადრატზე) არის 307.75 ლარი, რენტაბელობა 74%,  ხოლო 1 კგ. ლობიოს მწვანე პარკის მოყვანისათვის დანახარჯი 1.72 ლარი.

„კუტი საპარკის“ მოყვანის შემთხვევაში მოგება არის 292.5ლარი, რენტაბელობა 89%, ხოლო 1 კგ მწვანე პარკის მოყვანის დანახარჯი 1.59 ლარი. გაანგარიშებები გათვლილია დაქირავებული მუშახელის შემთხვევაში.

   თუ მოვლა-მოყვანისათვის საჭირო სამუშაოებს შეასრულებს თვითდასაქმებული, სატაცურისებური ლობიოს მოყვანის შემთხვევაში დანახარჯი იქნება 135 ლარი, მოგება 589 ლარი, რენტაბელობა 440%, დანახარჯი 1 კგ პარკის მიღებისთვის 0,56ლ.

„კუტი საპარკის“ შემთხვევაში დანახარჯი არის 125,5 ლარი, შემოსავალი 621 ლარი, მოგება 492,5 ლარი, რენტაბელობა 383%, 1კგ მწვანე პარკის მოყვანისთვის დაიხარჯა 0,62ლარი.

გაანგარიშების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით ლობიოს მწვანე პარკის მოყვანა მარტივი ტიპის მზის სათბურში მომგებიანია როგორც ფინანსურად, ასევე აგროტექნიკური  თვალსაზრისით; სათბურში კულტურათა მორიგეობისათვის და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების მიზნით.

 პ. ვაჩეიშვილი,   ს/მ დოქტორი, ს.მ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

 გ. ბადრიშვილი, ს/მ დოქტორი, ს.მ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

 ლ. ტყემალაძე, დოქტორანტი, ს.მ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

[1] საქსტატის მონაცემები

[2] საქსტატის მონაცემები