pomo d’orо, ანუ „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები
პომიდორი (Lycopersicon) ძაღლყურძნისებრთა ოჯახის ერთი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარია. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ევროპაში ის მე–16 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, საქართველოში კი – 18 საუკუნის მეორე ნახევრიდან.
მისი ლათინური დასახელება Lycopersicum esculent ითარგმნება, როგორც „მგლის ატამი“. მას შეცდომით ადარებდნენ ბელადონას ნაყოფს, ფიქრობდნენ, რომ ის მომწამვლელი მცენარე იყო (და თავდაპირველად მოჰყავდათ, როგორც დეკორატიული მცენარე); აქედან მოდის მისი მეორე დასახელება – ტომატი, რომელიც ესპანური tomate–დან მომდინარეობს (თავის მხრივ კი, აცტეკების tomatl–დან).
თავად დასახელება პომიდორი იტალიური ენიდან გავრცელდა – pomo d’orо, რაც „ოქროს ვაშლს“ ნიშნავს, რადგან, როგორც ჩანს, თავდაპირველად პომიდვრის ყვითელ სახეობას იყენებდნენ. სწორედ იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც პომიდვრის კულტივირება დაიწყო.
პომიდვრის 2000-მდე ჯიში და ფორმა არსებობს.
პომიდორი შეიცავს:
ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმები, ვიტამინებს – A, C, H, PP, მონო– და დისაქარიდებს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ქლორს, ნატრიუმს, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, კალციუმს, ბორს, მჟავებს.
პომიდვრის სასარგებლო თვისებები
სარგებელი მოაქვს მოზადებულ პომიდორსაც. მისი წვენის ხშირი გამოყენება ამცირებს თრომბოზის, ნაწლავური გაუვალობის, ვარიკოზის გაჩენის რისკს, აუმჯობესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას.
თუ ცოცხალ პომიდორს იღებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას ორგანიზმი უკეთესად და სწრაფად ითვისებს მცენარეულ ცხიმთან ერთად.
პომიდვრის შემადგენლობაშია ლიკოპინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც კიბოს უჯრედების ზრდასა და განვითარებას აფერხებს. ლიკოპინის კარგად ათვისება ხდება, როდესაც პომიდორი თერმულად არის დამუშავებული. ასევე ტომატში შედის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში მუტირებული უჯრედების განადგურება. ესაა ონკოპროტექტორი ალფა–ტომატინი. ლიკოპინთან ერთად ის ებრძვის ონკოდაავადებებს, ყველაზე ეფექტურად – ფილტვებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს.
პომიდვრის რეგულარული გამოყენება ამცირებს ქალებში ძუძუსა და მამაკაცებში – პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
ასევე, პომიდორს, ვიტამინების – С, РР და ლიკოპინის წყალობით, სარგებელი მოაქვს გულისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის. ის უნდა გამოიყენონ იშემიური დაავადებების, სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის მქონე ადამიანებმა.
პომიდორში შემავალი ანტოციანები ამტკიცებს წვრილი სისხლძარღვების კედლებს, თესლი ათხელებს სისხლს, რაც თრომბოზის წარმოქმნას აბრკოლებს. ის ასევე კარგი საშუალებაა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
პომიდორი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. ეს ორგანიზმს ეხმარება, დაუპირისპირდეს ვირუსულ ინფექციებს.
პომიდორს ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. განსაკუთრებით კარგია ის მწეველებისთვის და მათთვის, ვინც მოწევას ცოტა ხნის წინ დაანება თავი. ყავისა და ლინოლეის მჟავებს ფილტვების ნიკოტინის ნარჩენები გამოაქვს და ასევე აშორებს თამბაქოს მოხმარებისგან კბილებზე დარჩენილ მუქ ნალექს.
პომიდორი ამაღლებს ჰემოგლობინს. მისი რეგულარული გამოყენება მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე. მცენარის მწიფე ნაყოფში შედის რკინა, რომელიც სისხლწარმოქმნას უწყობს ხელს.
პომიდვრის მიღება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის დროს, რადგან ის არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.
ფოლიუმის მჟავა წყალ–მარილოვან ცვლას არეგულირებს. მსუბუქი შარდმდენი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოდის ზედმეტი სითხე. შედეგად, ქრება კიდურების შეშუპება.
პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას ასაკოვან მამაკაცებში იმპოტენციის განვითარების ალბათობა მცირდება.
პომიდორი საუკეთესო საშუალებაა ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის, რადგან დაბალკალორიული პროდუქტია.
ის კარგად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. კანზე გამონაყარის, ეგზემის დროს, ან გაახალაგზრდავების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდვრისა და შვრიისგან დამზადებული ნიღაბი: 1 მწიფე პომიდორი, 1 სუფრის კოვზი შვრიის მშრალი ფანტელი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. იგივე ნიღაბი შეგიძლიათ შეიზილოთ თმის ძირებში და 3–4 წუთი გაიჩეროთ. ეს თმის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს.
რა ზიანი შეიძლება მოიტანოს პომიდორმა:
- კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს შეამცირეთ პომიდვრის რაოდენობა;
- კონსერვირებულ პომიდორს ნაკლებად უნდა მიეძალონ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე ადამიანები;
- პომიდვრის მავნებლობა იზრდება მათთვის, ვისაც სისხლში შარდის მჟავას მომატებული შემცველობა აქვს. ეს გავრცელებული მოვლენაა ართრიტის, პოლიართრიტისა და პოდაგრის დროს;
- ნუ მიიღებთ პომიდორს კვერცხთან, თევზთან და პურთან ერთად. ერთიანობაში ისინი ანელებს საჭმლის მონელებას და მუცელში სიმძიმის შეგრძნებასა და შეერილობას იწვევს;
- არ გამოიყენოთ მკვახე პომიდორი ცოცხლად. ის შეიცავს საშიშ საწამლავს – სოლანინს;
- ზიანი მოაქვს ალუმინის ჭურჭელში დამზადებულ პომიდორს, რადგან მისი მჟავები ლითონის ზედაპირთან რეაქციაში შედის.
- ასევე, როდესაც უმარილო დიეტა გაქვთ დანიშნული – უარი თქვით დაკონსერვებულ ნაყოფზე;
- პომიდორმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
- პომიდორი რაციონიდან უნდა ამოიღოთ გასტრიტის, პანკრეატიტისა და კუჭის წყლულის დროს.
როგორ შევარჩიოთ კარგი პომიდორი
პომიდვრის შენახვის პირობები მის სიმწიფეზეა დამოკიდებული. ოთახის ტემპერატურა ხელს შეუწყობს მის დამწიფებას. მწიფე ნაყოფი, სჯობს, აახლოებით 12 გრადუს სითბოში შეინახოთ.
გაითვალისწინეთ:
პომიდვრის მიღება არ არის სასურველი პროდუქტებთან, რომლებიც სახამებელს შეიცავს და ასევე მარცვლოვან პროდუქტებთან. რეკომენდებულია მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად მიღება.
წყარო:sputnik-georgia.com