პრაქტიკული რჩევები მებოცვრე ფერმერებს
ხშირად მოგვმართავენ მებოცვრე ფერმერები მათთვის აქტუალური საკითხების თაობაზე, გთავაზობთ ძირითად რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვნად წაგადგებათ.
1) ბოცვერს უნდა ჰქონდეს სუფთა, მშრალი და ორპირი ქარისგან დაცული ადგილი.
2) 3-5 კარგი მერძეული დედიდან შეგიძლიათ მიიღოთ 320კგ. წონის 100 მდე მოზარდი.
3) უნდა ვერიდოთ ნათესაურ შეწყვილებას.
4) ადრე გაზაფხულის ბაჭია ყოველთვის უფრო სიცოცხლისუნარიანია
5) დედალი ბოცვერი უმჯობესია შევაჯვაროთ 5-6 თვის ასაკში.
6) შეწყვილების დროს დედალი ბოცვერი უნდა ჩავუსვათ მამალს და არა პირიქით.
7) შეწყვილების დროს გალიიდან უნდა ამოვიღოთ ყველანაირი ინვენტარი.
8) დაგრილებიდან 5-6 დღის შემდეგ განმეორებით ისევ ვსვამთ მამალთან გადასამოწმებლად.
9) დაბაჭიანებამდე 5-6 დღით ადრე უნდა ჩაუდოთ გალიაში ყუთი
10) მრავალი დაბაჭიანების დროს უნდა ჩავდგათ ორი ბუდე და ბაჭიები გადავანაწილოთ.
11) დაბაჭიანების დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყალი
12) ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საღრღნელი რაიმე ნივთი.
მოზარდი დედებისათვის წელიწადში საჭიროა
კონცენტრირებული საკვები – 50კგ.
თივა – 50კგ.
ძირხვენა – 60კგ.
მწვანე მასა – 190კგ.
ზრდასრულ დედალს და მამალს მოსვენების პერიოდში უნდა მიეცეს
45% – კონცენტრატი;
15% – უხეში საკვები;
40% – ძირხვენები.
ლაქტაციის დროს ეს რაციონი 3-ჯერ იზრდება.
შეწყვილების და მაკეობის დროს დღიური რაციონი:
- მარცვლოვნები _ 90-100გრ.
- მზესუმზირა კოპტონი _ 35გრ.
- თივა _ 180გრ.
- ძირხვენები _ 250გრ.
- მარილი _ 1გრ.
არა არის რეკომენდებული მწვანე მასის გამოუშრობლად მიცემა.
ასალოკი მარილი მუდმივად ჰქონდეს.
ბოცვრის შერჩევისთვის უნდა გავითვალისწინოთ ბოცვრის ტიპები:
1) უხეში ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს უხეში თავი, მასიური ძვლები, უხეში ტყავი, ძლიერი კუნთები და უხეში ბეწვი აქვს.
2) მაგარი ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს ახასიათებს ნაკლები ცხიმიანობა, აქვს მომრგვალო ან მოგრძო თავი, მაგარი _ ძვლები, ფართო _ მკერდი, ჩაღრმავებული მოგრძო _ ტანი, ელასტკიური – კანი. ასეთი ბოცვერი გამოიყენება სანაშენედ.
3) ნაზი ბოცვერი _ ხასიათდება სუსტი ძვლებით, ელასტიკური ტყავით, აქვს ნაკლებად განვითარებული კუნთები. ასეთი ტიპი იწუნება.
4) ფუმფულა აგებულების ტიპი – ხასიათდება ძალიან სუსტი ძვლებით, გაფუებული კუნთებით, რბილი და თხელი ბეწვით.
დავით ბოსტაშვილი,
„ასოციაცია მომავლის ფერმერი”