აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეცხოველეობარუბრიკები

სიმინდის სილოსის დამზადება საოჯახო მეურნეობებიში

დღეს ბევრ მცირე მეურნეს საზამთროდ თივის, სილოსის, ფურაჟის ან სხვა კონცენტრატების საჭირო რაოდენობით შეძენა და პირუტყვის ყუათიანი საკვებით გამოზამთრება უჭირს. ჩვენ გთავაზობთ სიმინდის სილოსის დამზადების მარტივ მეთოდს, რაც თქვენი მეურნეობის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სილოსს უწოდებენ წვნიან საკვებს, რომელიც მიღებულია დამწნილების გზით და წარმოიქმნება მჟავე არე(ph-4,2). დასილოსება საკვების დამზადების ყველაზე იაფფასიანი და საიმედო ხერხია. ხარისხიანი სისლოსი, როგორც წვნიანი საკვები აძლიერებს პირუტყვის მადას, აუმჯობესებს მონელებას,უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნას ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე.

პირუტყვზე დადებითად მოქმედებს მისი სასიამოვნო, სპეციფიკური სუნი და გემო. მას უნარჩურნდება მწვანე ფოთლის ყუათიანობა და ხანგრძლივად შენახვის პიროებშიც კი არ კარგავს საყუათო ნოვთიერბებს, დანაკარგი 8-10% არ აღემატება.

დასილოსების არსი

დასილოსება ეს არიას მცენარის მწვანე მასის დაკონსერვების ბიოტექნოლოგიური მეთოდი და ეფუძნება უჰაერო გარემოში რძემჟავა დუღილს. დასილოსების პროცესის ნორმალურად წარმართავისთვის საჭიროა სასილოსე ნედლეულის სილოსობადობის ცოდნა, ანუ საკმარისია თუ არა მასში შაქრისა და  საყუათო მინერალური ნივთიერებების რაოდენობა. დასილოსებულ მცენარეში საყუათო და მინერალური ნივთიერებების რაოდენობა მცირედ იცვლება, რაც საშუალებას იძლევა დამზადდეს სილოსის 1,5-2 წლის მარაგი (სილოსის შენახვის ხანგრძლიობა 25 წელს აღემატება). ამასთან, ჩვეულებრივ  პირობებში ზოგიერთი ცუდადჭამადი მცენარეები დასილოსების შემდეგ კარგ საკვებად იქცევა. სილოსი შეიძლება დამზადდეს ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და პარკოსანი  კულტურების ნარევისაგან. ადვილად სილოსდება მარწვლოვანების, მათ შორის სიმინდის, მზესუმზირას, სუდანის ბალახის, სორგოს და სხვ. მწვანე მასა. ძნელად  სილოსდება შაქრების მცირე რაოდენობით შემცველი პარკოსანი მცენარეების, მათ შორის იონჯის, ერსპარცეტის, სოიოს და სხვ. მწვანე მასა. კარგი ხარისხის, პროტეინით გამდიდრებული სილოსი შეიძლება მივიღოთ მარცვლოვან-პარკოსანი ბალახნარერევისაგან (მაგ. 75-85% სიმინდი + 15-25 % სოიო ან იონჯა).

სასილოსე მასის აღება

ხარისხიანი სილოსის დამზადება ბევრად არის დამოკიდებული ნედლი მასის დროულად აღებაზე:

– ხარისხიანი სილოსი მიიღება მაშინ, როდესაც მწვანე მასის ტენიანობა 60-70 % -ის ფარგლებშია.

– 75%-ზე მაღალი ტენიანობისას სასილოსე მასას უმატებენ 15%-მდე ნამჯას.

იმის განსასაზღვრავად, თუ როდის უნდა ავიღოთ მწვანე მასა, რამდენიმე მეთოდი არსებობს, რაც ფერმერს, გლეხს თავის ყანაში თავადვე შეუძლია განსაზღვროს: პირველი _ შეაფასოს ტარო გარეგნულად, თუ ტარო გამაგრებულია და მოსახარშად აღარ გამოდგება, გადამწიფებულია, ამ შემთცვევაში მწვანე მასა მზად არის ასაღებად.

მეორე _ სიმინდის ღეროს უნდა დავაკვირდეთ ქვედა ნაწილში, თუ სიმინდის პირველი ორი-სამი ფოთოლი უკვე გამხმარია, ეს ნიშნავს, რომ მცენარე მზად არის ასაღებად, რომ ასეთი მასისგან საუკეთესო სილოსი დამზადდება. სასილოსე მასა სასურველია ავიღოს დასაქუცმაცებელი მანქანა-იარაღებით, თუ არ გვაქვს ასეთი მანქანა, შეიძლება გამოვიყენოთ ნამგალი, ცელი და შემდეგ დავაქუცმაცოდ ბასრი იარაღებით.

სიმინდი უნდა ავიღოთ ისე, რომ ღერო მიწის პირიდან 5-7 სმ. სიმაღლეზე მოიჭრას, რათა არ შეყვეს მიწა და არ დააბინძუროს საკვები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასილოსე მასას შხამბალახები არ შეყვეს. დღის განმავლობაში უნდა ავიღოთ იმდენი სასილოსე მასა, რამდენის დასილოსებასაც იმავე დღეს შევძლებთ.

სასილოსე მასა უნდა ჩაიდოს სწრაფად, რაც შეამცირებს სითბოს გამოყოფის საშიშროებას და შაქრიანობის დანაკარგებს. მწვანე მასა რაც უფრო კარგად არის დაქუცმაცებული, მითუფრო ადვილია მისი მჭიდროდ დატკეპნა და ჰაერის გამოდევნა.

დასილოსების ტექნოლოგია

დიდი რაოდენობით სილოსი წინასწარ მომზადებულ საცავებში იდება. სათავსოში სილოსი ჩადების ხერხები დამოკიდებულია სასილოსეს ტიპზე. სასილოსე მასის ჩადების მთავარი პირობაა ამ პროცესების დასაწყისშივე მოხდეს სასისლოსე მასის სათავსოს ზედაპირზე თანაბრად გადანაწილება. დიდი მოცულობის სასილოსე ორმეობში სასილოსე მასა ტრაქტორით იტკეპნება.

მცირე რაოდენობის სილოსის შესანახად ყველაზე მარტივი და საიმედო საცავია პოლიეთილენის პარკი და პლასტმასისი კასრები, სადაც სასილოსე მასის მჭიდროდ დატკეპნა და ჰარეის მაქსიმალურად გამოდევნა იოლია. მასალა ჰაერის სრული  გამოდევნის მიზნით იტკეპნება, რაც ხელს უწყობს ლპობის თავიდან აცილებას, ანაერობული გარემო ანელებს ფუჭებას და აფერხებს დაობების პროცესს, საფუარების და მავნე ბაქტერიების წარმოქმნას, ამავდროულად იძლევა მნიშვნელოვანი საკვები ნივთერებების შენახვის საშუალებას.

მცირე ფერმერულ მეურნეობაში  (3-5 ფური თავისი ნამატით) გაცილებით ხელსაყრელია სილოსის პოლიეთილენის პარკებში ჩადება. პოლიეთილენის პარკებში იოლად იდება დაქუცმაცებული მასა, იტკეპნება ფეხით. ასეთი სილოსი უნდა ჩაიდოს ორმაგ პარკში და ორივე ცალ-ცალკე კარგად შეიკრას, რომ შიგნით ჰაერი არ შევიდეს. ასეთ პარკებში დასილოსებული მასის გამოტანა საწყობიდან ძლიან იოლია.

სასილოსედ უნდა შეირჩეს საგულდაგულოდ, გამძლე მასალისგან დამზადებული პარკები. მათი ტევადობა 50-70 კგ უნდა შეადგენდეს (ზომები- 1,5 х1,5მ). ეს  ტექნოლოგია პირველად საქართველოში დაამუშავენ და განახორციელეს სტატიის ავტორებმა გღმ –ის პროექტის ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი – ტერი ოსალივანი) 2008 წელს კახეთის  და შიდა ქართლის რეგიონებში.

2010 წელს აჳჩ, ფონდი“აფხაზინტერკონტ”-მა (პროექტის კოორდინატორი არჩილ ელბაქიძე)  დაამზადა მწვანე მასსის ელექტრო-დამმაქუცმაცებელი დანადგარი, რომელიც წარმატებით გამოიცადა სტატიის ავტორის თანდასწრებით  ამბროლაურის რაიონში.(იხილეთ სურათი)

სილოსის პარკების შენახვა

სილოსიანი პარკების შესანახი ზედაპირი უნდა შეირჩეს საგანგებოდ. კარგია სუფთა ბეტონის ზედაპირიანი სათავსო. გამოდგება ასფალტის საფარიანი ზედაპირიც, მაგრამ საჭიროა მისი კარგად დამუშავება, ასევე კარგია ხრეშის, ან მიწის კარგად დრენირებული ზედაპირიც, მაგრამ ამ დროს უნდა დაწესდეს ტენიანობაზე კონტროლი.

სილოსიანი ტომრები საკვების შესანახი საწყობებიდან მოშორებით უნდა განლაგდეს, რათა არ დააზიანოს იგი მღღრნელბმა და ფრინველებმა. პარკები რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რომ მისი ჰერმეტულობა არაფერმა დააზიანოს.

თუ სილოსის ჩადების და შენახვის წესები კარგად არის დაცული, იგი მისი ჩადებიდან 25-30 დღის შემდეგ უკვე საკვებად ვარგისია.

სილოსის ხარისხის განსაზღვრა

კარგი ხარისხის სილოსს აქვს სასიამოვნო მომჟავო სუნი, რომელიც მოგვაგონებს დამპალი ვაშლის, ოჯახში დამზადებული  კომბოსტოს,  კიტრისა მწნილის ან პურის ბურახის სუნს. გაფუჭებულ სილოს მოშაო ან შავი შეფერვა აქვს. კარგი სუნი, ღია მომწვანო ფერი და მცენარის ნაწილების აგებულების შენარჩუნება- სილოსის კარგი ხარისხის მაჩვენებელია.

საორიენტაციოდ სილოსის ტენიანობა შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად: იღევენ მუჭით სილოს და უჭერენ რელს , თუ ტენი 80%-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში  ბევრი წვენი გამოიღოფა; 75-80% ტენიანობის დროს გამოიღოფა უმნიშვნელო რაოდენობის ტენი, ხოლო თუ წვენი სულ არ გამოიყოფა ეს ნიშნავს რომ ტენიანობა სილოსში არ აღემატება 65 %-ს.

სილოსის გამოყენება

კარგ სილოსს მადიანად შეექცევა ძროხ, ის ოპტიმალური პროპორციით შეიცავს საყუათო ნივთიერებებს და, იმავდროულად, ხელს უწყობს სხვა საკვების მონელების გაუმჯობესებას. მიუჩვეველი ცხოველებიც კი, რომლებსაც სილოსი არასდროს გაუსინჯიათ ორ-სამ დღეში ეჩვევიან და კარგად ჭამენ. სილოსის ხვედრითი წილი ფურის ზამთრის დღიურ ულუფაში შეიძლება იყოს საერთო ყუათიანობის 30-50 %-ის ფარგლებში. 300-350კგ ცოცხალი მასის ფურს დღეში შეიძლება მივცეთ 30-35 კგ სილოსი; 6 თვიდან 1 წლამდე მოზარდს 4-5 კგ; 1 წელზე უხნესს მოზარდას 6-7 კგ; მეძუძურ ხბოს სილოსი შეიძლება მივცეთ 1,5 თვის ასაკიდან.

სწორად განსაზღვრული დოზით სილოსის და სხვა საკვების კომბინირებულად მიცემა პროდუქტიულობას საგძნობლათ ამაღლებს.

საქონელის საკვებურები ნარჩენებისგან ყოველდღე უნდა გასუფთავდეს, რათა დარჩენილი სილოსი არ დალპეს და ახალი სილოსი არ დააბინძუროს.

350კგ ცოცხალი მასის ფურის ზამთრის სამაგალითო ულუფა

(კგ/დღეში)

საკვების სახე ფიზიოლოგიური მდგომარეობა/ დღიური მონაწველი
მაკე-მშრალი 8კგ რძე 10 კგ რძე
თივა 4 3 5
ნამჯა ან ჩალა 3 3 3
სილოსი 15 30 35
ქატო 0,5 0,8 0,5
სიმინდის ღერღილი 1,0

ლევან თორთლაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი,

გიორგი ხატიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი