აგროსიახლეები

ქალაქ წნორში ბოდბისხევის კოლექტორი იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“  ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო არხებს  აწესრიგებს.
ქალაქ წნორში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 1000 მეტრი სიგრძის ბოდბისხევის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  დღეის მდგომარეობით, 0,7 კმ-ზე მეტი უკვე გაწმენდილია.

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 100 ჰექტარ  სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. 

არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მარტში დაასრულებს.