დარგებიმემცენარეობარეგიონები

ქართული ხორბალი

საქართველო ვაზისა და ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა. კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს, ძველი ადამიანების სადგომებსა და სამარხებში, აღმოჩენილია (ძვ. წელთაღრიცხვით) V-IV ათასწლეულის დანახშირებული ხორბლის მარცვლების ნიმუშები.

სამყაროში არსებულ ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, საქართველოში გვხვდება და აღწერილია 14 სახეობა:

მონოკოკკუმი; დიკოკკუმი; ტიმოფეევი; გეორგიკუმიპალეოკოლხიკუმი; ქართლიკუმიპერსიკუმიდიკა; დურუმი; ტურგიდუმი; პოლონიკუმი; ტურანიკუმიორიენტალე; ესტიუმი; სპელტა; კოპაქტუმი; მახა; ჟუკოვსკი.

რაც შეადგენს სამყაროში ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 62%-. შესაბამისად დედამიწაზე გავრცელებულ ხორბლის სახეობებშიც 70% ქართული გენი დევს. მათ შორის 5 ენდემური, აბორიგენული სახეობაა, რომელიც სრულიად უცნობია სხვა ქვეყნებისათვის და ბუნებრივად მხოლოდ საქართველოში გვხვდება. საქართველო ითვლება ხორბლის სახეობათა წარმოქმნის კერად.

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში „ზანდური“ იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავლში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science-ში 2016 წელს გამოქვეყნდა. ზანდურთან ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა“. გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა და პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი მათი სტაბილურობა, მაღალი იმუნიტეტი და პარაზიტებისადმი მდგრადობაა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად. მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science-ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდა საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.

პურის საგანგებო მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს განსაკუთრებული გაჭირვების დროს შეუძლია თავისი არსებობა მარტო პურის საშუალებითაც შეინარჩუნოს.

ქვეყანამ თავისი სავარგულების 60% უნდა დაუთმოს ხორბლისა და მარცვლეულის წარმოებას და ამისთვის უნდა გამოთავისუფლდეს და დამუშავდეს მიწის სავარგულები. ბოსტნეული, ხილი, ციტრუსი და სხვა არ არის სურსათი, არის მხოლოდ მისაყოლებელი შეჭამანდზე.

ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა „ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ საყიდელი არ გაგვიხდეს და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“. ე.ი საგანგებოდ გვაფრთხილებდა, რომ პური საყიდელი არ გაგვხდომოდა. ილიას სწამდა, რომ „ჩვენ ქართველები პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ”, „თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა-თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და აქედან ზნეობითადაც”.

სტატისტიკური მონაცემებით ხორბლის წარმოების მხრივ. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. ერთ სულ მოსახლეზე, წლის განმავლობაში ამჟამად ქვეყანაში 18 კილოგრამი ხორბალი იწარმოება მაშინ, როდესაც ნორმით საჭიროა 120 კილოგრამი ხორბალი, ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი გაქვს ხორცი, კარაქი, რძე და სხვა.

ეკონომიურად განვითარებულმა ქვეყნებმა სხვაზე ცუდად როდი იციან, რომ პური უფრო იაფია, ვიდრე ჩაი, ციტრუსი და სხვა, არც მათ უჭირთ სხვა ქვეყნებში პურის შეძენა და შეტანა, მაგრამ იმედს მთლიანად იმპორტზე არ ამყარებენ და აწარმოებენ მილიონობით ტონას. ასე იქცევიან, რადგან იციან, რომ ამ გამორჩეული პროდუქტისადმი ჩვეულებრივი საქონლის საზომით მიდგომა მეტად სახიფათოა, რომ პურით ქვეყნის უზრუნველყოფა განსაკუთრებული ზეწოლის, წნეხის ქვეშ მოქცევაა, წნეხისა, რომელიც პოლიტიკური გარემოების გამო ყოველ წუთს შეიძლება არასასურველი მიმართულებით ამოძრავდეს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შემოტანილი პროდუქციის სიიაფე ყოველთვის იმას როდი ნიშნავს, რომ მათი წარმოების თვითღირებულება სხვისაზე დაბალია. უმეტეს შემთხვევაში ეს გამიზნულია მოხმარების ბაზრის დასაპყრობად და ეროვნული წარმოების დასასუსტებლად, სულაც ფუნქციონირების შესაწყვეტად-იმისათვის, რომ შემდგომში გამორიცხოს კონკურენციის შესაძლებლობა, გაზარდოს ფასები და აინაზღაუროს დანაკლისი.

ასეთ ვითარებაში ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ეროვნული, ადგილობრივი, წარმოების შენარჩუნება, განმტკიცება და განვითარება, ზრუნვა იმისათვის, რომ იგი საკუთარ საფუძველზე დადგეს.

ბუნებაში არაფერი იკარგება. თუ ხორბლის სახეობა არის გამძლე, ამტანი და ხასიათდება დაავადების მიმართ იმუნიტეტის თვისებებით, მაშინ მისი მირთმევის შემთხვევაში ეს თვისება ადამიანებშიც გადადის. სწორედ ამ თვისებებს აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები.

სოფლის მეურნეობის წარმოების საფუძველია მწვანე მცენარე. მხოლოდ მას აქვს უნარი გამოიყენოს მზის სხივური ენერგია, მოახდინოს მისი აკუმულირება, ნაყოფში, ნიადაგსა და ჰაერში არსებული არაორგანული ნივთიერებიდან შექმნას ორგანული ნივთიერება, ადამიანისთვის შესათვისებელ ფორმაში, რომელიც სიცოცხლის ენერგიის წყაროა.

მსოფლიოში დაახლოებით კულტურულ მცენარეთა 4000 სახეობაა გავრცელებული. ნ.ი. ვავილოვის მიხედვით კულტურულ მცენარეთა მნიშვნელოვან სახეობათა რიცხვი 600-ს აწევს. აქედან 78 სახეობა პურეულები,მარცვლოვანი პარკოსნები და სხვა მარცვლოვნებია.

პურეული ეკუთვნის მარცვლოვანთა ოჯახს (გრამინეაე). ამ ოჯახში შემავალ მცენარეებს ახასიათებს საერთო ნიშნები. პურეულში გვხვდება როგორც თვითგამანაყოფიერებელი (ხორბალი, შვრია, ფეტვი, ღომი, ბრინჯი); ასევე სხვით გამანაყოფირებელი (ჯვარედინგამანაყოფიერებელი) ჭვავი, სიმინდი, სორგო და სხვა. მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ თვისებათა მიხედვით იყოფა ოთხ ჯგუფად. მარცვლოვანი პურეულის I ჯგუფში შედის ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრია; II ჯგუფში (ფეტვნაირი) მარცვლოვანების ოჯახიდან: ფეტვი, ღომი, სიმინდი,სორგო, ბრინჯი; III ჯგუფში შედის მარცვლეული პარკოსნები-პარკოსნების ოჯახიდან: ლობიო, სოიო,ბარდა, ხანჭკოლა, ოსპი,მუხუდო და სხვა, რომლებიც მდიდარია ცილოვანი ნივთიერებით (25-50%), VI ჯგუფში დანარჩენი მარცვლოვანი და საბურღულე კულტურები, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ოჯახს: წიწიბურა მატიტელასებრთა ოჯახიდან და სხვა.

პურეულ მცენარეთა მარცვლის ქიმიური შემადგენლობა იცვლება ზრდის პირობების, მცენარეთა სახეობისა და ჯიშის მიხედვით. მარცვლის მთავარი მასა წარმოადგენილია ნახშირწყლებით. მათ შემადგენლობაში 90%-მდე სახამებელია და მხოლოდ 10%-ი მოდის ხსნად ნახშირწყლებზე (შაქარზე), რომლებიც უმთავრესად განთავსებულია ჩანასახში. უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ აზოტიანი ნივთიერებანი, აზოტიან შენაერთებში ჭარბობს ცილები. წყალში უხსნად ცილების ფორმას წებოვანა ეწოდება. წებოვანას რაოდენობას და თვისებას (ბმულობის ხარისხს და წევადობას) დიდი მნიშვნელობა აქვს პურის ცხობის თვალსაზრისით. წებოგვარა იძლევა უკეთ გაღივებულ და გაფუებულ ცომს, ორგანიზმისათვის ადვილად მოსანელებელს. ცილების რაოდენობის შედგენილობით იზომება ხორბლის ხარისხის მაჩვენებელი. მომწიფებული ნორმალურტენიანი (12-14%) მარცვალი 10 წელსაც ინარჩუნებს გაღვივების უნარს. მცენარე გაღვივებიდან ახალი თესლის შექმნით გადის გარკვეულ სტადიებს, განვითარების ფაზებს, რომელიც კლასიფიცირდება სხვადასხვა სისტემით.

გაღვივებისათვის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სითბო.თესლის გაღვივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200C, მაგრამ სინამდვილეში თესვა წარმოებს (გარკვეული მიზეზების გამო) ნიადაგის მინიმუმი ტემპერატურის 3-40C-ის პირობებში. გაღვივება ამ პირობებში ნაკლები სიცხოველით მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ მკვეთრად გადახვევას მიმართავენ გარკვეული მოსაზრებით; მინიმალური ტემპერატურის შემთხვევაში გაღვივება თუ ხანგრძლივდება, სამაგიეროდ განვითარების შემდგომი ფაზები (ბარტყობა, აღერება და სხვა) მიმდინარეობს სრულიად ნორმალურ პირობებში და უზრუნველყოფს დაგეგმილ მოსავალს.

კახა ლაშხი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ნესტან გუგუშვილი, დოქტორანტი