საქართველოში გავრცელებული მანდარინის სამრეწველო ჯიშები

საქართველოში მანდარინის რამდენიმე ჯიშია გავრცელებული, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი პერსპექტიული ჯიშების გამოცდა და დარაიონებაც. გაგაცნობთ მანდარინის რამდენიმე სამრეწველო ჯიშს და მათ  მოკლე დახასიათებას.

მანდარინი „უნშიუ“:

სამშობლო იაპონია, ხე ძლიერ მოზარდი 4-5მ. სიმაღლის, კომპაქტური, ფართო ოვალური ვარჯით. ნაყოფები საშუალოდან მსხვილამდე (50-75გრ.); უთესლო, გემო მომჟავო-მოტკბო, ქიმიური შემადგენლობა: შაქრები 6,17%, მჟავიანობა 0,98%, ვიტამინი ,,C“ 36-38მგ.%. მსხმოიარობაში შედის 3-4 წლის შემდეგ. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში, მაღალმოსავლიანი, ყინვაგამძლეობა -10 – 12°C.

ქართული საადრეო:

უნშიუს სომატური მუტანტია, აღმოჩენილია ჩაქვში 1958წ. ხე ნამგალა დაბალმზარდია (1,8-2,5მ) ხშირი, ძლიერი კომპაქტური ტოტებით. ნაყოფი მსხვილი (82-85გრ.) მომრგვალო, გემო არომატული მოტკბო-მომჟავო. უნშიუსთან შედარებით მისი ნაყოფი 25 დღით ადრე მწიფდება.

„კოვანო-ვასე“:

წარმოშობილია იაპონიაში, როგორც მანდარინ უნშიუს კვირტული ვარიაცია, ხე 2,0-2,5მ. სიმაღლის, ნაყოფი მსხვილი (75-90გრ.) მომრგვალო, ოდნავ შებრტყელებული, მოტკბო-მომჟავო გემოსი. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს, ნაყოფები მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. საადრეო ფორმებიდან ასევე ცნობილი ჯიშებია: მიაგავა-ვასე, ოკიცუ-ვასე, მიხოვასე, ტიახარა უნშიუ.

მანდარინი „უნშიუ“:

სამშობლო იაპონია; ხე ძლიერ მოზარდი 4-5მ. სიმაღლის, კომპაქტური, ფართო ოვალური ვარჯით. ნაყოფები საშუალოდან მსხვილამდე (50-75გრ.); უთესლო, გემო მომჟავო-მოტკბო, ქიმიური შემადგენლობა: შაქრები 6,17%, მჟავიანობა 0,98%, ვიტამინი ,,C“ 36-38მგრ.%. მსხმოიარობაში შედის 3-4 წლის შემდეგ. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში, მაღალმოსავლიანი, ყინვაგამძლეობა -10 – 12°C

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი