აგროსიახლეები

ქართული სალათი ექსპორტზე – პროფესიონალიზმი + მონდომება სტერეოტიპებს ანგრევს!

ეპიდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობა ფერმერებს განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხოთ. დაიკეტა აგრარული ბაზრები, რეგიონებიდან დროულად ვერ ხერხდება მოწეული საადრეო პროდუქტების გამოტანა, ზოგიერთი კულტურის გაყიდვა კი, მაგალითად სალათი ფურცლები, რომლის ძირითად ნაწილს რესტორნები, სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები და სხვები, მოიხმარდა, გაჭირდა.

დღეს ფერმერების მხარში ამოდგომა და დახმარება დიდი საქმეა. ვისაც როგორ ხელეწიფება, ისე უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. 

ჩვენი კი, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“, agronews.ge-ს და ტელეკომპანია „საფერავიტვ-ის ერთობლივი მულტიმედიაპროექტის ეგიდით _ ტელეკომპანია საფერავიტვ-ის დამფუძნებელი დიმიტირი კოსტაროვი და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი, შოთა მაჭარაშვილი მკითხველს, მაყურებელს ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით

იკითხეთ ჩვენი ჟურნალი, გვიყურეთ ტელეკომპანია საფერავზე, მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რათა ერთად უფრო ეფექტიანად შევძლოთ მეტი სასარგებლო ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს ფერმერებს და საერთოდ სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ თანამემამულეებს.