აგროსიახლეებიდარგები

ქართული სალათის ფურცლის პირველი პარტია დღეს ექსპორტზე გავიდა

დღეს ფერმერზე და მათ მათ რთულ მდგომარეობაზე ლაპარაკი, თითქოს სხვებს ულხინდეთ, დღეს ქვეყანაში მოდურ საქმედ იქცა.

იციან, არ იციან, ეკითხება, არ ეკითხებათ საქმე, ყველა ცდილობს საკუთარი „კომპეტენტური“ აზრი გამოთქმას. მოკლედ, ​მოლაპარაკე ბევრია, გამკეთებელი ცოტა. 

კომპანია „აგროცენტრი“, ტელეკომპანია „საფერავი ტვ“-ს, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და აგროპორტალ „agronews.ge“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით, მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შეზღუდვები დაწესდა და ფერმერებსაც შეექმნათ პრობლემები, შეძლებისდაგვარად მათი წინაშე წამოჭრილი პრობლემების შესწავლა და შესაძლო დახმარების პროგრამის შემუშავება დაიწყო.

ფერმერებთან აქტიური მუშაობის შედეგად კონკრეტული გეგმაც დაისახა. ერთ-ერთი ყველაზე საჩქაროდ მოსაგვარებელი საკითხი ფერმერებისათვის საადრეო პროდუქციის რეალიზაცია გახდა.

ქვეყანაში სარესტორნო და სასტუმრო ინდუსტრიის გაჩერების შემდეგ, ისეთ მალფუჭებად პროდუქტზე მოთხოვნა, როგორიც სალათის ფურცელია, ძალიან შემცირდა, არადა ფერმერებს სწორედ ტურიზმის და, შესაბამისად ამ ინდუსტრიის ზრდის კვალობაზე, ჰქონდა დაგეგმილი წარმოება. ქვეყნის შიდა ბაზარი, ბუნებრივია, ამ ოდენობას ვერ აითვისებდა.

კომპანია „აგროცენტრის“ სპეციალისტები შექმნილი ვითარების გაანალიზებისთანვე დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებს, შეხვდნენ ქართველ ფერმერებს და დაიწყეს მუშაობა. ორიოდე კვირის თავზე მცხეთის რაიონის სოფელ ძალის ფერმერთა მიერ მოწეული სალათის ფურცელი, რომლის გასაღება თითქმის გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, უკვე შეგროვდა, შეიფუთა, ყუთებში ჩალაგდა მანქანაზე (ტრაილერზე) დაიტვირთა და მეზობელ ქვეყანაში ექსპორტზე გაიგზავნა.

ამ საქმეს იოლად  არ ჩაუვლია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ეს პირველი მანქანაა _ „პირველი მერცხალი“. მუშაობა გრძელდება, ბოსტნეულით დატვირთული კიდევ ბევრი მანქანა გადაკვეთს საზღვარს და  და ქართული ფერმერების მიერ წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას გაიტანს ექსპორტზე.

კომპანია „აგროცენტრი“ და ჩვენი გუნდი მთლიანად მუდამ ფერმერთა სამსახურშია, დაგვიკავშირდით 577 212 900, 577 211 771, 577 600 820

სიუჟეტი სრულად ნახეთ თანდართულ ბმულზე