ქართული სელექციური ჩაის გენოფონდის  გადასარჩენად

პერსპექტივაში, სელექციური ჯიშებისაგან ჩაის პლანტაციების გაშენება თვისობრივად ახალ ეტაპზე გაიყვანს მეჩაიეობის დარგს, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ამ რეგიონში დასაქმებული მოსახლეობის სოციალურეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალი წარმოადგენდა ქართული სელექციური ჩაის აკვანს. აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ქართული სელექციური ჩაის ჯიშები პირველად აგრობიოლოგიურ, ტექნოლოგიურ და ბიოქიმიურ შესწავლას გადიოდნენ ჩაქვის ლაბორატორიებსა და ექსპერიმენტალურ ბაზებზე. აქვე იყო განთავსებული სელექციური ჯიშების სათესლე პლან-ტაციები, საიდანაც ყოველწლიურად 10 ტონამდე კონდიციურ თესლს ამზადებდნენ.

მეჩაიეობის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი და მაღალხარისხოვანი სამრეწველო პლანტაციების გასაშენებ-ლად. ნაწილი თესლებისა გადიოდა საზღვარგარეთის ქვეყნებშიც კი.

აქვე საფუძველი დაედო უნიკალურ ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ კლონურ სელექციას, რომელიც სელექციონერების მიერ იქნა შერჩეული 1939 წელს. სწორედ სელექციურმა ჯიშებმა და კლონებმა მისცა დასაწყისი მაღალმოსავლიანი და მა-ღალხარისხოვანი პლანტაციების გაშენებას. გასული საუკუნის 70-90-იანი წლებში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურე-ბის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ ბაზებზე (ანასეული, ჩაქვი, სოხუმი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო) ყოველწლიურად იწარმოებოდა 5 მილიონამდე ამ ჯიშის ვეგეტატიურად გამრავლებული (კალმების დაფეს-ვიანებით) ნერგი, რითაც წარმოებაში შენდებოდა ასობით ჰექტარი ჩაის პლანტაცია. ჯიშ „კოლხიდას“ მოსავლიანობით (10-12 ტონა`ჰა) და ხარისხობრივი მაჩვენებლებით გაოცებული იყვნენ უცხოელი ჩაის სპეციალისტები, გემოთი და არო-მატით მას დარჯილინგის ჩაისაც კი ადარებდნენ.

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა და წარმოების კოორდინირებულმა საქმიანობამ ჩაის წარმოების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5-6 ადგილზე გაიყვანა და ყოველწლიურად100-120 ათას ტონა მზა პროდუქციას აწარმოებდა. დღეს საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებულ გაურკვეველი წარმოებისა და ხარისხის ჩაის სვამს ყოველწლიურად 800 ტონის მოცულობით, რაშიდაც ჩვენი ჯიბეებიდან ათეული მილიონობით დოლარი გაედინება მაშინ, როდესაც საქართველოს მეჩაიეობის რეგიონებში შემორჩენილი ჩაის პლანტაციებიდან მიზერული 200-300 ტონა პროდუქცია მზადდება საექსპორტოდ და შიდა მოხმარებისათვის.

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა ქართულ ჩაიზე. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების მიერ გამომუშავებული ხარისხოვანი ჩაის ერთი კილოგრამის ფასი 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ჩაის პროდუქციაზე სარეალიზაციო ფასების ზრდასთან ერთად მატულობს ფერმერთა დაინტერესება ამ კულტურის არა მარტო არსებული პლანტაციების რეაბილიტაციის მიმართ, არამედ ჩნდება ინტერესი ახალი მაღალმოსავლიანი პლანტაციების გასაშენებლად. ეს ინტერესი კიდევ უფრო განამტკიცა მიმდინარე 2016 წელს თხილის კულტურის ძალზე დაბალმა მოსავალმა და ფასმა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ყოველმხრივი ინფორმირებულობისა გასული 10 წელი გამოირჩეოდა ჩაის პლანტაციების მასიური ამოძირკვითა და თხილის გაშენების ისტერიული კამპანიით.

დღეს, როდესაც ჩაის კულტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ ამოქმედდა, სოფლის მე-ურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორია აქტიუ-რად მონაწილეობს აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. ამასთან, ჩვენს ინტერესებში შედის ქართული სელექცი-ური ჩაის გენოფონდის მოძიება და რეგენერაცია. სამწუხაროდ, ჩაქვის ფილიალის ყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ საჩვენებელი 5 ჰა პლანტაცია, რომელიც მეცნიერების ძვირფას რელიქვიას წარმოად-გენდა, მთლიანად ამოიძირკვა. დღეს მის ადგილზე გაშენებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერ-ვისცენტრის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებადი „ციტრუსოვანთა სადემონსტრაციო ნაკვეთი“ მისი სანერგე მეურ-ნეობით. ჩვენ მივესალმებით ასეთი ნაკვეთების მოწყობას, რომელიც აუცილებლად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგ-რამ ხომ უკეთესი იქნებოდა ერთ ჰა-ზე მაინც შეენარჩუნებინათ სადემონსტრაციოდ ეს ღვთაებრივი კულტურა. ასევე განადგურებულია ჩაის უბნის ტერიტორიაზე სელექციური ჩაის სათესლე ნარგაობა 10 ჰა-ზე.

სავალალო მდგომარეობაშია ჩაქვის ყოფილი ფილიალის ლაბორატორიულ შენობებთან არსებული აკადემიკოს ქსენია ბახტაძის, პროფესორ ვახტანგ კუტუბიძის, მეცნიერებათა დოქტორების ტატიანა მუტოვკინას და მიხეილ კოლელიშვი-ლის მიერ ათეული წლების განმავლობაში რუდუნებით მოძიებული, გაშენებული და მოვლილი ჩაის საკოლექციო ნარგა-ობა. ეკალ-ბარდშია გახვეული ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ სამუზეუმოდ ქცეული 80 წლის ის ერთადერთი ბუჩქი, რომელმაც დასაბამი მისცა ქართული ჩაის თვისობრივად ახალ სიმაღლეზე განვითარებას.

2011 წლიდან ჩაქვის ფილიალი საქართველოს აგროუნივერსიტეტის მფლობელობაში გადავიდა. დღეს ჩაქვის ფილია-ლის ყოფილ ტერიტორიას განკარგავს ამავე სისტემაში ფუნქციონირებადი შ.პ.ს „აგრომეტი“. აჭარის რეგიონალურ ხე-ლისუფლებას რომ გამოეჩინა კეთილი ნება მესაკუთრეებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეძლო ამ უნიკა-ლური სელექციური ქართული ჯიშების გადარჩენა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აჭარის მოსახლეობამ,როგორც სხვა რეგიონებში, მასიურად შეუწყო ხელი ჩაის სამრეწვე-ლო პლანტაციების ამოძირკვას და თხილის კულტურის გაშენებას. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა „ქართული ჩაი“, აჭარის რეგიონიდან, სადაც ჩაის პლანტაციების საერთო რაოდენობა ექვსი ათას ჰა-ს აღემატებოდა, არცერთი სუბიექტი არ დარეგისტრირებულა.

აჭარა (ჩაქვი) ხომ საქართველოში ჩაის გავრცელების პირველ კერად ითვლება. პირველი ჩაის პლანტაციები სალიბა-ურში, პირველი ჩაის გადამამუშავებელი ჩაის ფაბრიკა ჩაქვში, პირველი ქართული სელექციური ჯიშები და კლონები, ჩაის სახლი და რამდენი რამ აკავშირებს ამ უნიკალურ ადგილს საქართველოში მეჩაიეობის განვითარების ისტორიასთან. ჩაქვის ჩაის სახლი ხომ უცხოელი სტუმრებისა და ტურისტების ერთ-ერთი უნიკალური და მიმზიდველი ობიექტი იყო.მითუმეტეს პერსპექტივაში , როდესაც აჭარა და კერძოდ ბათუმი, ქობულეთი შავი ზღვისპირა დასასვენებელი საკურორ-ტო ადგილების საუკეთესოთა სიაში მოიხსენებიან, რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩაქვის ჩაის კულტურის ისტორი-ულ მუზეუმად ქცევა.

აჭარის რეგიონს ჯერ კიდევ შემორჩნენ მეჩაიეობის დარგის ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, როგორი-ცაა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, ტეკნიკურ მეცნიერე-ბათა აკადემიური დოქტორი ტარიელ მამულაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები ავ-თანდილ მესხიძე, ოთარ ქობულია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ლომინაძე და სხვები. მიუხედა-ვად ხანდაზმულობისა, კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს პროფესორი ვახტანგ კუტუბიძე. ყველა ზემოთ ხსენებუ-ლი პიროვნება წლების მანძილზე მუშაობდნენ ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის სისტემაში და ამ დარგის ნამდვილ პატრიოტებად გვევლინებიან. იმედია მათი თანადგომით აჭარის ახალი ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს ჩაქვის ყოფილი ფილიალის ექსპერიმენტალურ ბაზებზე ჯერ კიდევ გადარჩენილი ქართული სელექციური ჩაის ჯიშებისა და კლონების რეაბილიტაცია-აღორძინების საკითხების დადებითად გადაწყვეტას და ამ საკითხებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც დაინტერესდება.

თავის მხრივ ალბათ შ.პ.ს „აგრომეტი“ და აგროუნივერსიტეტი გამოიჩენენ კეთილ ნებას და რეაბილიტაციის გზით გა-დაარჩენენ მათივე საკუთრებაში შემორჩენილი იმ უნიკალური სელექციური ჯიშების ნაკვეთებს, რომლებსაც სასი-ცოცხლო მნიშვნელობა ექნებათ მეჩაიეობის დარგის მეცნიერებისა და წარმოების პერსპექტიული განვითარებისათვის.

ამასთან, ჩვენი აზრით, ჩაქვის ჩაის საკოლექციო ბაზა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც აგროუნივერსიტეტის, ისე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტების სტუდენტების საწარმოო და სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.

იმედია, ქვეყნის ახალი ხელისუფლება გააგრძელებს რადიკალური ღონისძიებების განხორციელებას მეჩაიეობის დარგის დაჩქარებით აღორძინებისათვის, რომელიც დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის წითელმიწა, ეწერმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე უალტერნატივოა.

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კულტურებს, რომელიც ჩვენს მადლიან მიწაზე ხარობს და შემოსავალს იძლევა, მაგრამ ნუ ვიქნებით სულსწრაფნი, დავეყრდნოთ ქართველი მეცნიერების რჩევებს და სწორად გავიაზროთ კულტურათა განაშენიანების საუკუნოვანი ტრადიციები. დამაფიქრებელი და საფრთხილოა სპონტანური ლტოლვა თხილისა და ციტრუსების მონო კულტურებისადმი, რომლებიც სამყაროს გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილების მიმართ გაცილე-ბით სარისკო და მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ჩაის კულტურა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ვიდრე ცენტრის ანასეულის ლაბორატორია ქმნის წინაპირობას ითანამშრომლოს ყველა სუბიექტთან, რათა არ დაიკარგოს ჩაის ისტორიული გენოფონდი, შეიქმნას პირველადი ბაზა მისი მოძიების, გამრავლების და სათესლე ნარგაობის გაშენების კუთხით, რათა უახლოეს პერსპექტივაში ფერმერს, გლეხს, მცირე მეწარმეს გაუჩნდეს მოტივაცია ჩაის პერსპექტიული ჯიშებით ახალი სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

რუსუდან ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

იოსებ ბასილია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.