აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობამემცენარეობა

თხილის პლანტაციების გაშენებისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

წარმატებული კოოპერატივის შესაქმნელად სოფლის მეურნეობის დარგში თხილი გამორჩეული სასოფლოსამეურნეო კულტურაა, რომელიც ერთერთი ძირითადი შემოსავლის წყაროც შეიძლება გახდეს როგორც კოოპერატივების, ისე ცალკეული ფერმერებისთვის, მითუმეტეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლებსაც საკუთრებაში ან იჯარით სარგებლობაში აქვთ სასოფლოსამეურნეო მიწის ფართობები.

თხილის სამრეწველო პლანტაციების ფართოდ გასაშენებლად საუკეთესოა შავი ზღვის სანაპიროს ტენიანი, თბილი რაიონები. დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკებისთვის თხილი მოსავლითა და ნაყოფის ხარისხობრივი მაჩ-ვენებლით ყველაზე პერსპექტიული კულტურაა.

თხილის პლანტაციის გაშენებისას ფერმერმა ზოგადად უნდა იცოდეს, რომ თხილი როგორც ნეიტრალურ, ისე მჟავე ნიადაგებს კარგად ეგუება. მისთვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი ნიადაგები. ცუდად ხარობს ჭარბტენიან მიწებზე.

თხილის სამრეწველო ბაღების გაშენებისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნიადაგში წყლისა და ჰაერის მოძრაო-ბის გაუმჯობესება. წყალგაუმტარი ფენის რღვევა-გაფხვიერება აუცილებელია ფესვთა სისტემის უკეთ განვითარების-თვის, ნიადაგის საკვები ნივთიერებებით გამდიდრება. თხილის გასაშენებლად ნიადაგი მუშავდება 40 სმ. სიღრმეზე, რა დროსაც 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით ნიადაგში უნდა შევიტანოთ 250 კგ. ფოსფორის და 200კგ. კალიუმის სასუქები.

ნიადაგის შერჩევისას და წინასწარი მომზადების შემდეგ ხორციელდება თხილის ბაღის დაგეგმვა. პლანტაცია შეიძლე-ბა გაშენდეს როგორც კვადრატულად, სწორკუთხად, ისე ჭადრაკულადაც. თხილის გაშენება მიზანშეწონილია შემდეგი სქემის კვების არის გათვალისწინებით; 4X4მ. (615 ძირი ჰექტარზე); 5X5მ (400 ძირი ჰა.-ზე.); 6X6მ. (416 ძირი ჰა.-ზე.).

თხილის გამრავლების ყველაზე ადვილი ხერხი ბუჩქის დაყოფით გამრავლებაა. პლანტაციის გაშენება უმჯობესია შე-მოდგომით, ოქტომბერ-ნოემბერში, თუმცა, შეიძლება ადრე გაზაფხულზეც. ნერგის დასარგავად უნდა გაითხაროს 40X40სმ. სიღრმის ორმო. ორმოში სასურველია შევიტანოთ 8-10კგ. გადამწვარი ნაკელი, 150გრ. ფოსფორი და 100გრ. კა-ლის სასუქი. ყველა კომპონენტი კარგად, თანაბრად უნდა გადაერიოს ნიადაგში. დარგვის წინ ნერგის ფესვები სასურვე-ლია ამოევლოს წუნწუხში. ერთ ორმოში ირგვება 1 ან 2 ნერგი. შედარებით სუსტი ნერგების შემთხვევაში უმჯობესია 2 ან 3 ნერგის ერთად დარგვა და მათ შორის მანძილი 10-15სმ. უნდა იყოს. დარგული ნერგები უნდა გადაიჭრას 50სმ. სიმაღ-ლეზე ისე, რომ დავუტოვოთ 5-6 კვირტი. ამის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში უნდა მოირწყას.

ახალგაზრდა ბაღის მოვლისას ყურადღება უნდა მიექცეს მის გასხვლას, ნიადაგის კულტივაციას, ნერგების მოწესრი-გებას და რიგთაშორისების გათოხნას.

თხილის ახალშენის რიგთაშორისების მსხმოიარობაში შესვლამდე (1-4 წელიწადი) შესაძლებელია გამოყენებული იქ-ნას როგორც ერთწლიანი სათოხნი კულტურების: სიმინდი, სოია, ბოსტნეული, ისე მრავალწლიანი სიდერატი კულტურე-ბის მოსაყვანად.

ახალგაზრდა ბაღში ყოველწლიურად უნდა შევიდეს როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ ფესვის ყელიდან ამონაყარის ზედმეტი ტოტები უნდა გაისხლას. სრულმოსავლიან ბაღებში თხილის ფესვ-თა სისტემა ჰორიზონტალურად _ 2-2,5 მეტრამდე, ხოლო ვერტიკალურად 1 მ. სიღრმემდე ვითარდება. ახალგაზრდა ბა-ღის ნიადაგის დამუშავება სასურველია განხორციელდეს შემოდგომა-გაზაფხულზე მსუბუქი შემობარვით ან რიგთაშო-რისი კულტივაციით. თხილის ბაღებში ორგანული სასუქის, ნაკელის ან ტორფ-კომპოსტის შეტანა სასურველია 2-3 წე-ლიწადში ერთხელ, ყოველ ბუჩქებზე 20-30კგ. ოდენობით. ნიადაგის საზამთრო-საშემოდგომო დამუშავების დროს აუცი-ლებელია პლანტაციის სარეველებისგან მექანიკური ან ქიმიური საშუალებებით გასუფთავება.

თხილის პლანტაციებში ხშირია მავნებელი დაავადებები: თხილის შავი ხარაბუზა, ამერიკული თეთრი პეპელა, ვაზის ლურჯი რწყილი, თხილის ბუგრი, თხილის ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე. ამ მავნებლების წინააღმდეგ შემდეგი პრეპა-რატები გამოიყენება: ბი-58-ის, ალპაკის, კალსამრას, ბუდუკის, კალიფსოს 0.1%-იანი ხსნარი, აგრეთვე სპილენძის ქლორჟანგის 0,4%-იანი ხსნარი. პირველი შესხურება ტარდება აპრილიდან ივლისამდე, მეორე შესხურება — ივლისიდან საჭიროების მიხედვით ერთ ჰექტარზე 2000 ლიტრი ხსნარის ოდენობით. თხილის კულტურა მგრძნობიარეა ქიმიური პრე-პარატების მიმართ. მათმა არასწორმა შერჩევამ, კონცენტრაციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების სიდამწვრე, ნაყოფის დეფორმირება და ნაადრევი ცვენა.

თხილის ნაყოფი დასავლეთ საქართველოში ივნის-ივლისში იწყებს ტექნიკურ სიმწიფეს. მის საკრეფად უნდა შეირჩეს მზიანი მშრალი ამინდი და სასურველია მოკრეფიდან 1-2 დღეში დაირჩეს და გასაშრობად თხლად გაიფინოს.

ნაყოფი სრულ სიმწიფეში აგვისტო-სექტემბერში შედის, იბერტყება მექანიკურად. ამ შემთხვევაში ნაკვეთი დაცული უნდა იყოს ცხოველებისა და მღრღნელებისგან, ასევე მექანიკური დაზიანებისგან.

თხილის ნაყოფის მწარმოებელმა ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ არასწორი გაშრობის შემთხვევაში თხილში მარტი-ვად ვრცელდება ობის შემცველი სოკოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნაერთებს შეიცავენ.

თხილის ნაყოფის სამომხმარებლო ვარგისიანობა და ხარისხზე ზრუნვა პლანტაციებიდან იწყება. კალენდარულ ვა-დებში ჩატარებული ყველა სახის აგროღონისძიება — კრეფის, შენახვის და გაყიდვების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დაცვა პროდუქციის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს.

საჭიროა თხილის პლანტაციების გაშენებას, მისი მოვლა-მოყვანის საქმეს ჯეროვანი ყურადღება მიექცეს, რადგან სა-ქართველო ყოველწლიურად სულ უფრო მსხვილი თხილის საექსპორტო ქვეყანა ხდება.

ნუგზარ ქარდავა,

აფხაზეთის / სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარმოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი