აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ყურძნის ტკბილის მაჭრად დაყენება

საქართველოში, კერძოდ კი აღმოსავლეთ საქართველოში, ღვინის მაჭრად დაყენება ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ასეთ ღვინოებს, ძირითადად, გასასყიდად აყენებდნენ და მაჭრობაში ყიდდნენ. ადრე მაჭრის დაყენებაზე ბევრი ოჯახი და მთელი სოფლებიც კი ყოფილა დასპეციალებული.

მაჭრის დაყენების წესი ახლოს დგას იმერული წესით ღვინის დაყენების მეთოდთან. დედოდ აქ უკლერტო ჭაჭას აძლევენ. ამ მეთოდის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ღვინომ რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს ნელი დუღილი და მაჭარი დალევისას პირს ეკიდებოდეს (ენას პოტნიდეს).

♦მაჭრის დაყენებისას ამბოხში მყოფ ტკბილს შაქრების 50-60%-ის დადუღების შემდეგ ჭაჭიდან ხსნიან და სუფთა ქვევრში გადააქვთ, ქვევრში მაჭარი განაგრძობს ნელ დუღილს და პარალელურად იწყებენ მის გაყიდვას.

აღსანიშნავია, რომ ღვინო შაქრების ბოლომდე დადუღებამდე უნდა გაიყიდოს და გაიხარჯოს.

ღვინის მაჭრად დარჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მარნის ტემპერატურაზე, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, ღვინო მით ნელა დუღს და დიდხანს ინარჩუნებს მაჭრის თვისებებს, ამიტომ რთველი გვიან უნდა დაგეგმოთ, რომ ღვინის დაყენების პროცესს შემოდგომის სიცივეებმა მოუსწროს.

თუ ასეთი ღვინის დასაყენებელ ქვევრს მიწაში ნახევრად დაფლავთ, შემოდგომა-ზამთრის სიცივის გავლენით ღვინო ნელ დუღილს დიდხანს გააგრძელებს და ბოლომდე შეინარჩუნებს მაჭრის თვისებებს.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155