აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

ქიმია მეცხოველეობისთვის

მეცხოველობის ქიმიზაცია – მეცხოველეობის საკვების ხარისხის და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ ღონისძიებათა კომპლექსია, რომლის ძირითადი მიმართულებებებია:

ცხოველთა საკვების დამზადებისთვის ქიმიური კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გამოყენება.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ცხოველების საკვების მძლავრი ბაზის შესაქმნელად საჭიროა არა მარტო გავზარდოთ მისი რაოდენობა, არამედ გავაუმჯობესოთ ხარისხი და შევამციროთ დანაკარგი საკვების დამზადების და შენახვის პერიოდში. მწვანე საკვების დამზადების ერთ-ერთი ფორმაა მათი ქიმიური კონსერვაცია. ქიმიური კონსერვაცია უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების კარგ შენახვას. გამორიცხავს ლპობისა და ერბომჟაური ბაქტერიების განვითარებას და უვნებელყოფს არასასურველ ფერმენტაციულ პროცესებს.

ქიმიური კონსერვანტების სახით გამოიყენებენ პროპიონმჟავას და ბენზომჟავას, ნატრიუმის პიროსულფატს და ჰიდროსულფატს, შარდოვანას და ამიაკს. ქიმიური დანამატები თივის, სიმინდის, მზესუმზირისა და პარკოსან-მარცვლოვანი კულტურებისაგან სილოსის დამზადებისას აუმჯობესებენ ცხოველთა საკვების ხარისხს და მნიშვნელოვნად ამცირებენ მკვებავი ნივთიერებების დანაკარგს.

საფუარებისა და მიკროზოოლოგიური ცილების გამოყენება და მათი გავლენა ცხოველთა პროდუქტიულობაზე

მეცხოველეობაში ქიმიზაციის მეორე მიმართულება მდგომარეობს იმაში, რომ გადასამუშავებელი პროტეინის შემცველობის გასაზრდელად ცხოველთა და ფრინველთა საკვების რაციონში, იყენებენ საკვების საფუარებს, მიკროზოოლოგიური წარმოშობის ცილებს. ასე მაგალითად, ფრინველების საკვებ რაციონში საფუარების გამოყენებისას შეიძლება მივიღოთ დამატებით 2 ტონა ხორცი, ან 35 ათასი კვერცხი.

სამრეწველო წარმოებაში მიკროზოოლოგიური ცილების მისაღებად ნედლეულის სახით ნავთობისა და ხის გადამუშავების ნარჩენებს და ბუნებრივ აირს იყენებენ. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ საკვები ცილების წარმოშობა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ეყრდნობოდეს ადამიანის ჯამრთელობისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიებს.

ცხოველთა გამოსაკვები რაციონის შედგენისას, ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით საჭირო იქნება მცენარეულ საკვებში დავუმატოთ ამინომჟავები, რომელთა მიღება წარმოებს ფერმენტული მეთოდით ან ქიმიური სინთეზით. ასე მაგალითად, 0.4% ლიზინის დამატება ხორბლის ფქვილში ზრდის მის ბიოლოგიურ ღირებულებას არა ნაკლებ 50%-ია. მეფრინველეობასა და მეღორეობაში ცილების დანამატის სახით უპირატესობას ანიჭებენ მუხუდოს ფქვილს, რომელიც გამდიდრებულია მეთიონინით. არსებობს ლიზინის საკვები კონცენტრატის სამრეწველო წარმოებაც. 2 თვის გოჭების რაციონში 40გ ლიზინგის საკვები კონცენტრატის დამატება უზრუნველყოფს მათი ცოცხალი მასის გაზრდას 15,6%-ით, ხოლო საკვების ხარჯვა ამავდროულად 15-%ით მცირდება.

მერაბ ებანოიძე.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“