მექანიზაციარუბრიკები

როგორ განვსაზღვროთ სოფლის მეურნეობის დარგებისთვის (მემცენარეობა) საჭირო ტრაქტორების რაოდენობა

ბოლო წლებში საქართველოში ინტენსიურად შემოდის სხვადასხვა ფირმების, სიმძლავრის და დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები. რომლებიც რეგიონების მიხედვით ნაწილდება სტიქიურად, აგრარული დარგების განვითარების სტრატეგიის გაუთვალისწინებლად. ამასთან, რეგიონებში უკვე არსებული ტრაქტორების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, რისთვისაც ტრაქტორების საშუალო წლიური დატვირთვა 500-600 ძრავ-საათს არ აღემატება /1/, როდესაც განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში ტრაქტორების საშუალო წლიური დატვირთვა 1600-2000 ძრავ-საათის ფარგლებშია.

იმისათვის, რომ განისაზღვროს რომელიმე რაიონისთვის, რეგიონისთვის ან მთლიანად ქვეყნისთვის საჭირო ტრაქტორების რაოდენობა, აუცილებელია იმ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საერთო მოცულობის ცოდნა, რომლის შესრულებაც აუცილებელია ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში არსებული ტექნოლოგიების განხორციელებისთვის. საერთოდ, ასეთი ტიპის ამოცანები ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენებით წყდება /2/, მაგრამ წარმოდგენილი მეთოდიკა საშუალებას იძლევა, რეგიონის აგრარული სფეროს ტექნიკური გადაიარაღების პროგნოზი საკმაოდ დიდი სარწმუნო ალბათობით გაკეთდეს.

სამანქანო ტექნოლოგიებით მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისას ქვეყნის მასშტაბით არსებული მექანიზებული სამუშაოების საერთო მოცულობა ეტალონურ ჰექტრებში ერთწლიანი და მრავალწლიან კულტურებში, ასევე სხვა დამატებით კულტურულ-ტექნიკურ სამუშაოებზე იანგარიშება ფორმულით /2/:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

E1 არის მექანიზებულ ტექნოლოგიურ ოპერაციაზე (ხვნა, კულტივაცია, თესვა, ტვირთის გადატანა და ა.შ.) ხვედრითი ენერგეტიკული დანახარჯები ეტალონურ ჰექტრებში. (1 ჰექტარზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა = 220 მეგაჯოულს) რომელიც რაღაც კულტურაში (მარცვლეული, ბოსტნეული, ხეხილი, ვენახი და ა.შ.) სრულდება, j = 1…m;

Eამ.სთ, Eსსმ.სთ და Eშა.სთ

— ტრაქტორების მიერ ენერგოდანახარჯებია მეგაჯოულებში შესაბამისად ამორტიზაციაზე, საწვავ-საზეთ მასალებზე და შრომის ანაზღაურებაზე, მჯ/სთ;

Mტრ და Mმან შესაბამისად ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების მასებია, კგ;

eტრ  და eმან — შესაბამისად ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების ხვედრითი ენერგოტევადობებია, მჯ/კგ, Tექსპ.ტრ და T ექსპ.მან — ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების ნორმატიული დატვირთვაა ექსპლუატაციის ვადაში, სთ/10 წ;

N — მოცემული მარკის ტრაქტორის სიმძლავრე კვტ;

Kტრ — სატრაქტორო ძრავის დატვირთვის ხარისხი;

g— საწვავის საათური ხარჯი ნომინალური დატვირთვისას ლიტ/სთ;

eსსმ — საწვავის ენერგოტევადობა მჯ/ლიტ;

Eტრ — ტრაქტორისტის ფიზიკური ძალის საათური ხარჯი, მჯ/სთ;

Kტრ შემსწორებელი კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ტრაქტორისტის კვალიფიკაციას;

Wსთ სასოფლო-სამეურნეო აგრეგატის საათური წარმადობა, ჰა/სთ;

Fi-i ნომრის კულტურის ქვეშ, ჰა.

ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაწილება ფართობების მიხედვით და მოცემულია I ცხრილში, სადაც დაანგარიშებულია 1 ჰექტარზე თითოეული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანისთვის საჭირო სამუშაოების მოცულობა ეტალონურ ჰექტრებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დამუშავებულ ტექნოლოგიური ადაპტერების საფუძველზე /3/.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თუ გავყოფთ ქვეყანაში არსებული სამუშაოების მთლიან მოცულობას ეტალონურ ჰექტრებში —Qმთ, ეტალონური ტრაქტორის ნორმატიულ წლიურ დატვირთვაზე — Tნორმ. (ეტალონური ტრაქტორი არის 100 ცძ. სიმძლავრის ტრაქტორი, რომელიც 1 საათის განმავლობაში ოპტიმალურ საექსპლოატაციო პირობებში ასრულებს 1 ეტალონური ჰექტრის მოცულობის სამუშაოს, რომელიც 220 მეგაჯოულის ტოლია /1/), მივიღებთ ქვეყნის აგრარულ სფეროში არსებული ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ეტალონური ტრაქტორების რაოდენობას 

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს იმ ფიზიკური ტრაქტორების რაოდენობა, რომელიც საჭიროა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა ვიცოდეთ თითოეული სამუშაოს ენერგომოთხოვნილება, რათა შევარჩიოთ შესაბამისი სიმძლავრის ტრაქტორი.

Nx ფიზ — სადაც ქვეყანაში მოცემული სიმძლავრის ტრაქტორების საჭირო რაოდენობაა; Nეტ Kx — სამუშაოების ის წილია საერთო მოცულობიდან, რომელის შესრულებისთვის საჭირო მინიმალური სიმძლვრეა, ცძ; Qx — ეტალონური ტრაქტორის ფიზიკურში გადამყვანი კოეფიციენტი /1/.

აქედან გამომდინარე განისაზღვრება ქვეყანაში საჭირო ტრაქტორების რაოდენობა, იმ პირობით, რომ ყველა ეს ტრაქტორი იქნება რაციონალურად დაკომპლექტებული (ის აღჭურვილი იქნება სასოფლო-სამეურნეო მანქანებით ისე, რომ შეასრულებს ნორმატიულ დატვირთვას).

მემცენარეობის პროდუქციის წარმოების ამჟამად არსებული ტექნოლოგიების შემადგენლობის გათვალისწინებით ჩატარებული სტატისტიკური ანალიზის საფუძვლზე სამუშაოების ენერგომოთხოვნილების მიხედვით დადგენილ იქნა სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორების ის პროცენტული წილი სიმძლავრეების მიხედვით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საჭიროა აგრარულ სფეროში, /3/ რომელიც მოცემულია მე-2 ცხრილში. შემდგომ განსაზღვრული იქნა საჭირო ეტალონური ტრაქტორების რაოდენობა სიმძლავრეების მიხედვით და ეტალონურიდან ფიზიკურ ტრაქტორებში გადამყვანი და ტრაქტორების წლიური გამოყენების კოეფიციენტების და სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების საექსპლოატაციო მაჩვენებლების, როგორც შემთხვევითი სიდიდეების გათვალისწინებით მაღალი სარწმუნო (88%-მდე) ალბათობით დადგინდა ქვეყნის აგრარულ სფეროში სიმძლავრეების მიხედვით საჭირო ფიზიკური ტრაქტორების რაოდენობა.

ფიზიკური ტრაქტორების სიმძლავრეები ცძ. პროცენტული წილი სამუშაოს ენერგოტევადობის მიხედვით ეტალონური ჰექტრების რაოდენობა, რომელიც მიზანშეწონილია დამუშავდეს მოცემული სიმძლავრის ტრაქტორით ეტალონური ტრაქტორების რაოდენობა ფიზიკური ტრაქტორის ეტალონურში გადამყვანი კოეფიციენტი ფიზიკური ტრაქტორიების საჭირო თეორიული რაოდენობა ფიზიკური ტრაქტორების რაოდენობა გამოყენების კოეფიციენტის გათვალისწინებით

 

ოთარ ქარჩავა,

ტექნიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი

 

PS. — შედგენილია მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში, ან მის ნებისმიერ რეგიონში საჭირო ტრაქტორების რაოდენობის განსაზღვრას შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის საფუძველზე;
— მეთოდიკა აპრობირებულია ქვეყნის ყველა რეგიონის აგრარული სექტორისთვის და მიღებულია იმ საჭირო ეტალონური და ფაქტობრივი ტრაქტორების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში მემცენარეობის პროდუქციის საწარმოებლად არსებული სამანქანო ტექნოლოგიებით;
— მეთოდიკა ვარგისია იმ შემთხვევისთვისაც, თუ რეგიონში მოხდება მემცენარეობის პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.