აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

რა განაპირობებს ვირის რძის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თვისებებს?

ვირის რძე შეიცავს ანტიალერგენებს და ანტიბაქტერიულ ფერმენტებს. მასში ხდება კოლაგენის სინთეზი და მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
მისი გამაჯანსაღებელი თვისებების ათეული კი ასე გამოიყურება:

1) ვირის რძე შემცველობით ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. კაზეინის და ცხიმების დაბალი შემცველობის გამო საუკეთესო ალტერნატივაა იმ ახალშობილებისა თუ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია ძროხის, თხის ან სხვა რძისადმი.

შედარება

2) საუკეთესო ალტერნატივაა იმ ახალშობილებისთვის, რომლებიც მოკლებულნი არიან ძუძუთი კვებას. აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას.

3) შეიცავს 60-ჯერ მეტ C ვიტამინს ვიდრე ძროხის რძე, აძლიერებს ბავშვის ძვლოვან სისტემას.

4) გამოიყენება იმ ბავშვებისთვის ვისაც აწუხებს ასთმა, ყივანახველა, ყელის ინფექციები და ტუბერკულიოზი.

5) ამაგრებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს ინფექციისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესანიშნავი ეფექტი აქვს დიეტის დროს.

6) ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას, ებრძვის დიაბეტს, ოსტეოპოროზს, ვირუსულ ინფექციებს, კანის დაავადებებს: აკნე, ეგზემა, ფსორიაზი, მეჭეჭები.

7) ხელს უწყობს იმუნოდეფიციტის შევსებას ქიმიოთერაპიის მსვლელობისას და ქრონიკული დაავადებების დროს. ებრძვის ზოგად გადაღლილობას სტრესული სიტუაციებისა თუ სხვადასხვა დაავადებებისგან გამოწვეულს.

8) სათანადოდ კვებას კანს, თმას, ფრჩხილებს, ვიტამინების: A, B1,B2, B6, C, D და E- მაღალი შემცველობიდან გამომდინარე.

9) უხვცილოვანი ნივთიერება ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც ხელს უშლის უჯრედის დაბერებას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

10) ვირის რძე მამაკაცებში აძლიერებს პოტენციას და არის ბუნებრივი აფროდიზიაკი.

მიღების წესი: დილით _  50-70 გრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე; საღამოს_  50-70 გრამი ძილის წინ (საკვების მიღებიდან მინიმუმ 2-3 საათის შემდეგ), უკეთესი ეფექტისა და შედეგისათვის შუადღის ჭამამდე 1 საათით ადრე.

აუცილებელი პირობა: არ შეიძლება ადუღება, გაცხელება.

შენახვის წესი: მცირე დროით (7-10 დღე) მაცივარში, დიდი ხნით საყინულეში (2 წელი).

უკუჩვენება: არ აქვს.

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“