რა სარგებელი მოაქვს მწვანე ყავას ჯანმრთელობისთვის?
მწვანე ყავა, მდიდარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი ნაერთებით, რომელიც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, მაგალითად, როგორიცაა დიაბეტი.
მოუხალავი მწვანე ყავის უმი მარცვლები შეიძლება გამოყენებულ იქნას დიეტური საკვები დანამატების ექსტრაქტის დასამზადებლად ან მოხარშული, როგორც ჩვეულებრივი ყავა, სასმელად.
ამგვარად მომზადებული მწვანე ყავა წააგავს ტრადიციულ მოხალულ ყავას, მაგრამ უფრო რბილი არომატით არომატით ხასიათდება და გემო მცენარეულ ჩაისაც წააგავს. ამას გარდა კვების ექსპერტები განმარტავენ, რომ მწვანე ყავას უფრო დაბალი კოფეინის შემცველობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ყავას.
ფინჯანი მწვანე ყავა დაახლოებით 25-50% კოფეინს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ნედლი და მოხალული ყავის სასმელი ერთი და იგივე მარცვლებისგან მზადდება, მათი ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მწვანე ყავა მოხარშვის დროს ინარჩუნებს ქლოროგენის მჟავების მაღალ შემცველობას, რომლებიც ცნობილია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და ითვლება, ჯანმრთელობის სასარგებლო რამდენიმე თვისებით, მათ შორის:
მწვანე ყავის ექსტრაქტი ითვლება, როგორც წონის კლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანამატად.
თაგვებზე ჩატარებულმა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულის მთლიან წონას და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას. ადამიანებზე ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საბოლოო დასკვნების გამოსატანად საჭიროა უფრო ყოვლისმომცველი კვლევების გაგრძელება.
მწვანე ყავაში შემავალი ქლოროგენის მჟავებმა შეიძლება შეამცირონ ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. მაგალითად, მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში ორჯერ 400 მგ. უკოფეინო მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტს იღებდნენ, უზმოზე სისხლში შაქრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ.
არტერიული წნევის კონტროლი აშშ-ს მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული კვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ მწვანე ყავის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, განსაკუთრებით იმ ჯგუფში, ვისაც ჰიპერტენზიის საწყისი სტადია აღენიშნება.