რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა მეწველი ფურის შენახვის დროს
ზამთრის დადგომასთან ერთად ფერმერები ახალი გამოწვევის წინაშე დგებიან, თუ როგორ მოუარონ საქონელს წველადობის დაცემისა და ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე.
ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ გყავდეთ ჯანმრთელი ცხოველი, სწორად გათვალოთ საჭირო საკვების ოდენობა და შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა არა მხოლოდ ზამთრის პერიოდში.
- ჩალის ჭამის მოცულობა რომ გაიზარდოს, ზამთარში 10 კგ. დაქუცმაცებულ ჩალას უნდა მოესხას 8-10ლიტრ 20-30 გრადუსამდე გამთბარ წყალში გახსნილი 100-200 გრ. მარილი, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- მეწველ საქონელს 3500-4000კგ. რძის მოსაწველად სჭირდება 4 000-4 200 კგ. საკვები ერთეული. ამ ოდენობის რძის მისაღებად წელიწადში საჭიროა, დაახლოებით:
- თივა – 2 ტ;
- ჩალა – 0,5-1 ტ;
- სილოსი – 4 ტ;
- სენაჟი – 2,5 ტ;
- მწვანე მასა – 10 ტ;
- ძირხვევნები – 2,5 ტ;
- კონცენტრატები – 1 ტ;
- მერძეულ საქონელს 100კგ. ცოცხალ წონაზე ეძლევა 5-6 კგ. სილოსი, ანუ შესაბამისად ერთ სულზე, 25-30 კგ. დღეში. თუ არ გვექნება სილოსი, გაგვეზრდება თივისა და კონცენტრატების ხარჯი;
- პირუტყვი, რომელსაც ვაძლევთ სილოსს, ღებულობს A ვიტამინს;
- მეწველ ძროხას რეკომენდებულია მივცეთ 1,5 კგ. თივა 100კგ. ცოცხალ წონაზე. ერთ სულზე 2-3 კგ-ზე ნაკლები თივის მიცემისას ცხიმიანობა 0,5-0,8%-ით მცირდება;
- წელიწადში 1 სულ ძროხას სჭირდება საშუალოდ 4-5 ტ. თივა;
- 1 წელზე მეტი ხნის მოზარდს 1,5-1,8 ტ, 1 წელზე ნაკლები ასაკისას 1-1,3 ტ;
- 15 კგ. ნაწველის დროს მეწველ ფურს სჭირდება უხეში საკვები, თივა _ 7,5 კგ. და _ 3,5კგ. კონცენტრატი;
- კონცენტრატის მაქსიმალური რაოდენობა მაღალპროდუქტიული საქონლისთვის 5,5-6,5 კგ-ია, ხოლო ადგილობრივი ჯიშისთვის – 4,5 კგ. ძროხას არ უნდა მივცეთ იმაზე მეტი კონცენტრატი, რისი ჭამაც არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს წონას;
- მეწველ ფურს ეძლევა 5-7 გრ. მარილი 100 კგ. ცოცხალ წონაზე, შესაბამისად, 2 გრ. თითო ლიტრ მონაწველ რძეზე. ძროხას მარილი განსაკუთრებით ზაფხულში სჭირდება.
მრპ-თვის სასიკვდილო დოზაა 1,5-3 კგ. მარილი, ანუ 3-7 გრ. 1კგ. ცოცხალ წონაზე გადაანგარიშებით.
- ძროხას 1კგ. ცოცხალ წონაზე სჭირდება 130-150 გრ. წყალი + დღიური ნაწველი x 0,87 (წყალი – 87% რძეში). შესაბამისად, 1კგ. რძის წარმოებისთვის საჭიროა 2,31 – 3,17ლ წყალი.
- ძროხისთვის აუცილებელია მოწველის შემდეგ წყლის მიწოდება. ცხელ დღეებში ძროხა 10-15%-ით მეტ წყალს სვამს.
- 1 კგ. საძოვრულ საკვებს სჭირდება 1ლ. წყალი, თუ ზაფხულში არ იწვიმებს საკვების მოთხოვნა მცირდება 30%-ით.
- მეწველ ძროხას აუცილებლად სჭირდება ფოსფორი. საკვებში ის, უმეტესად, მცირე რაოდენობითაა.
- ძროხას 100კგ. ცოცხალ წონაზე უნდა დავუმატოთ 3გრ. საჭმელი ფოსფატი (ან დავარეგულიროთ დიკალციფოსფატით) სიცოცხლის შესანარჩუნებლად და 3გრ. 4%-იანი ცხიმიანი რძის მისაღებად.
მიხეილ ჭიჭაყუა,
ვეტ-ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი,
“აგროექსპერტთა ასოციაცია“