აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიები

რა უპირატესობა აქვს შეწყვილებულ საბურავებს და როდის გამოიყენება ის

თანამედროვე სოფლის მეურნეობა სულ უფრო ხშირად ითხოვს მძლავრი ტექნიკის — ტრაქტორებს, კომბაინებს, მისაბმელებს და სხვა. ბორბლებიანი მექანიზმების გამოყენე-ბის დროს განუზომლად იზრდება, ნიადაგზე ნეგატიური ზემოქმედების დონე.

ამ პრობლემის აღმოფხვრა, როგორც გაირკვა, ბორბლების დაწყვილებითა და საბურავებში ჰაერის წნევის 0.8-0,9 კგ/სმ2. შემცირებით არის შესაძლებელი. ბორბლების შეწყვილება კი ტრაქტორს კონსტ-რუქციის შეუცვლელად აბსოლუტურად ახალ საექსპლუატაციო თვისებებს ანიჭებს, რადგან შეწყვილე-ბული საბურავების შედეგად ნიადაგზე ანაწილებს ტექნიკის სიმძიმეს და 1.5-2-ჯერ ამცირებს ტრაქტო-რის თვლებით მიწის დატკეპნის დონეს ზრდის აგრეგატების გამავლობას _ წევის ძალა, განსაკუთრებით ჭარბტენიანობის დროს, რასაც საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დასასრულებლადა და ნიადაგის ტენიანობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიებში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, ტრაქტორის ბორბლები, თურმე, სერიოზულ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე. მძიმე ტექნიკის ბორბლები სასოფ-ლო-სამეურნეო სამუშაოების დროს დამღუპველად მოქმედებს ნიადაგზე _ტკეპნის და განუზომლად ზრდის ნიადაგის სიმკვრივეს, მინიმუმამდე უზღუდავს ტენის შეწოვისა და შენარჩუნების უნარს, რაც საბოლოო ჯამში მოსავლიანობას 30%-ით ამცირებს.

შეწყვილებულბორბლებიანი ტექნიკა, ნიადაგის ზედაპირული დამუშავების დროს კომბინირებული აგრეგატები, გუთნის, გამფხვიერებლის, სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შემტანი დამატებითი აგრეგა-ტების გამოყენება შეუძლია. მექანიზმების ერთდროულად და რაც მთავარია, დანახარჯებისა და აგრე-გატების ცვეთის შემცირების პარალელურად მაქსიმალურად ზრდის ტრაქტორის მარგი ქმედების კოე-ფიციენტს, მწარმოებლობას.

შეწყვილებულ საბურავებში ჰაერის წნევის სწორად შერჩევის დროს ტექნიკის საერთო წონა დიდ ფარ-თობზე ნაწილდება, რაც ამცირებს ნიადაგზე ბორბლებით დატოვებული ნაკვალევის სიღრმე, ზრდის პროტექტორების მოჭიდებისა და წევის ძალას.

შეწყვილებული ბორბლები განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ნიადაგის თესვისწინა დამუშავების, მოსავლის აღებისა თუ ჭირნახულის სავარგულებიდან გადატანის დროს.

შეწყვილებული თვლები კომბაინზე

კომბაინის საბურავები შევსებული ბუნკერის დროს თავისი ტვირთამწეობის თვალსაზრისით  მაქსიმა-ლურად გადატვირთულია. ღერძებზე მაქსიმალური დატვირთვის დროს წნევა საბურავებშიც  მაქსიმა-ლურად დაშვებული ზღვრის _ 2-დან 3 ატმოსფერომდე ფარგლებშია.

ხორბლის აღების დროს, მართალია ნიადაგი მეტ-ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაშია, უმეტეს შემთხვევაში მშრალია და კომბაინის ბორბლებმა შეიძლება ვერ უნდა დააზიანოს, მაგრამ ამ შემთხვევა-შიც კი, როცა ნიადაგი მშრალია, სულ მცირე, მოსავლის აღების შემდგომ რთულდება ნიადაგის გაფხვიე-რება, რაც საბოლოოდ მოსავლიანობაზე მაინც აისახება.

ამიტომ შეწყვილებული ბორბლებს აქვს როგორც ეკოლოგიურ, ისე ეკონომიკური უპირატესობა. შეწყ-ვილებული ბორბლებით კომბაინი  მუშაობს, მოძრაობს თავისუფლად და უდანაკარგოდ იღებს მოსავალს.