აგრარული განათლებარუბრიკები

სასუქის ელემენტები და მათი დანიშნულება

სასუქის ელემენტები და მათი დანიშნულება

მინერალური სასუქების სწორად და ნორმირებულად გამოყენებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი, უხივი მოსავლის მისაღებად, ამიტომ მეურნემ უნდა იცოდეს, რომ:

B _ აზოტი — წარმოადგენს ყველა ცილოვანი ნივთიერების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. ის არეგულირებს ვეგეტატური მასის ზრდას, განსაზღვრავს მოსავლიანობის დონეს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხარისხს;

P2O5 _ფოსფორი — ენერგეტიკული უზრუნველყოფის ელემენტი, ააქტიურებს ფესვოვანი სისტემის ზრდას, აჩქარებს ვეგეტატიური განვითარებიდან გენერატიულზე გადასვლის პროცესს, თესლის ფორმირების და მომწიფების პროცესს, ამაღლებს გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;

K2O5_კალიუმი — ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდა სასიცოცხლო ორგანოებსა და ქსოვილებზე. ამაღლებს მცენარეების ავადმყოფობებისადმი, გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;

MgO _მაგნიუმი — ამაღლებს ფოტოსინთეზის ინტენსივობას და ქლოროფილის წარმოშობას;

CaO _კალციუმი — ხელს უწყობს მცენარეების, მათი ფესვთა სისტემის ზრდას და განვითარებას, აძლიერებს ნივთიერებების ცვლას;

S _გოგირდი — შედის ცილოვანი ნივთიერებების შემადგენლობაში და იღებს მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;

Ft_ რკინა — არეგულირებს ფოტოსინთეზს, სუნთქვას, ცილოვან ცვლას და ზრდადი ნივთიერებების ბიოსინთეზს;

Cu_ სპილენძი — არეგულირებს სუნთქვას, ფოტოსინთეზს, ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამაღლებს მცენარის მდგრადობას გარე ფაქტორებისა და ავადმყოფობების მიმართ;

Zn _ ცინკი — აქვს დიდი მნიშვნელობა მცენარის განაყოფიერებისთვისა და ჩანასახის განვითარებისათვის;

Mn _მარგანეცი — თამაშობს დიდ როლს ფოტოსინთეზის, სუნთქვის რეაქციაში, ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში;

CO _კობალტი — იღებს აქტიურ მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ახდენს დადებით ზემოქმედებას სუნთქვაზე და ენერგეტიკულ ცვლაზე;

MO_ მოლიბდენი — არეგულირებს აზოტურ ცვლას, იღებს უშუალო მონაწილეობას ატმოსფერული აზოტის ფიქსაციაში;

B _ბორი — არეგულირებს განაყოფიერებას და ნაყოფის წარმოქმნას ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში, ამაღლებს ავადმყოფობებისადმი მდგრადობას.

მიწათმოქმედების ხუთი კანონი
  1. ფაქტორების შეუცვლელობის კანონი (უილიამსის კანონი)

ვერც ერთი ფაქტორი ვერ შეიცვლება სრულად სხვა ფაქტორით.

  1. ფაქტორების კომპენსირებული ზემოქმედების და არასრულფასოვნების ფაქტორი.

ფაქტორების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს (გაძლიერდეს ან შესუსტდეს) სხვა ფაქტორების განსაზღვრული კომბინაციით.

  1. ოპტიმუმის კანონი

მცენარეთა მაქსიმალური ნაყოფიერება შეიმჩნევა ყველა ფაქტორების არა მაქსიმალური, არამედ ოპტიმალური მონაცემების მიღწევისას.

  1. კრიტიკული პერიოდების კანონი

ყველა მცენარის სასიცოცხლო ციკლში არის ყველა ფაქტორთან მაქსიმალური მგრძნობიარობის პერიოდი.

  1. მინიმუმის კანონი (ლიბიხის კანონი)

გარკვეული ნაყოფიერების მიღწევის შესაძლებლობა შეზღუდულია იმ ფაქტორით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მინიმალურ დონეზეა.

კახა ლაშხი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

ზურაბ ჯინჯიხაძე, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

ზაურ ჯულუხიძე, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

ირაკლი რეხვიაშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,

ლუკა ლაშხი, აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრი.