აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

რამდენ წელიწადს ცოცხლობს ჩვენში გავრცელებული ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურები

ცნობილია რომ ხილი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ძვირფასი სასარგებლო ნივნთიერებებით ამარაგებს, ამიტომ ამ კულტურებისადმი ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომავლშიც იარსებებს, ამიტომ საინტერესო და სასარგებლოა ვიცოდეთ რომელიც კულტურა რამდენ ხანს ცოცხლობს და რამდენ წელს შეძლებს სრულფასოვანი ნაყოფის მოცემას.

ხეხილის ხეების და კენკროვნების ბუჩქების სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ზეთისხილი 1000 წლის  შემდეგაც კი ხარისხიან ნაყოფს იძლევა, მაშინ როცა მარწყვი ან ჟოლო ნაყოფს მხოლოდ რამდენიმე წელიწადი ცოცხლობს.

გინდათ იცოდეთ, რას უნდა ელოდეთ თქვენი ხეხილის და კენკროვანებისგან, რომელებიც ამ სეზონზე დარგეთ?

ქვემოთ მოცემულია ცალკეული კულტურების სასიცოცხლო ციკლი და ზოგიერთი სასარგებლო რჩევა, როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა და ნაყოფიერების პერიოდი  

ვაშლის და მსხლის ხე _ 10-დან 100 წლამდე

ხეხილოვანი კულტურების ბაქტერიული დამწვრობა ძალიან საშიში და სოკოვანი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა იოლად მოუსწრაფოს სიცოცხლე თქვენს ვაშლის და მსხლის ხეს. დაავადებას იწვევს Erwinia amylovora-ს გვარის ბაქტერია. პათოგენგს შეუძლიათ შეიჭრან დაზიანებული ტოტებს ფოთლებში და ქერქში, მაგალითად სეტყვის შემდეგ. გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს დაინფიცირებული მცენარეები, განსაკუთრებით კუნელი, საბაღე იარაღები, ამიტომ გასხვლამდე აუცილებელია სასხლავი ინსტრუმენტის დეზინფიცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მცენარის დაავადება.

მცენარის ტოტების ცალკეული მცირედი დაზიანების შემთხვევაში  აუცილებელია ბორდოს ხსნარით დამუშავება ყვავილობამდე, ან სხვა პრეპარატებით, ასევე დაზიანებული ადგილებიდან 20 სანტიმეტრის დაშორებით უნდა მოიჭრას დაავადებული ტოტები.

ქლიავი _ 10-დან 25 წლამდე

ქლიავისთვის აუცილებელია სითბო და კარგი განათება. არასდროს არ უნდა დაირგოს ქლიავი იქ სადაც შესაძლებელია ის რომელიმე მცენარემ დაჩრდილოს. დარგვის დროს ქლიავის ნერგებს შორის მანძილი არანაკლებ სამი მეტრი უნდა იყოს. მჟავე ნიადაგების შემთხვევაში ნიადაგი უნდა დამუშავდეს დოლომიტის ფქვილით, ან შეშის ნაცრით. სწორი მორწყვა ქლიავის კარგი მსხმოიარობისთვის აუცილებელია. ზაფხულში ძირის გარშემო ნიადაგი უნდა დატენიანდეს 40 სანტიმეტრ სიღრმეზე, ხოლო შემოდგომაზე გვალვის შემთხვევაში მსუბუქად მოირწყას. სამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაუტარდეს აუცილებელი გამოკვება მინერალური სასუქით, ნაკელით გაზაფხულზე, ყვავილობის შემდეგ, ნაყოფის გამოტანის პერიდოში და შემოდგომაზე. ასევე შეძლებისდაგვარად უნდა მოცილდეს ამონაყარი, რაც უარყოფითად მოქმედებს მსხმოიარე.

 გარგარი _ 10-დან 30 წლამდე

გარგრის ხე ძალან მგრძნობიარეა სოკოვანი პათოგენებისადმი, განსაკუთრებით ცუდად დრენაჟირებულ, თიხნარ ნიადაგებზე. თუ თქვენ ნაკვეთზე სადაც მძიმე თიხნარი ნიადაგია, გარგრის ნერგის დარგვამდე უნდა მოეწყოს სადრენაჟო სისტემა, ნერგს 40 სმ-მდე სიმაღლეზე გარშემო უნდა შემოეყაროს კონუსური მიწაყრილი.

 ხურმა _ 30-დან 50 წლამდე

ეს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსისადმი.  ყველაზე კარგია პერიოდულად მივაწოდოთ აზოტოვან სასუქები. ნიადაგებს სადაც მაღალი  ხურმა იჩენს რკინის დეფიციტისადმი მგრძნობელობას, რაც იწვევს ქლოროზს, ფოთლების გაყვითლებას. თუ ამ სიმპტომს  შეამჩნევთ, დაამუშავეთ ნიადაგი მჟავე აგენტებით, მაგალითად გოგირდოვანი ნივთიერებებით, და გამოკვებეთ ფოთლოვანი კვების სასუქებით, რომელიც გამდიდრებულია რკინით.

 ალუბალი _ 10-დან 25 წლამდე

როგორც გარგარი, ალუბალიც ცუდად იტანს თიხნარ ნიადაგებს. ჩვენი რჩევაა მოაწყვეთ კარგი სადრენაჟო სიტემა და გამოკვებეთ მინერალური სასუქებით. ნაკელი ან კომპოსტი უნდა შეიტანოთ ალუბლის ხის ძირებში ორ-სამ წელიწადში ერთხელ.

 მოცხარი და ხურტკმელი 10-დან 20 წლამდე

ამ მცენარეების სამშობლო ჩრდილოეთის ტყეებია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთვის სიცხე და გვალვა დამღუპველად მოქმედებს. ამიტომ ცხელ დღეებში საჭიროა ხშირი მორწყვა. მათი ნერგი არ უნდა დაირგოს მზის გულზე.

 ვაზი _50-დან 100 წლამდე

ვაზი დიდხანს ცოცხლობს, ვაზი კომფორტულად არის, როცა მორწყვათა შორის ვესვი გაშრობას ასწერებს, უყვარს ქვიშიან-ღორღიანი, კარგად დრენირებული  ნიადაგი, სადაც წყალი არ დგება და ტენიც საკმაოდ შენარჩუნებულია.

მაყვალი და ჟოლო -5-დან 10 წლამდე

მაყვლის და ჟოლოს ბუჩქები სწრაფად იბარდება და გაუვლი ხდება, რაც ხელს უშლის აერაციას და სოკოვანი დაავადებებს სასურველი გარემო ექმნებათ, ამიტომ გასხვლას და ფორმირებას მაყვლის და ჟოლოს ბუჩქების ნორმალური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოცვი_30-დან 50 წლამდე

მოცვი კარგად ხარობს ტენიან, მჟავე ნიადაგებზე, სადაც ბევრია ორგანული ნივთიერებები. მოცვის ბუჩქი დიდი ხნის განმავლობაში რომ მოგვემსახუროს დარგის დროს ერთმანეთში არეული ტორფი და კომპოსტი უნდა ჩავაყოლოთ დასარგავ ორმოში და შემდეგ მუდმივად უნდა უზრუნველვყოთ მულჩით.

მარწყვი _ 3-დან 4 წლამდე

თუ მარწყვი ერთმანეთთან ახლოს არის დარგული და ნარგავი ერთმანეთშია გახლართული ეს დაავადების გავრცელებისთვის საუკეთესო გარემოს ქნის, ამიტომ მარწყვის მცენარეთა შორის მანძილი 15-20 სმ უნდა იყოს, ხოლო რიგთაშორისები 40-50 სანტიმეტრით უნდა იყოს  ერთმანეთისგან დაცილებული.

მარწყვის კარგი, ხარისხიანი მოსავლის მიღება არცთუ ძნელია, ძალიან კარგად მოქმედებს კომბინირებული სასუქებით ფოთლოვანი გამოკვება