რას სთავაზობს ფერმერთა ორგანიზაციებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა (NAITS) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური დახმარებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1470716/
NAITS-ს 2019 წლიდან მართავს სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობასა და სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. სააგენტო მუდმივად მუშაობს სისტემის სრულყოფისათვის, რათა უფრო ეფექტურად დააკავშიროს ერთმანეთთან დაინტერესებული მხარეები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან და კერძო სექტორიდან. ამ ეტაპზე, NAITS-ი აერთიანებს სისტემის 1000-ზე მეტ მომხმარებელს და 250000-ზე მეტ ცხოველთა სადგომს. სისტემა ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტ ჩანაწერს აღრიცხავს.
ფერმერთა ორგანიზაციების თხოვნით, სეს-მა NAITS-ში დაამატა ახალი ფუნქციები. მათ შორისაა ფუნქციონალი, რომლის საშუალებით ამ ორგანიზაციების წევრები უსასყიდლოდ აისახებიან სისტემაში. ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის ივნისიდან შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოთ წვდომა ზემოხსენებულ ფუნქციონალზე სეს-ის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოდან.
მოცემულ ბმულზე ნახავთ საქართველოში პირველი ფერმერთა ორგანიზაციის გამოცდილებას, რომელიც NAITS-ს შეუერთდა. https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1640052/
NAITS-ი შექმნილია მონაცემთა მართვისათვის, რაც მეცხოველეობის სექტორში ფერმერებს კომერციულ საქმიანობაში ეხმარება. თქვენი ორგანიზაციის და მისი წევრების დარეგისტრირებით, წვდომა გექნებათ შემდეგ ფუნქციებსა და სარგებელზე:
- თქვენი ორგანიზაციის რეგისტრაციით შესაძლებელი იქნება სისტემაში თქვენი წევრების სადგომების ჩართვა. ეს კი საშუალებას მოგცემთ ჩამოტვირთოთ NAITS-ის სერტიფიკატი, რომელზეც ასახული იქნება ორგანიზაციის წევრების რაოდენობა და მათი ადგილმდებარეობა. აღნიშნული სერტიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობების დამადასტურებელი საბუთი სამთავრობო უწყებებებთან, დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსური სერვისების პროვაიდერებთან ურთიერთობაში.
- როგორც რეგისტრირებულ ორგანიზაციას, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ შეთანხმების წერილს სეს-თან, რათა გქონდეთ საშუალება შეიყვანოთ და მართოთ ცხოველთა მონაცემები თქვენი წევრების სახელით. შეთანხმება იძლევა ისეთი ინფორმაციის მართვის საშუალებას, როგორიცაა დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, მარკირება, ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქმედებები. ცხოველის შესახებ ზუსტი და განახლებული მონაცემები გაზრდის ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობასა და თქვენი წარმოების მხარდაჭერის შესაძლებლობას (დონორთა მხარდაჭერა, ინვესტიციები და ა.შ.), რადგან ეს მეტყველებს თქვენს პროფესიონალიზმსა და საქმიანობის ორგანიზებულობაზე.
- NAITS-ის სისტემაში დარეგისტრირება აგრეთვე საშუალებას გაძლევთ გასცეთ სერთიფიკატები თქვენი ორგანიზაციის წევრებისთვის (ცხოველის, სადგომის და მომვლელის დონეზე), რაც საშუალებას მოგცემთ, წარმოაჩინოთ, თქვენი ორგანიზაციის შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან; ასევე, აჩვენოთ მეურნეობებისა და ცხოველების ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსი. NAITS-ის სერტიფიკატები შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა კომერციული მიზნით, მაგალითად კრედიტებზე, სესხებსა და დაზღვევაზე მოლაპარაკებებში, პროექტების და დონორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ასევე, პროდუქციის ბაზრებზე გატანისა და საექსპორტო შესაძლებლობებისთვის.
დაბოლოს, NAITS-ში რეგისტრირებულ ფერმერებს შეეძლებათ გამოიყენონ „ფერმის მენეჯმენტის სისტემა” (FMSL), რომელიც შემუშავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო და კვლევით ცენტრთან (SRCA) თანამშრომლობით, რაც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მათ საქმიანობას გააუმჯობესებს.
შეკითხვების ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სეს-ის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს ან FAO-ს ტექნიკური დახმარების პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს NAITS-ის მხარდაჭერას.
რეგისტრაციის პროცესი მარტივია და უფასო. რეგისტრაციის შემდგომ გაივლით ტრეინინგს და მიიღებთ ტექნიკურ კონსულტაციას თუ როგორ გამოიყენოთ სისტემა.
ველით თქვენი ორგანიზაციის ჩართვას NAITS-ში. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ მეცხოველეობის სექტორის ფერმერთა გაძლიერებასა და წარმატებას.
Opportunities for Farmer Organizations using the National Animal Identification Registration and Traceability System of the National Food Agency of Georgia
Dear friends and partners,
With this communication, we would like to introduce to you the National Animal Identification and Traceability System (NAITS) of the National Food Agency (NFA), developed with Technical Assistance from the FAO and financial support from the Swiss Development Cooperation and the Austrian Development Agency. For more details, please see the following link: https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1470716/
The NFA, as the competent authority for Animal Health and Food Safety is operating the NAITS since 2019. NFA has continuously improved the system, bringing together governmental, municipal, and private sector stakeholders. Today the system shares data on Animal Health and Food Safety among over 1,000 users, covers more than 250,000 animal holdings, and records over 2.5 million transactions annually.
Based on demand by Farmer Organizations the NFA has added new features to the NAITS that can free of charge reflect membership in Farmer organizations. As of June 2023, your organization can free of charge request access to the new feature from the NFA Animal Identification and Registration Department.
You can read about the experience of the first Farmer Organization in Georgia to obtain access to the NAITS in the following link https://www.fao.org/georgia/news/detail-events/ge/c/1640052/
The NAITS is designed to support data management that facilitates commercial activities for livestock farmers across Georgia. By registering your organization and its members, you will have access to the following features and benefits:
- Registering your organization unlocks the functionality to link with the Holdings of your members, which in turn allows the generation of NAITS Certificates, elaborating on the organization of number of members and their locations. You can use the certificates as proof of capacity and potential when dealing with various agencies of the Government, Development support providers, or financial service providers.
- As a registered Farmer Organization, you can sign a Letter of Agreement with the NFA to manage the livestock data on behalf of your members. The agreement allows the management of information such as registration of births and deaths, tagging, and animal health actions. Accurate and up-to-date livestock data enhances eligibility for financial services and production support (e.g. donor support, investment support, etc.), as it demonstrates professionalism and organization of your operations.
- Subscribing to the NAITS data exchange also allows issuing of certificates to your members (animal, holding, and keeper) to demonstrate compliance with legislative requirements and to indicate the overall animal health status of the holdings and animals. The system-based certificates can be used for various commercial needs, such as accessing credit and loans, insurance, support from projects and donors, and access to markets and export opportunities.
- Finally, registered farmers will be able to use the Farm Management System for Livestock (FMSL), developed in cooperation with the Scientific and Research Center for Agriculture of Georgia (SRCA), and access the productivity tools for improved performance.
Should you have any questions or require further assistance please contact the NFA’s Animal Identification and Registration department, or the FAO Technical Assistance project supporting the NAITS.
The registration process is simple and free of charge. Once registered, you will also receive training and technical assistance on how to use the system.
We look forward to welcoming your Farmer Organization to the NAITS. Together, we can promote the growth and success of the livestock farming community.
Dragan Angelovski (Mr)
Technical Advisor
Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO)
Representation in Georgia
6, Marshall Gelovani Avenue, Tbilisi 0159 Georgia
Tel: (+995 32) 235 9440
E-mail: dragan.angelovski@fao.org
Web: www.fao.org/georgia