აგროსიახლეები

წისქვილკომბინატები მხოლოდ სასურსათო ხორბალს ყიდულობენ

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე დროში  ასოციაცია კვლავ უბრუნდება ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარე პროცესს და რამოდენიმე საკითხს განმარტავს:

როგორც საზოგადოებას მოეხსენება საქართველოს წისქვილკომბინატების ეტაპობრივ ამუშავებასთან და ქართული ხორბლის მოსავლის აღებასთან ერთად წისქვილკომბინატების მიერ მოსავლის მიღების პროცესი თანდათან აქტიურდება , ხორბლის ჩაბარება ხორციელდება როგორც ასოციაციის წევრი ასევე არაწევრი კომპანიების მიერ.

ქართველი ფერმერების ყურადღება მიპყრობილია როგორ მიმდინარეობს ხორბლის ჩაბარების პროცესი , ინტერესი ძირითადად უკავშირდება რომელი წისქვილები იბარებენ და რა ფასი აქვს შესაბამისი ხარისხის ხორბალს და ა.შ.

შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის, მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხზე და ფასზე და ასევე მოსავლის შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

1. ხორბლის ხარისხი _ ორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული ასევე ქართული მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს. წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა, რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო, მე-5 კლასი და შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი)

_ წისქვილების მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო ( საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად.

_ ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა -წისქვილში გაკეთებული ანალიზის ფასუხის ერთი ეგზემლიარი ეძლევა ფერმერს.თუ ფერმერს არ აყმაყოფილებს ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა გადამოწმდეს პასუხი , როგორც ჩვენი წისქვილების სხვა ლაბორატორიებში ასევე ათობით დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მაშტაბით ( ანუ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა )

2. ხორბლის ფასი _ დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქედან გამომდინარე, რომ ასოციაციის კომპანიების მიერ იმპორტირებული ხრბლის იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ კლასისაა) .

3. ხორბლის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობა,  ფერმერების და წისქვილკომბინეტების ღია, პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების მხრივ, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ამიტომ საჯაროდ ვაქვეყნებთ ასოციაციის წევრი და არაწევრი კომპანიების სიას და საკონტაქტო ტელეფონებს (სია პერიოდულად განახლდება), ასევე ვთხოვთ ქვეყნის ფერმერულ გაერთიანებებს და ასოციაციებს აქტიურად შეუწყონ ხელი პროცესს და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ მათ წევრ და არაწევრ ფერმერებს, ასევე შეძლებისაგვარად მიაწოდონ წისქვილკომბინატებს და ელევატორებს ფერმერების საკონტაქტო ინფორმაციები რათა პროცესი და კომუნიკაცია ორივე მხრიდან აქტიური და გაჭვირვალე იყოს.

ასოციაცია როგორც საქართველოს ფერმერებს ასევე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხორბლის და ფქვილის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

წისქვილების და ელევატორების საკონტაქტო ინფორმაციები:

ბევრილი ჯგუფი, თბილისი _ 595 18 00 44;

ჯეომილი, თბილისი _ 577  96  77  77;

გლობალმილინგი, თბილისი _ 598 24 44 42;

აგროექსპორტი, თბილისი _ 555  75 85 84;

ბარაქა, თბილისი _ 579 77  77 10;

გვრიტა, თბილისი_  599 50 56 52;

პროგრესი, რუსთავი _  599 55 47 32, 574 11 09 21;

აგროსისტემები,  მარნეული _ 577 47 81 81;

ჯეო გრეინი, მარნეული _ 599 00 02 22;

კარმენი, 599 14 24 99;

ქართული მარცვალი, გორი 511 53 75 53;

გვანცა, გორი _ 599 32 14 41;

წნორის წისქვილი _ 599 90 83 91;

ოქროს თავთავი, წნორი, წნორის ელევატორი _ 591 33 63 70;

დედოფლისწყაროს ელევატორი _ 595 18 00 44;

შპს წნორი _ 597 98 28 98;

ზესტაფონი _ 557 30 10 30;

ბეღელი, სენაკი _  579 77 77 10; 

ლიდერი, ქუთაისი _ 592 96 03 96;

ცერერა, ზუგდიდი _ 599 14 80 55;

ბევრილი ჯგუფი, ფოთი _  595 18 00 44;

გურიაექსპრესი, ოზურგეთი _ 599 55 09 21;

ბარაქა 2005, ბათუმი _ 577 41 24 30, 577 17 83 00;

იმპერიალი,  ბათუმი_  577 27 11 11;

ნაშ 3 ბათუმი _ 577 42 61 01;

ურეხი, ბათუმი _ 599 586 444;

სამსუნი, ბათუმი _ 593 63 70 50, 555 33 01 04, 790 60 15

ორცვა, ბათუმი _ 599 52 08 99.