რატომ არის მნიშვნელოვანი მცენარის დაბალანსებული კვება?
დაბალანსებული კვება ყველა ცოცხალი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების საფუძველია. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის დონე და მიღებული პროდუქციის ხარისხი დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერებაზე, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ საკვები ელემენტების ნაკლებობა ან და სიჭარბე მცენარეში იწვევს გარკვეული ფუნქციების დარღვევას, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნებით ვლინდება.
♦ მცენარეული ორგანიზმის შემადგენლობაში 74-ზე მეტი ქიმიური ელემენტი შედის, რომელთაგან 16 განსაკუთრებულად დიდ როლს ასრულებს.
♦ ესენია: ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი, ბორი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი, თუთია, გოგირდი.
♦ ნიადაგი მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტების წყაროა, რომელსაც მცენარე შეითვისებს ფესვთა სისტემის მეშვეობით, ასევე ხდება საკვები ელემენტების შეთვისება ფოთლების მეშვეობით, რომელსაც ფესვგარეშე გამოკვება ეწოდება (ფოთლოვანი კვება).
აზოტის სიმცირის შემთხვევაში ადგილი აქვს ყველა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ნაზარდების, ყლორტებისა და ფესვების ზრდა-განვითარების შეფერხებას აზოტის სიმცირე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარის ფოთლების განვითარებაზე, რომელთაც გააჩნიათ ღია მწვანე შეფერილობა, ხოლო ძლიერი დეფიციტის დროს ქლოროფილის დაშლის გამო ქვედა იარუსის ფოთლები ავადდებიან ქლოროზით და იღებენ ყვითელ შეფერილობას.
ფოსფორის სიმცირით გამოწვეული ფიზიოლოგიური დავადებები იწყება ქვედა ფოთლებიდან, რომლებიც თავდაპირველად იღებენ მუქ მწვანე შეფერილობას, ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში მომწვანო მონაცრისფრო ან ალისფერ შეფერილობას. ფოთლის ძარღვებშორის წარმოიქმნებიან ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდგომში ერთდებიან და იწვევენ ფოთლის მთლიანად ხმობას.
კალიუმის სიმცირის შემთხვევაში მუხრუჭდება მცენარეთა ფესვთა სისიტემისა და მიწისზედა ორგანოების ზრდა-განვითარება, ყოვნდება ყვავილების განვითარება, ნაყოფებისა და მარცვლის მომწიფება. იზრდება ბჟირი მარცვლების რაოდენობა. მცირდება ეპიდერმისის სისქე, რაც განაპირობებს ყანის მასიურ ჩაწოლას ქვედა ფოთლები იღებენ მუქ მწვანე შეფერილობას , არათანაბრად იზრდება მათი ფირფიტა, რაც იწვევვს მათ დანაოჭებას.
კალციუმი. ამ ელემენტით შიმშილი შეინიშნება მჟავე ნიადაგებზე, მცენარის ახალგაზრდა მოზარდ ორგანოებზე.
ნიადაგის საკვები ელემენტების მომარაგებისთვის ბარაქა გირჩევთ გამოიყენოთ პოლარის პროფ გელი.
პოლარის პროფ გელი წყალში ხსნადი გელი სამი მნიშვნელოვანი ფორმულაციით, რომლის უნიკალურობსაც დამატებით მასში არსებული მიკროელემენტები განსაზღვრავს: Fe, Mn, Zn, Cu, B, Mo- 16:65:16; 28:28:28; 20:10:55
ტრადიციული სასუქებისაგან განსხვავებით მისი უნიკალური ფორმულაცია და სტრუქტურა საშუალებას იძლევა უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი რთულ გარემო პირობებშიც კი. მისი საშუალებით მცენარე ახდენს ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების, შეუთვისებელი ფორმიდან შესათვისებელ ფორმაში გარდაქნმნას, რაც მცენარისათვის ხელმისაწვდომი ხდება.
მისი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით მიკროელემენტები სწრაფად აღწევენ ფოთლის ქსოვილში. ფოთლიდან შესხურებისას უკეთ ნაწილდება ფოთლის მთელ ზედაპირზე და დანაკარგის გარეშე შეიწოვება. გელის ფორმულაციაში საკვები ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია საშუალებას იძლევა შევამციროთ დოზა და გამოყენებული წყლის რაოდენობა.
პოლარის PROF გელი NPK 28-28-28+2%MgO + ME (Mn, S, Fe, Mn, Zn, Cu, B, Mo).
პოლარის PROF გელი NPK 20-10-55+2%MgO+ME (Mn, S, Fe, Zn, Cu, B, Mo).
პოლარის PROF გელი NPK 16-65-16+1.2%MgO +ME (Fe, Mn, Zn, Cu, B, Mo.
გამოიყენება შემდეგ კულტურებზე: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი, კაკლოვნები, კენკროვნები და სხვა.