აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

რატომ კვდებიან მეწველი ძროხები და რა არის ამის მიზეზი

როგორ ხშირად კვდებიან მეწველი ძროხები და რა არის ამის მიზეზი? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს პირუტყვის სადაზღვევო პაკეტის შემუშავებისას.

საქართველოში ძროხის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის საპასუხოდ და მცირე მერძევე ფერმერთათვის ეფექტიანი დაზღვევისა და რისკების მართვის დიზაინის შესამუშავებლად, მიკროდაზღვევის ცენტრმა მილიმანმა (MIC@M), რისკების მართვა სოფლის განვითარებისთვის პროექტის (MRRD) ფარგლებში, კვლევა ჩაატარა.

კვლევა მიზნად ისახავდა მცირე მერძევე ფერმერებში მეურნეობების მახასიათებლების, პრაქტიკის და ძროხის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. MRRD-ის პროექტის გუნდმა შეადგინა სტრუქტურული ინდივიდუალური ინტერვიუების კითხვარი, ხოლო 2019 წლის ბოლოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა 501 სატელეფონო ინტერვიუ ფერმერებთან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში.

ავტორების ინფორმაციით, ეს არის პირველი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კვლევა საქართველოში ძროხის სიკვდილიანობის შესახებ, სულ მცირე, ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ვრცლად კვლევის შესახება დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილით თანდართულ PDF ბმულზე, ან სურათზე: