რატომ რგავენ ვენახში ვარდებს – მცდარი წარმოდგენა ვენახის ვარდებზე
ალბათ ხშირად გინახავთ, რომ ევროპელი მევენახეები საკუთარ ვენახში ვარდებს რგავენ. ვენახებში ვარდების დარგვის ტრადიცია საქართველოშიდაცაა დამკვიდრებული.
აღსანიშნავია რომ, ვენახებში ვარდების დარგვა არ გახლავთ მხოლოდ ვენახის ესთეტიური სილამაზისთვის მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ძალიან ცდებიან ისინი ვისაც მიაჩნიათ, რომ ვარდისგან შეიძლება ვაზის „დამტვერვა“ მოხდეს და ამ გზით ღვინის არომატი გაუმჯობესდეს.
სხვათა შორის, მცდარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ვენახთან ახლოს გაშენებულმა ყვავილებმა ან/და ხილმა ყურძნის არომატზე და სუნზე რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს – საქართველოში სამწუხაროდ გავრცელებულია. სხვა მცენარეები და ამ შემთხვევაში ვარდი ყურძენზე გავლენას არასდროს მოახდენს და ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ მისი ღვინის გემო და სურნელება, ვაზის პარალელურად სხვა მცენარეებს უკავშირდება.
მაშ რატომ რგავენ ვარდებს ვენახში? ამას მეტად პრაქტიკული და სწორი მიზეზი გააჩნია.
ვარდი არის ვაზის ცნობილი დაავადების – ჭრაქის ერთგვარი სენსორი და ეს დაავადება ვარდს ვენახზე დაახლოებით 2-3 დღით ადრე უჩნდება. აქედან გამომდინარე, როდესაც მევენახე ხედავს, რომ ვარდს ჭრაქისგან დაავადების ნიშნები აქვს, სწრაფად იღებს ზომებს, წამლავს ვენახს და ამ გზით ირიდებს თავიდან ვაზის დაავადებასაც.
ასე რომ, დამწყებ მევენახეებს ვურჩევთ ვენახში თავადაც გაახარონ ვარდი, რომელიც ლამაზიცაა, სურნელოვანიც და რაც უმთავრესია – ვენახის დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
წყარო: allwine.ge