რძის მსხვილი მსოფლიო ბრენდები
რძის პროდუქტების ბაზარი აღქმის მიმართ უაღრესად მგრძნობიარეა მომხმარებელთა. დღეს მსოფლიოში მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების საკითხებს (Morrison, 2008). განვითარებულ ქვეყნებში სურსათის არჩევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი კვება, ეკოლოგია, გაარემოს დაცვა (Gracia & Albisu,2001).
ტოპ-სამი კრიტერიუმი, რომლითაც მომხმარებლები დღეს პროდუქტს ირჩევენ, არის „კარგი გემო,“ „რამდენად ახალია“ და „კარგია ჯანმრთელობისთვის“ (Weatherell, Tregear, & Allinson, 2003). შესაბამისად, მედია სულ უფრო ხშირად ავრცელებს ჯანმრთელობასთან და საკვებთან დაკავშირებული შინაარსის ინფორმაციას.
ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვებზე ინფორმაციის მიღების სამი ტოპ ინფორმაციის წყაროებია: ტელევიზია, ჟურნალები და ინტერნეტი (G.S.Atabek & Ü. Atabek, 2019).
„რაბობანკის“ მიერ ჩატარებულმა უმსხვილესი რძის კომპანიების კვლევამ გამოავლინა, ვინ არიან კვების ამ უმნიშვნელოვანესი სექტორების გიგანტები ( dairyindustries.com, 2019).
რძის ანალიტიკოსი, სასკია ვან ბატუმი ამბობს: ტოპ სამი კომპანია ისევ იგივე დარჩა, თუმცა, პირველსა და მეორეს შორის განსხვავება შემცირებას განაგრძობს. ბოლო სამი წელია, სიაში ახალ კომპანიას არ მოხვედრილა, რადგან რძის მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები არ ყოფილა, თუმცა ადგილების ხელახალი გადანაწილება მოხდა.
პირველ ადგილს კვლავ Nestlé იკავებს. კვების პროდუქტების სფეროში „ნესტლე“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიაა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 98 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ _ 14 მილიარდი დოლარი. კომპანია 137 მილიარდი დოლარის აქტვივებს ფლობს, დასაქმებული ჰყავს 352 ათასი ადამიანი. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია. „ნესტლეს“ 154-წლიანი წარმატების ისტორია აქვს. ის ორი კომპანიის გაერთიანებით შეიქმნა. პირველი კომპანია 1866 წელს შვეიცარიაში ამერიკელმა ძმებმა ჩარლზ და ჯორჯ პეიჯებმა დააარსეს “ინგლისურ–შვეიცარული შედედებული რძის კომპანია“. ამავე დროს, ჩარლზი აშშ–ის კონსული იყო შცეიცარიაში. 1867 წელს შვეიცარიელმა ფარმაცევტმა ჰენრი ნესტლემ ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების წარმოება დაიწყო. ახალი საკვების წარმოება რძის გამოყენებით ხდებოდა და მისი მიზანი იმ დროისთვის არსებული ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელის შემცირება გახლდათ.
„farine lactée“ (რძის ფხვნილი) ნესტლესგან -ასე შეიქმნა “ნესტლეს“ პირველი ბრენდი და ბრენდის იდეა: ზრუნვა მომავალზე და ოჯახზე. პროდუქცია კარგად იყიდებოდა. ნესტლე თანამშრომლობდა დანიელ პიტერთან, რომელიც 7 წლის განმავლობაში ამზადებდა რძიან შოკოლადს.
1868 წელს შეიქმნა „ნესტლეს“ ცნობილი ლოგო, ჩიტების ბუდე, რადგან გვარი ნესტლე ამავე დროს ბუდეს ნიშნავს.
1974 წელს „ნესტლე“ ჯულიუს მონერატმა შეისყიდა. 1975 წელს ჰენრი ნესტლემ კომპანია დატოვა, მაგრამ ახალმა მფლობელებმა მისი გვარი კომპანიის სახელწოდებაში (Société Farine Lactée Henri Nestlé) შეინარჩუნეს. კომპანიას რეცეპტებისა და ტექნოლოგიების დასახევეწად წარმოებაში ქიმიკოსები აჰყავდა, მისი პროდუქცია კი წარამტებით იყიდებოდა.
1877 წელს წარმოებაში შედედებული რძის გამოყენება დაიწყო. ამავე დროს, ძმები პეიჯების „ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის კომპანიამ“ ბავშვის საკვების წარმოება დაიწყო. ამგვარად, „ნესტლე“ და პეიჯები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ.
ორი კომპანიის კონკურენცია იმით დასრულდა, რომ 1905 წელს გაერთიანდნენ. გაერთიანებულ კომპანიას „Nestle & Anglo-Swiss“ დაარქვეს და იგი ტკბილეულის და ბავშვთა კვების პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. პეიჯების კომპანიას უკვე გაქონდა ექსპორტზე პროდუქცია რამოდენიმე ქვეყანაში, რაც “ნესტლეს“ დაეხმარა. ამავე დროს, ქარხნები ჰქონდა აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა და ესპანეთში.
პირველმა მსოფლიო ომმა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან გაზარდა და შედეგად “ნესტლეს“ პროდუქციის წარმოება გაორმაგდა. მაგრამ პრობლემა იყო ნედლეულის მოძიება და ლოჯისტიკა. ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიამ აშშ-ში და ავსტრალიაში მოქმედი საწარმოები შეისყიდა. ომის დასრულებისას მას უკვე 40 ქარხანა ჰქონდა.
1938 წელს კომაპნიამ ყავის, „ნესკაფეს“ წარმოება დაიწყო. ეს იყო პირველი ხსნადი ყავა, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივი იყო. „დაიწყე დღე ნესკაფეთი“ – ეს სლოგანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ამ დროისთვის კომპანიის წლიური მოგება უკვე 20 მლნ დოლარს აღწევდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს „ნესტლე“ პროდუქციას ყიდდა როგორც მშვიდობიან მოსახლეობაზე, ასევე ჯარისკაცებზე. ის, რომ შვეიცარია ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა იყო, კომპანიას ეხმარებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოთხოვნა ყველაფერზე სწრაფად იზრდებოდა, მათ შორის საკვებზეც, რადგან დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა და შემოსავლები სწრაფად მატულობდა. „ნესტლემ“ დაიწყო „ნესქუიკის“ და „მაგგის“ ბრენდის პროდუქციის წარმოება.
1980-იანი წლებიდან „ნესტლე“ უამრავ ბევრ კომპანიას ყიდულობს სხვადასხვა ქვეყანაში. 2002 წელს ყველაზე მსხვილი შესყიდვა განახორციელა, ეს იყო „შეფ ამერიკას“ შეძენა 2.6 მილიარდ დოლარად. 2005 წელს 240 მლნ ევროდ ნაყინის მწარმოებელი მსხვილი ბერძნული კომპანია “Delta Ice Cream“ შეისყიდა.
2007 წელს “ნესტლემ“ 5.5 მილიარდ დოლარად ბავშვთა კვების პრუდუქციის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „გერბერიც“იყიდა.
2011 წლიდან კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ორიენტაციად ჯანსაღი კვება იქცა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით მათ შექმნეს Nestlé Health Science. მისი მიზანია შექმნას საკვები პროდუქტები, რომლებიც მიზნად ისახავს ტვინის ოპტიმალურ მუშაობას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას და მის ჯანმრთელ დაბერებას.
იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში პოპულაცია მატულობს, მოსახლეობის ბიოლოგიური ასაკიც იზარდება და ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ჭარბი წონა დგება. ამიტომაც ,,ნესტლეს“ მსგავსი ინოვაციები კომპანიას აქტუალობის შეინარჩუნებასა და მოსახლეობის ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ეხმარება .
დღეს „ნესტლე“ 2000-ზე მეტ ბრენდს ფლობს და პროდუქციას 197 ქვეყანაში ყიდის. 2020 წლისთვის კომპანიის მთავარი მიზანი რძის და ხორცის გარეშე, მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული წარმოების დაწყება და განვითარებაა, რათა მზარდ ვეგანურ ბაზარზე შევიდეს. კომპანიის თანამედროვე მიმართულებას და მიზნებს ძალიან კარგად აღწერს მისი ახალი სლოგანი „Good food, good life,“ რკარგი საკვები – კარგი ცხოვრება. სლოგანი მოწმობს, თუ რა გზა გამოიარა და რა შედეგებს მიაღწია ,,ნესტლემ“ დაარსებიდან 50 წლის განმავლობაში (forbes.ge, 2020); (nestle.com).
რძის პროდუქტების ბაზარზე მეორე ადგილი კომპანია ლაქტალისს უკავია. კომპანიის ისტორია 1933 წლის 19 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ანდრე ბენიემ პირველი 17 კამამბერი აწარმოა თვის რეგიონში შეგროვებული 35 ლიტრი რძის გამოყენებით. ამგვარად, მან დააარსა კომპანია საკუთარი სახელით. ბენიემ მალევე შემოიკრიბა კოლეგები, რომლებიც მას წინსვლაში ეხმარებოდნენ. კომპანიის სახელი „Le Petit Lavallois“ თავისი ემბლემით, რომელსაც შუა საუკუნეების ლავალის გამოსახულება ამშვენებს, სულ მალე ხარისხის სინონიმად იქცა. (lactalis.fr ).
1940-იან წლებში ბენიეს კომპანია მნიშვნელოვანად გაიზარდა და მას რძით უკვე ბევრი ფერმერი ამარაგებდა. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე 25 ადამიანი იყო დასაქმებული. 1948 წლიდან ის იღებს სახელწოდებას „SARL Société Laitière de Laval A. Besnier & Cie“ და მის მიერ შეგროვებული რძის რაოდენობა 10 000 ლიტრიან ნიშნულს აღემატება. ეს ყოველივე ანდრე ბენიეს საქმისადმი დინამიკურმა და შემოქმედებითმა მიდგომამ განაპირობა.
ბენიეს კომპანიის წარმატების გასაღები თავიდანვე რძე, მაღალი ხარისხის სტანდარტი, ბიზნეს-ალღო და გარშემო კარგი ადამიანების შემოკრების უნარი იყო, რაც დღემდე უცვლელი რჩება.
1950-იანი წლების პირველ ნახევარში წარმატებულმა ბიზნესმენმა ადრე ბენიემ თავისი საქმე უფრო წინ წაწია. რძის სექტორი სულ უფრო კონკურენტულად აქცია. ის თავისი პროდუქტის დივერსიფიცირებას ახდენს და მომხმარებელს კარაქსა და ნაღებს სთავაზობს. კომპანიის რეპუტაცია, რომელსაც ახლა უკვე „Le Voyageur“ ერქვა, ისევ ურყევი რჩება. მისი ყველა პროდუქტი, ისევე როგორც კამამბერი, უმაღლესი ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს, კომპანიის მიზანი კი უცვლელი რჩება – სრულყოფილება!
ბიზნესმენი ანდრე ბენიე მის საქმიანობას 1950-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად ავითარებს. რძე უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ის დივერსიფიკაციას უწევს თავის შეთავაზებას კარაქისა და კრემებისაც ნიშნავს წარმოებისთვის. ისევე, როგორც კამამბერი, რომელიც ბენიეს რეპუტაციას ატარებს, ახლა უკვე „Le Voyageur”-ის სახელით ცნობილი კომპანიის მიერ წარმოებული ყველა სხვა პროდუქტიც ხარისხის იგივე მოთხოვნას ექვემდებარება. მიზანი ერთია – სრულყოფილება.
ამბიციური ბენიე ამ დროისთვის რძის გაყიდვას იწყებს. იგი პირველია, ვინც რძეს ერთლიტრიანი შუშის ბოთლებით ყიდის სახელწოდებით „SSL Le Bon Lait.“ მომხმარებელთა ზრდის და რძეზე მოთხოვნის მომატების გამო, 1960-იანი წლები კომპანიისთვის აყვავების პერიოდია. მის წარმატებასა და ეკონომიკურ მოდელს ისეთი ფაქტორები ქმნის, როგორებიც საწარმოო ექსპერტიზა, ხარისხი და ინოვაციაა, ასევე, რძის გადამუშავების მაღალი სტანდარტი და მიზანმიმართული ზრდა. ამ პერიოდში ბენიე რძეს უკვე დასავლეთ საფრანგეთიდანაც იღებს, აფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს და საფრანგეთში სულ უფრო გამრავლებული სუპერმარკეტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ანდრეს მემკვიდრე მიშელ ბენიემ იცის, რომ ინდუსტრია იცვლება და მას ფეხი უნდა აუწყოს. ამიტომაც ქმნის ბრენდ Président-ს, რომელიც კომპანიის ფლაგმანი ხდება. ამავე პერიოდში ქმნის ინოვაციურ პროდუქტს „Lait 2000,“ რომელიც ტეტრაპარკის შეფუთვებში ჩამოსხმული პირველი რძის ნაწარმია. ეს პროდუქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფრანგი მომხმარებლის რჩევებზე.
1980-იანი წლები მიშელ ბენიეს დინამიკური პერიოდია. ეს ათწლეული კომპანიის მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება. ის ამერიკის ბაზარზე 70-იანი წლებიდანაა წარმოდგენილი და 80-იანების შუა პერიოდში პოზიციებს კალიფორნიაში ქარხნის მშენებლობით იმყარებს. პარალელურად, აფართოებს ყველის წარმოებას და პროდუქციის ჩამონათვალს იოგურტს უმატებს. თუმცა, მისი ფლაგმანი დასალევი რძე ხდება.
ბიზნესის წარმატებით შთაგონებული მიშელ ბენიე 90-იანებიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ, უკრაინისა და პოლონეთისკენ ფართოვდება, შემდეგ ის ეგვიპტესა და იტალიას – ყველის კიდევ ერთ ქვეყანას იპყრობს. თანდათან მოცარელას ბაზარზეც შედის და ქმნის ბრენდს „Locatelli,“ რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოცარელას სიდიდით მესამე მწარმოებელია. საფრანგეთში ბენიეს ჯგუფს კიდევ ორი კომპანია შეუერთდა, ესენი არიან მისი მუდმივი კონკურენტი „Bridel“ და „ociété des Caves de Roquefort.“
1999 წელს ბენიემ კომპანის „ლაქტალისი“ დაარქვა და მას დღემდე ამ სახელით ვიცნობთ. ამ ნაბიჯით ისინი ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნებს დაემორჩილნენ და აირჩიეს სახელი, რომელიც ყველა ენაზე მარტივი წარმოსათქმელია. იმავე წელს, მიშელ ბენიემ პირველი ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმი შექმნა, რომელიც რძის წარმოებას ეთმობა.
ახალი ათწლეული, სამწუხაროდ, მიშელ ბენიეს გარდაცვალებით დაიწყო, თუმცა, კომპანია მაინც ოჯახის ხელში დარჩა და მას სათავეში ემანუელ ბენიე ჩაუდგა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ლაქტალის გრუპი სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს. 2006 წელს კომაპნიამ რძის წარმოების გიგანტთან, ნესტლესთან დაიწყო თანამშრომლობა, რაც ორივე კომპანიას საშუალებას აძლევს სტაბილური ზრდა შეინარჩუნონ.
2010 წლიდან კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილეს ბაზრად ესპანეთი იქცა, სადაც ლაქტალისმა ყველის, რძისა და ბავშვთა კვების მწარმოებელი ლიდერი კომპანიები შეიძინა.
2011 წელს ისინი იტალიური კომპანია „პარმალატის“ ყველაზე მსხვილ აქციონერებად იქცნენ და თითქმის 4 მილიარდ დოლარიან ბრუნვას მიაღწიეს. პარმალატი იმ ქვეყნებში ოპერირებს, სადაც ლაქტალისი ჯერ არ შესულა ან მცირე დოზითაა წარმოდგენილი. სასმელი რძე კომპანიის უმთავრეს პროდუქტად იქცა ყველის შემდეგ.
2014 წლიდან ლაქტალისი ავსტრალიაშიც შევიდა და თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტი წარმოდგინა. ყველაზე მსხვილი ბაზარი, რომლის ათვისებითაც ის ახლაა დაკავებული, ინდოეთია. ამ დროისთვის “ლაქტალისი” 85 ქვეყანაში ოპერირებს და კომპანიაში 75 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური ბრუნვა 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს გარდა, პროდუქციის ექსპორტი ხდება საბერძნეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, კოლუმბიაში და პერუში. (amerikiskhma.com, 2017).
რძის პროდუქტების ბაზარზე მესამე ყველაზე მსხვილი კომპანიაა დანონი. ის რამდენიმე სეგმენტზე მუშაობს: ახალი რძის პროდუქტები, წყლები, ბავშვთა კვება და სამედიცინო კვება. ახალი რძის პროდუქტების სეგემენტზე დანონი იოგურტებით, ფერმენტირებული რძის პროდუქტებით და სხვა სპეციალიზირებული პროდუქტებით შედის. წყლების სეგმენტი მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე არომატულ და ვიტამინით გამდიდრებულ წყლის პროდუქტებს. ბავშვთა კვების სეგმენტი კი ყურადღებას ჩვილებისა და ახალშობილების სპეციალიზებულ საკვებზე ამახვილებს, რომლებიც დედის რძის შემცვლელია ან მის დანამატს წარმოადგენს. დანონი გვთავაზობს ბურღულეულის ფაფებს, ნამცხვრებს და სხვა საკვებ პროდუქტებს ჩვილებისთვის. სამედიცინო კვების სეგმენტი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული დაავადებები აქვთ და მოხუცებზე – ანუ მომხმარებელთა კატეგორიაზე, რომლებსაც ჯანსაღი და სპეციალიზირებული კვება ესაჭიროებათ. მისი პროდუქტები მიზნად ისახავენ სპეციალური საკვების საჭიროების დაკმაყოფილებით სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებულ კვებას.
დანონი 1899 წლის 2 თებერვალს დაარსდა და მისი სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, დანონი წელიწადში 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტებს ყიდის. გაყიდვების 29% სპეციალიზირებულ კვებაზე მოდის, 19%- წყალზე, ხოლოდ 52%- რძისა და მცენარეულ საკვებზე. კომპანია დანონი 1919 წელს ესპანეთში ებრაული წარმოშობის ექიმმა, ისააკ კარასომ დააარსა.
მან კომპანიის სახელად დანონი (თარგმანში- პატარა დანიელი) თავისი შვილის, დანიელ კარასოს პატივსაცემად დაარქვა.
1929 წელს ისააკ კარასომ კომპანია ესპანეთიდან საფრანგეთში გადაიტანა და ქარხანაც იქვე გახსნა. 1942 წელს კომპანიის მორიგი წარმომადგენლობა ნიუ-იორკში გაიხსნა. 1951 წელს ისააკი საფრანგეთში დაბრუნდა და ამერიკული კომპანია „ბეატრის ფუდსს“ მიყიდა. 1983 წლიდან კომპანიას ოფიციალურად დანონის ჯგუფი ქვია. კომპანია დღემდე თავისი პრინციპების ერთგული რჩება. იგი ხარისხის და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებით სამი ძირითადი ხაზის განვითარებას განაგრძობს (danone.com).
ანანო გაბელაია
„ რძის პროდუქტების ბაზრის კვლევა“