აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

რეგენერაციულ მეთოდებით გაზრდილი ინდაური – ჯანმრთელობისთვის უფრო ღირებული პროდუქტია _ ვიდრე სამრეწველო

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგენერაციული სანაშენო მეთოდებით გამოყვანილი ინდაურის ხორცი უფრო მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ვიდრე სტანდარტულ მეფრიველეობის ფერმებში გაზრდილი ჩვეულებრივი ინდაურები.
აშშ-ის Diestel Family Ranch–ზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მათი რეგენერაციული ინდაურების ხორცი 79%-ით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და თითქმის სამჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივ სამრეწველო ფერმაში გაზრდილი ფრინველის ხორცი, რაც ხაზს უსვამს როგორც რეგენერაციული ფრინველმოშენების, ისე, ჯანსაღი პროდუქტების და მაღალი კვებითი ღირებულების სურსათის წარმოებლად, მთლიანად ამ ტიპის მიწათმოქმედების უპირატესობებს. ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა Food Ingredients First-ისთვის მომზადებულ სტატიაში.

იუტას შტატის უნივერსიტეტის ადამიანის კვების კვლევების ცენტრმა ჩაატარა Diestel Family Ranch-ის ინდაურების გაფართოებული კვლევა, რომელიც დაფუძნებულია გასული წლის შედეგებზე. ამ შედეგებმა აჩვენა, რომ რეგენერაციული მეთოდით წარმოებულ ფრიველის ხორცს უუმჯობესდება ცხიმოვანი მჟავების ბალანსი და ეზრდება სასარგებლო ფიტოქიმიური ნივთიერებების შემცველობა.

ჰაიდი დისტელი საოჯახო რანჩოს მეოთხე თაობის ფერმერია, რომელიც  მიღებულ შედეგებს განიხილავს, როგორც მტკიცებულებას, რომ რეგენერაციული სოფლის მეურნეობა მარტო ფერმერებს  კი არა,  მთელ პლანეტას მოუტანს სარგებელს.

„ჩვენ უდავოდ ვიცით, რომ რეგენერაციული მეთოდები მეცნიერულად დასტურდება და უზრუნველყოფს უფრო საკვები ნივთიერებათა სისუფთავეს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლერებას და ზოგად ადამიანის ჯანმრთელობას.

რეგენერაციულად მოშენებული ინდაურის არჩევა მხოლოდ განვითარების პრინციპების პატივისცემა კი არა, ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული გზა, რომლითაც ვკვებავთ ჩვენს ოჯახს უფრო ჯანსაღი საკვებით და ამავდროულად მხარს ვუჭერთ ისეთ ფერმერული სისტემების განვითარებას, რომლებიც უფრო ჯანმრთელი მომავალი თაობებისთვის იქმნება,“ – განუცხადა მან Food Ingredients First-ს.

კვლევის ხელმძღვანელის, ადამიანის კვების კვლევების ცენტრის დირექტორის, დოქტორ სტეფან ვან ვლიეტის აზრით, ეს სამეცნიერო ნაშრომი აჩვენებს, რომ „ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მრავალფეროვანი საძოვრებიდან უფრო მეტ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებას ითვისებს“.

„კავშირი ნიადაგს, მცენარესა და ცხოველებს შორის ძალიან ძლიერია. რაკი რეგენერაციული ფრინველები უფრო მაღალი კვებითი ღირებულების სიმინდსა და სოიოს იღებენ, ასევე შეუძლიათ მდელოზე მრავალფეროვანი მწვანე ბალახით კვება, შედეგად ვიღებთ უფრო ჯანმრთელ ფრინველს და შესაბამისად განსაკუთრებით  არომატულ ხორცს,“ ამბობს იგი.

ჰაიდი დისტელის გუნდი წლიდან წლამდე საკმაოდ სტაბილურ შედეგებს აჩვენებს. „მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მეურნეობამ სხვადასხვა მონაცემები აჩვენა, საერთო შედეგები ძალიან პოზიტიურია,“ განაცხადა მან Food Ingredients First-თან.

მის რანჩოზე რეგენერაციული მეთოდით გაზრდილ ინდაურს დამცავი ფენოლების, ფლავონოიდებისა და იზოფლავონების 20-30-ჯერ მაღალი შემცველობა აქვს, ვიდრე სამრეწველო მეთოდით გაზრდილ ფრინველს. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესისა და ანთებითი პროცესების შესამცირებლად. ამას გარდა დადგინდა, რომ ამ ფრინველის გულ-მკერდის ხორცში თითქმის 79%-ით მეტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, ხოლო მთლიან ხორცში – 56%-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ფრინველისაში. ამასთან, მათში აღინიშნებოდა უფრო ჯანმრთელი ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ბალანსი – 1,5-2-ჯერ უკეთესი, ვიდრე სამრეწველო ინდაურში.

ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომეგა-6 და ომეგა-3 თანაფარდობის შენარჩუნება. ბოლო კვლევებმა ცხადჰყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებს ხშირად ამ თანაფარდობის მომატებული მაჩვენებელი აქვთ, რაც მკვლევართა შეფასებით სხვადასხვა ანთებითი და ალერგიული დაავადებების რისკებს ამცირებს.

რეგენერაციული მეთოდით გაზრდილ ინდაურებში სასარგებლო ცხიმებთან ერთად, მნიშვნელოვნად მაღალი იყო B ჯგუფის ვიტამინები (B2, B7, B12) და ვიტამინი A – საშუალოდ 50-70%-ით მეტი, ვიდრე ტრადიციულად გაზრდილ ინდაურებში.

ეს საკვები ნივთიერებები აუცილებელია ენერგიის გამოსამუშვებლად, ნერვული სისტემის, იმუნიტეტისა და მხედველობის მხარდასაჭერად.

მომხმარებლებს, რომლებიც ეძებენ რეგენერაციულად მოშენებულ ინდაურს ან სხვა მსგავს პროდუქტს, დისტელი ურჩევს „ჰიპერლოკალური“ ვარიანტების არჩევას — ისეთ მეურნეობებს, სადაც ფერმერები ცხოველებს ბუნებრივ გარმოში, თვისუფლად, საძოვრებზე ინახავენ.

რეგენერაციული სოფლის მეურნეობა პირველ რიგში აქცენტს აკეთებს ნიადაგის ჯანმრთელობაზე და იყენებს როტაციული ძოვების, ნიადაგის შემცირებული დამუშავების, კულტურათა მონაცვლეობის და მცენარეული საფარის გაუმჯობესების მეთოდებს, რათა ნიადაგი, მცენარეები და ცხოველები ჯანმრთელად განვითარდეს.

„რეგენერაციული სოფლის მეურნეობა ჩვენს წარმოდგენას საკვების ხარისხზე სწრაფად ცვლის. იმის მიუხედავად, რომ მისი დადებითი გავლენა გარემოზე, ნახშირბადის შეკავებაზე, ბიომრავალფეროვნებასა და ნიადაგის აღდგენაზე უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ იგი ზრდის საკვების საგემვნო თვისებებს, სამრეწველო ფერმის ფრინველთან შედარებით რეგენერაციულად გაზრდილი ინდაურის ხორცი შეუდარებლად გემრიელია,“ – ამბობს დისტელი.

წყარო: Food Ingredients First. ავტორი: ინშა ნაურინი.