რევანდი
რევანდი ეკუთვნის წიწიბურასებრთა ოჯახს.
რევანდი გამოიყენება საოჯახო კულინარიაში, ასევე როგორც ნედლეული საკონსერვო, საკონდიტრო მრეწველობაში და მეფრინველეობაში.
რევანდი წარმოადგენს ყუათიან, სამკურნალო და დიეტურ ბოსტნეულს. მისი ყუნწები შიცავს 94 % წყალს, 6% მშრალ ნივთიერებას, შაქრებს (2%-მდე) და ორგანულ მჟავეებს (3,5%-მდე).
რევანდი ყინვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა, რომელიც იძლევა პროდუქციას ადრე გაზაფხულზე. რევანდის ფესურები იტანენ 30ºC –მდე ყინვებს.
გაზაფხულზე რევანდის ფოთლები ზრდას ჯერ კიდევ თოვლის დადნობამდე იწყებს და 20-30 დღის შემდეგ მზადაა მოსახმარებლად, მაშინ როცა ამ დროს სხვა ბოსტნეული ჯერ კიდევ შემოსული არ არის.
რევანდის თესლი ღივდება 2-3ºC. რევანდი დიდ მოთხოვნილებას უყენებს ნიადაგის ტენს, განსაკუთრებით ფოთლების ფორმირების პერიოდში, ამიტომ გვალვიან ამინდებში აუცილებელია ხშირი მორწყვა.
რევანდი მრავლდება ვეგეტატიურად (ფესურების დაყოფით) და თესლით ( ჩვეულებრივი ჩითილით ან ზოგჯერ თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით).
თესლით თესვისას რევანდის მოსავალს ერთი წლით გვიან იღებენ, ვიდრე ვეგეტატიური გამრავლებისას და ამასთანავე, არაერთგვაროვანი ხარისხისაა. რევანდის სამრეწველო წარმოებისათვის დიდ ფართობებზე უპირატესობას აძლევენ (თესლით) ჩითილით ამრავლებას, ვიდრე ვეგეტატიურს.
ჩითილები გამოყავთ საჩითილეებში გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. 1 ჰა-ზე საჩითილედ თესავენ 2,5-3 კგ თესლს 2-3 მწკრივიან ზოლად 20×50 სმ ან 55 x 55 x 70 სმ.
აღმოცენების შემდეგ ამეჩხერებენ და მცენარეებს შორის ტოვებენ 15-20 სმ მანძილს.
შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ჩითილებს ამოიღებენ, დაჭრიან ფოთლებს და გადარგავენ მუდმივ ადგილზე. 1 ჰა ფართობის დასარგავად საჭიროა ჩითილების აღსაზრდელად 1000 მ² ფართობი. ჩითილებს რგავენ ჩითილის სარგავი მანქანებით კვადრატულად . საადრეო ჯიშებს 80×80 სმ, საშუალო პერიოდის ჯიშებს კი 100×100 სმ ან 90×90 სმ.
რევანდის ვეგეტატიური გამრავლებისას სადედედ სამი – ოთხი წლის ასაკის მცენარეებს არჩევენ, რომლებიც ხასიათდებიან ყუნწების მაღლი მოსავლით და კარგი ხარისხით.
რევანდის ფესურების ამოთხრა, მათი გაყოფა და დარგვა სამხრეთ რაიონებში წარმოებს შემოდგომაზე, როცა მცენარეთა ვეგეტაცია დამთავრებულია, ჩრდილოეთში კი ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარეები ზრდას დაიწყებენ.
ფესურებს ჭრიან მჭრელი დანით დაახლოებით 250 გრამიან ნაჭრებად, რომ თითოეულ ნაჭერს ჰქონდეს 1-2 კარგად განვითარებული კვირტი და ფესვის 1-2 მსხვილი განატოტი.
დამზადებულ ფესურებს მაშინათვე რგავენ ტენით მდიდარ, ნიადაგებში. ზემოდან კვირტებს აყრიან 1-2 სმ სისქის მიწის ფენას და მიწას ფესურების ირგვლივ კარგად დატკეპნიან.
რევანდის ნარგაობის მოვლაში შედის ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება – გამარგვლა, მორწყვა, გამოკვება, საყვავილე ისრების მოცილება, ბრძოლა მავნებლებთან და აავადებებთან.
საჩითილეებში ატარებენ ორ გამოკვებას მინერალური სასუქებით (პირველად და მეორედ მარტო ფოსფორით). შემდეგ წლებში ყოველწლიურად 2-3 ჯერ გამოკვებავენ სრული ინერალური სასუქებით ყუნწების მოჭრის შემდეგ და 3-4 ჯერ 2-3 წელიწადში შეაქვთ 20-40 ტ ორგანული სასუქი.
რევანდის ყლორტების მოსავალს იღებენ პლანტაციის მოწყობიდან, მეორე – მესამე წელს, ფოთლებს იღებენ ყუნწებით, მაშინ როცა მიაღწევს 20 სმ სიგრძეს და 1,5 სმ დიამეტრს შუა ნაწილში, ვეგეტაციის პერიოდში წარმოებს რამოდენიმეჯერ შეკრეფვა ხელით. ყუნწებს მოაცილებენ ფოთლებს და აწყობენ სარეალიზაციოდ 30-40 კგ ტევადობის ყუთებში.
ერთ ჰექტარზე მიიღება 200-400 ცენტნერი მოსავალი.
ერთ ადგილზე რევანდი შეიძლება 10-15 წლის განმავლობაში შეიძლება მოვიყვანოთ.
„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“