როდ-აილენდის ჯიშის ქათამი – პროდუქტიულობა და ჯიშის თავისუბურებები

ქათამი – ყველაზე პოპულარული სასოფლო-სამეურნეო ფრინველია. წვრილ ფერმერულ მეურნეობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კომბინირებულ მეხორცულ-მეკვერცხულ ჯიშებზე, რომელთა მოშენება მცირე წარმოების ფერმებისთვის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო ეფექტურია.

როდ-აილენდის (Rhode Island) ჯიშის ქათმებს პროდუქტიულობის კარგი მაჩვენებლები აქვთ და ამასთან მოვლის სპეციალური პირობები არ სჭირდებათ.

როდ-აილენდი, როგორც ჯიში, სათავეს იღებს XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. ის გამოყვანილია ამერიკელი სელექციონერების მიერ აშშ-ში, მასაჩუსეტსისა და როდ-აილენდის შტატებში (ამ უკანასკნელიდან მომდინარეობს ჯიშის სახელი).

საწყის ეტაპზე, სელექცია მიმდინარეობდა ადგილობრივი ჯიშების კვერცხმდებლობის გაუმჯობესების მიზნით. ამისათვის მათი შეჯვარება ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის მამლებთან, როგორიცაა მალაის წითელ-მურა და შანხაის ჩალისფერი, შემდეგ მიღებულ ნაჯვარს აჯვარებდნენ ლეგჰორნის (იტალ. Livorno; ინგ. Leghorn) ჯიშთან, რომელიც მეკვერცხული მიმართულების ქათმის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ჯიშია და პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

როდ-აილენდის ჯიშის პროდუქტიულობა

როდ-აილენდის ჯიშის ქათამი კვერცხდებას, როგორც წესი, 6 თვის ასაკიდან იწყებს. შეფერხება არა უმეტეს 1 თვისა.

წელიწადში ერთი ქათამი 170-180 კვერცხს დებს. ცალკეული ხაზების შემთხვევაში 210-215 კვერცხი.  ერთი კვერცხის მასა 65 გრამს აღწევს, საშუალოდ 58-60 გრამია.

მამალი იწონის 3,5-4,0 კგ-ს, დედალი 2,5-3,0 კგ-ს.

რრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდაააააააააააააააააააააააააიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიილლლლლლლლლლლლლლლლლლეეეეეეეეეეენნნნნნნნნნნნდდდდდდდდდდდ

ჯიშის თავისებურებები

ჯიში არ არის განკუთვნილი ვოლიერისთვის, ნორმალური ფორმირებისათვის სჭირდება სეირნობა ანუ კარ-მიდამოს ტიპისაა. არ ითხოვს მოვლის სპეციალურ პირობებს. ზამთარში კვერცხდებას არ წყვეტს, მაგრამ პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად საჭიროა მინიმალური ტემპერატურა + 100C.

კომბინირებული პროდუქტიულობის ჯიშებს შორის როდ-აილენდი, ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო პირობებში გასამრავლებლად. კრუხობის უცილობო ინსტიქტი შენარჩუნებული არ აქვს, იგი მხოლოდ 50%-ში გამოიხატება (ყოველი მეორე ქათამი).

რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, დასასმელად სხვა ჯიშის ქათმებსაც იყენებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრუხობის თვალსაზრისით, როდ-აილენდი მხოლოდ საუკეთესოდ ავლენს თავს. კვერცხების ნაყოფირება 75% -მდეა. წიწილებს მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აქვთ (95% -ის დონე).

საქართველოში როდ-აილენდის ჯიში ქათმები XX საუკუნის 20-იან წლებში შემოიყვანეს. ჯიში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, დანიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.

2