აგროსიახლეები

როდის შეძლებს აზერბაიჯანი ზუთხის ექსპორტის დაწყებას?

აზერბაიჯანში თევზჭერის სექტორში უახლოეს მომავალში ახალი საწარმოები ამოქმედდება, აცხადებს აზერბაიჯანის თევზის მწარმოებელთა და გადამმუშავებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე ზაურ სალმანლი.
მისი თქმით, თევზის წარმოების, კულტივაციისა და ექსპორტის შეზღუდული მოცულობის მიუხედავად, აზერბაიჯანს ამ სფეროში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომლის ასამოქმედებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, განიხილება მწარმოებლების მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაფართოების სუბსიდიები.

„ამჟამად თევზჭერის სექტორში რამდენიმე კომპანია მუშაობს, თუმცა მხარდაჭერის მიზანი ბაზარზე ახალი მწარმოებლების გაჩენის წახალისებას და 2026 წლისთვის ქვეყნიდან ზუთხის ექსპორტის დაწყებას გულისხმობს“, _ განაცხადა სალმანლიმ.

მისი თქმით ქვეყნის თევზჭერის სექტორში ყველაზე აქტიური რეგიონები: მინგეჩაური, ევლახი, ნეფთჩალა და სალიანია. მდინარე მტკვარში წყლის დონის კლება და ფერმების წინაშე მდგარი სხვა სირთულეები კვლავ პრობლემას უქმნის თევზჭერის სექტორს.

უახლოეს მომავალში ფერმების რეგისტრაცია ეკოლოგიის სამინისტროს ნაცვლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება, რაც პროცესს გაამარტივებს და სექტორის განვითარებას სტიმულირებას გამოიწვევს“, – მიაჩნია ასოციაციის ხელმძღვანელს.