დარგებიმებაღეობა

როდის წამლავს მცენარე ნიადაგს?

ცნობილია, რომ ერთ ფართობზე მცენარის ერთი და იგივე სახეობის მრა-ვალჯერადი თესვა-გაშენება არ შეიძლება. ეს ზოგჯერ დაკავშირებულია ნიადაგის გამოფიტვასთან, ზოგჯერ კი იმასთან, რომ მცენარე წამლავს ნიადაგს.

ვაშლის ხე ნიადაგს ე.წ. „ფლოროზინით“ აჯერებს და წამლავს, ამიტომ დაბე-რებული ვაშლის ბაღის გაახალგაზრდავება, ვაშლის ახალი ნარგავებით შეცვლა დაუშვებელია, რადგან ნერგები აუცილებლად დაიღუპება. ეს ფართობები სხვა ხეხილისთვის, ან სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის გამოდგება.

ვაშლის ბაღის აღდგენა ამ ფართობზე მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ შეიძლება.

საინტერესოა, რომ თეთრი აკაციის ქვეშ ბალახი არ ხარობს, რადგან აკაცია ნიადაგში  ბალახის საწინააღმდეგო ჰერბიციდს გამოყოფს.

კაკლის (ნიგვზის) ხე გამოყოფს „იუგლანსს“, რაც ხელს უშლის კარტოფილის, პამიდვრის, იონჯას და სხვა მცენარეების განვითარებას.

ასეთივე თვისებები აქვს ბევრ სხვა მცენარესაც, როგორც მერქნიანს,  ისე _ ბალახოვანს.

P.S. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანი ის არის, რომ ჩვენმა ფერმერბმა გაითვაისწინონ, ახალი ვაშლის ბაღების, ძველი ამორტიზებლი ბაღების ადგლზე გაშენება უახლოეს 3-5 წელიწადის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, თუ ნიადაგი „ფლორიზინის“ გამანეიტრალებელი უახლესი, გამოცდილი პრეპარატებით (თუ ასეთი არსებობს) არ დამუშავდა.

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/

რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე

(წიგნიდან „ტყე და ადამიანი“)