როგორ დავაკმაყოფილოთ მაღალი სტანდარტი და ვაწარმოოთ ხარისხიანი მეცხოველეობის პროდუქცია
„ჰასპის“ სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. იმისთვის რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნილი სტანდარტი და ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის მეცხოველეობის თუ სხა სახის პროდუქტი ქვეყანას, ფერმერებს მომზადება სჭირდება.
როგორი მდგომარეობა ქვეყანაში ამ მხრივ, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავის“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ კომპანია „ინვეტის“ გენერალურ დირექტორ, ვეტერინარიის დოქტორ დავით შალამბერიძესთან ვისაუბრებთ, გადაცემა მიჰყავს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორ შოთა მაჭარაშვილს.