როგორ დავგეგმოთ მაისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით
მთვარის კალენდარი – ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რამე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.
1 მაისი: მზარდი მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია. ის ხელს უწყობს ყველა ენერგიულ წამოწყებას, რაც ნაყოფიერ გუნდურ მუშაობაზეა მიმართული. ბევრს გაუჩნდება ურთიერთობებისა და გართობის სურვილი, ასევე გაიღვიძებს აზარტული თამაშების ჟინი. მთვარე ლომის ნიშანში აძლიერებს ავანტიურისკენ მიდრეკილებას და ზრდის დაუფიქრებელ სარისკო ქმედებებს. ამიტომ ამ დღეს გადადეთ ყველა სერიოზული ფინანსური საქმე. ხელსაყრელი დღეა შემოქმედების, სიყვარულის, სულიერი ძიებებისთვის. დღე ვენერას ეგიდით ჩაივლის.
2, 3 მაისი: მზარდი მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედშია. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც დაფიქრებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ფინანსური საქმიანობა, სერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაბამის მატერიალურ სარგებელს მოიტანს. წარმატებული იქნება საბანკო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ. 2 მაისი სატურნის მფარველობით ჩაივლის, ხოლო 3 მაისი – მზის.
4, 5 მაისი: მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. კარგი დროა დასვენებისთვის დაძაბული მუშაობის შემდეგ. სჯობს, რამე ახალი და გლობალური საქმის წამოწყებაზე უარი თქვათ და სწრაფად დაასრულოთ ადრე დაწყებული, დაგეგმილი საქმეები. საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია საქმიანი თანამშრომლობისთვის. ნეგატიური მომენტია სირთულეები გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქედან გამომდინარე, სჯობს, გადაწყვეტილებები მომდევნო დღეებში მიიღოთ. 4 მაისს მფარველობს მთვარე, ხოლო 5 მაისს – მარსი.
8, 9, 10 მაისი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ეს თქვენს აზრობრივ პროცესებს რამდენადმე დააშორებს მიწიერ ლოგიკასა და კონკრეტიკას და აბსტრაქტული აზროვნების სფეროში გადაგიყვანთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იდეალური პერიოდია იურისპრუდენციასთან, სამართლებრივ თემებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის. ნებისმიერი ბიუროკრატიული საკითხი ადვილად გვარდება. დაფიქრება გმართებთ მიწასთან ან მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8 მაისი ჩაივლის ვენერას ეგიდით, 9 მაისი – სატურნის, ხოლო 10 მაისი – მზის.
წყარო: sputnik-georgia.com