აგროსიახლეებიდარგებიმებოსტნეობა

ჩვენ ვანგრევთ სტერეოტიპებს! შესაძლებელია თუ არა იანვარში ღია გრუნტზე ბროკოლის დარგვა და აპრილში მოსავლის აღება

 ამ პროექტის შესახებ  რამდენიმე კვირის წინათ  გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რა აღარ გვიწოდეს: მეოცნებეები, მეზღაპრეები, სხვა სამყაროდან მოსულები და კიდე რა აღარ…

სიღრმისეულად ცოტა ვინმე თუ დაინტერესდა, მართლაც შესაძლებელია თუ არა ამგვარი მეთოდით ბროკოლის თუ სხვა კულტურების წარმოება; წლის განმავლობაში ერთ ნაკვეთზე, ღია გრუნტზე რამდენიმე მოსავლის მოწევა, არსებული სავარგულის ეფექტიანად გამოყენება და შესაბამისად შემოსავლის გაორმაგება,  გასამმაგება და გაოთხმაგებაც კი. 

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ამის შესხებ ეტაპობრივად მოგითხრობთ და თვალსაჩინოდ წარმოგიდგენთ, რა შეუძლია ჩვენს მადლიან მიწას და ბუნებას, 

რაოდენ დიდ სიმდიდრის პატრონები ვართ ქართველები და როგორ უყაირათოდ ვეპყრობით ჩვენ მარჩენალ მიწას და ბუნებას…

ახლა კი გთავაზობთ ტელეკომპანია საფერავი ტვს მორიგ გადაცემას, უყურეთ და თავად დარწმუნდებით,

გისურვებთ წარმატებას.

კომპანია „აგროცენტრი“