როგორ გამოვიყენოთ სპილენძის ფუნგიციდები სწორად?
სპილენძის შემცველი ფუნგიციდები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ბაქტერიული და ისეთი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიული ლაქიანობა, შავი ლაქიანობა და სხვ.
სპილენძის ფუნგიციდების კლასიფიცირების ერთ-ერთი მეთოდი მათი კატეგორიზაციაა შემადგენლობისა და მოლეკულების წარმოშობის მიხედვით, ამიტომაც დღეისათვის იწარმოება როგორც არაორგანული, ისე ორგანული სპილენძის ბიოპრეპარატები. არაორგანული სპილენძის ფუნგიციდები უმეტესად დაფუძნებულია: სპილენძის ჰიდროქსიდის, სპილენძის დიჰიდროქსისულფატის, სპილენძ 2+ ქლორიდის, სპილენძის 1+ ოქსიდის, სპილენძ-ამონიუმის კომპლექსის და სხვა მოლეკულების ბაზაზე. ორგანულ ფუნგიციდებში კი, მაგალითად, როგორიცაა Borun-agro.ge – ზე წარმოდგენილი იდაი კობრე, სპილენძი წარმოდგენილია სპილენძის დიგლუკონატის სახით, რაც გულისხმობს სპილენძის იონების ნახშირწყლებთან კომბინაციას მცენარისათვის ადვილად ასათვისებელი კომპლექტის სახით.
მაღალი ფიტოტოქსიკურობიდან გამომდინარე სპილენძის არაორგანული ფუნგიციდების არასწორი გამოყენებით მარტივია მცენარის დაზიანება, რისი მაგალითებიც საკმაოდ ხშირად გვაქვს პრაქტიკაში.
მაშინ როგორ გამოვიყენოთ სწორად სპილენძის შემცველი პრეპარატები?
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სპილენძის შემცველი პრეპარატების მოქმედების სპეციფა, რაც გამოიხატება:
- ლიმიტირებულ ეფექტურობაში – რაც სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენების შეზღუდულ დროს (პერიოდს, დღის მონაკვეთს, წამლობებს შორის ინტერვალებს) მოიცავს.
- ტოქსიკურობაში – უფრო კონკრეტულად კი, ფიტოტოქსიკურობაში. მაღალი დოზირება, ვეგეტაციის არასწორი ეტაპი და ფუნგიციდის მაღალ ტემპერატურაზე შეტანა იწვევს მცენარის ფიტოტოქსიკურობას, გადაწვას, ამიტომაც პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია ეტიკეტის გადახედვა და დოზირებების სწორი დაცვა.
- ნიადაგის კონტამინაციაში, ანუ დაბინძურებში – რადგან არაორგანული სპილენძის ფუნგიციდები ძნელად იშლება ნიადაგში და დიდხანს რჩება მასში.
რაც შეეხება მოხმარების ინსტუქციებს, შემდეგნაირად შეგვიძლია ჩამოვაყალობოთ:
- თავიდან აირიდეთ სპილენძის ფუნგიციდების გამოყენება მჟავას მქონე პესტიციდებთან.
- არ გამოიყენოთ სპილენძის ფუნგიციდები ყვავილობისას და ნაყოფის გამონასკვის პერიოდში.
- ისეთი ხეხილოვანი კულტურები, მაგალითად, როგორებიცაა: ატამი, ქლიავი, ხურმა და სხვ. მეტად მგრძნობიარენი არიან სპილენძის იონების მიმართ, ამიტომ სპილენძშემცველი ფუნგიციდების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
- განსაკუთრებით ფრთხილად გამოიენეთ სპილენძის ფუნგიციდები ცხელ ამინდში, მაღალი ტემპერატურის პირობებში. უმჯობესია დამზადდეს დაბალი კონცენტრაციის ხსნარი ან შერჩეს სპილენძის დაბალპროცენტიანი პესტიციდი.
- მოერიდეთ წამლობას გვალვამდე ან გაწვიმებამდე.
- არ აურიოთ ფოთლოვანი სასუქები, განსაკუთრებით, ამინომჟავების შემცველი.
- ჩვეულებრივ, სპილენძის ფუნგიციდები გამოიყენება, როგორც ბრძოლის საშუალება (ნაკლებად, პრევენციული სახით), თუმცა აუცილებელია, რომ პრეპარატის გამოყენება დავიწყოთ დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე.