დარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის უხვი მოსავალი რთულ კლიმატურ პირობებშიც კი?

პომიდვრის ზოგიერთი სახეობა იდეალურია ჩამოსაკიდ კალათაში მოსაყვანად. ეს მეთოდი მოყვარულ მებაღეებს ბევრი პრობლემისგან გაათავისუფლებს. პამიდორი დაცული იქნება დაავადებების და მავნებლებისგან, სხვა არასასურველი ბუნებრივი მოვლენებისგან.

ეს ძალზე მოსახერხებელი მეთოდია როგორც ღია, ისე დახურულ (ოთახში) გრუნტში პომიდვრის მოსაყვანად.

მოდით ვნახოთ, როგორ კეთდება ეს?

დაგჭირდებათ:

ჩერის სპეციალური ჯუჯა პომიდვრის ჯიშები ან ჰიბრიდები;

დასაკიდი კალათა;

ქოქოსი ბადისებრი საფენი;

უნივერსალური კომპოსტი ან ბიოჰუმუსით კარგად განოყიერებული ნიადაგი);

ფოთლოვანი კვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ თხევადი სასუქი.

მცენარის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ პომიდვრის ჯიშს, მოსავლიანობას, ნაყოფის ფორმას. სასურველია სპეციალური ჰიბრიდი Tumbling Tom f 1, რომელიც სპეციალურად დასაკიდი კალათისთვის არის განკუთვნილი. ეს ჰიბრიდი იძლევა ხასხასა წითელ 2,5-3 სმ. დიამეტრის ნაყოფს. მცენარის სიმაღლე არ აღემატება 15 სანტიმეტრს, ხოლო საყვავილე ღეროების სიგრძე, დაახლოებით 100 სმ. ბუჩქის დიამეტრი 25-30 სანტიმეტრია.

Tumbling Tom f 1  ნაყოფი მწიფდება ჩითილის გადარგვიდან 63-ე -65-ე დღეს. პომიდორს აქვს კარგი გემო და შეიცავს ბევრ მშრალ ნივთიერებებს და ჩვეულებრივ პომიდვრებთან შედარებით _ ორჯერ მეტ შაქარს. ეს დამწყები მებაღჩეებისთვის საუკეთესო ჯიშია. უფრო გამოცდილებმა, შეიძლება ექსპერიმეტის ჩატარების უფლებაც მისცენ თავს და ჩერის სხა ჯიშებიც სცადონ.

სელექციონერების წყალობით დღეს შესაძლებელია ასევე მივიღოთ სხვადასვხა ფერის და მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის და მუსკატის ნესვის გემოს მქონე: მომწვანო, ყვითელი, ჟოლოსფერი, შაბიამნისფერი და შავი პომიდორიც კი.

როგორ გავმართოთ დასაკიდი კალათა:

ქოქოსის საფენი ბოჭკო გამძლე გამძლე და მოქნილია, არ ლპება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პომიდორს საკმაოდ ხშირად სჭირდება მორწყვა.

სპეციალური კალათა უნდა შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ ლითონის მავთულისგან, მცენარის დიამეტრის გათვალისწინებით. 

ფოთლოვანი გამოკვების სასუქის ყიდვა ნებისმიერ დროს იოლად შეგიძლიათ. იგი ყველგან, სადაც აგროპროდუქტებ ვაჭრობენ.

მაშ ასე, თუ ყველაფერი მზად გაქვთ, საჭიროა ქოქოსის საფენი ფრთხილად მოათავსოთ კალათაში და კალათი აავსოთ კომპოსტით და გადარგოთ პომიდვრის ნერგი, კარად მორწყოთ, ვიდრე კომპოსტი კარგად არ დატენიანდება და კალათა ჩამოკიდეთ სასურველ მზის სხივით კარგად განათებულ ადგილზე.

გახსოვდეთ, რეგულარული მორწყვის დროს პერიოდულად ფოთლოვანი კვების სასუქი შეასხურეთ ფოთლებზე ნაყოფის აღებამდე. ეს პომიდორს გაუძლიერებს იმუნიტეტს, გაზრდის მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს.  

ამრიგად თქვენ პომიდორს კავშირი არ ექნება ნიადაგთან, სადაც შესაძლოა იყოს დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და არ დაავადდება სხვა მცენარეებისგან. მავნებლებიც ძნელად მისწვდებიან თქვენ პომიდორს.

ბოლოს, თქვენ აღარ ინერვიულებთ ამინდის ჭირვეულობაზე, მცენარე თუ იგი გარე კედელზე ან სხვა ადგილზე გიკიდიათ, გადაიტანოთ დახურულ, დაცულ სივრცეში.

ანა მედვედევა