აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

როგორ მოვუაროთ ლობიოს ნათესს?

ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წყლის, ჰაერისა და საკვები ნივთიერებების ნორმალური რეჟიმი ლობიოს მაღალი მოსავლის მიღების საუკეთესო პირობაა. ამიტომ ნიადაგი ლობიოს ნათესის ქვეშ ყოველთვის უნდა იყოს ფხვიერი და სუფთა მდგომარეობაში.

 პირველი კულტივაცია წარმოებს ლობიოს პირველადი ფოთლის განვითრების შემდეგ. მას უნდა მოყვეს თოხნა. გათოხნიდან 10 – 15 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს მეორე კულტივაცია და თოხნა.

ნიადაგის დასარევლიანების მიხედვით განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები. სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია გამოვიყენოთ ჰერბიციდი.

სარწყავ პირობებში ლობიოს პირველი მორწყვა შეიძლება ჩატარდეს დათესვისთანავე (ამინდის მიხედვით), მორწყვის რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, რელიეფზე და ამინდზე. მორწყვის შემდეგ თუ ნიადაგი პირს შეიკრავს, საჭიროა კულტივაცია, ამიტომ მორწყვა ტარდება კულტივაციის ან თოხნის წინ.

ცხელი ამინდის პირობებში რწყვა დილის და საღამოს საათებში უნდა ჩატარდეს.

ლობიო ვერ იტანს წყლის ჩადგომას. ტენის ნაკლებობა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე.

ყვავილობის პერიოდში ტენის ნაკლებობა იწვევს ყვავილის ცვენას.

აუცილებელია რწყვა ჩატარდეს დაკოკრების ფაზაში. კუტი საადრეო ლობიოს ჯიშებისათვის ვეგეტაციის განმავლობაში საკმარისია 3-4 მორწყვა, ხოლო საგვიანო ხვიარა ჯიშებისათვის 5-6 – ჯერ და შეიძლება მეტიც იყოს საჭირო.

სრული მასალა იხილეთ – http://srca.gov.ge/…/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E…