დარგებიმემცენარეობა

როგორ შევარჩიოთ სწორად სასურველი მცენარის ხარისხიანი თესლი?

ხვნა-თესვის სეზონი ახლოვდება და როგორც ყველა საქმეში საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია საფუძვლიანად მომზადება. ყველა სხვა ღონისძიებათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი თესლის შერჩევას.
უნდა გახსოვდეთ, რომ მარტო ხარისხიანი თესლი უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღების გარანტია არ არის. ამაზე საბოლოოდ მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა შორის თესლის ხარისხს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაშ ასე, დაიმახსოვრეთ რომ:

დღეს ბაზარზე სასურველი კულტურის თესლების მრავალფეროვანი არჩევანია, ამიტომ თესლის შეძენა სასურველია სპეციალიზებულ მაღაზიებში ან მომწოდებლისგან, ვისაც ენდობი და გამოცდილია.

აუცილებელია რომ თესლს თან ახლდეს დოკუმენტი, სადაც მითითებულია თესლის ჯიშობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

სპეციალურ პაკეტებში დაფასოებულ თესლს უნდა ეწეროს ჯიშის დასახელება, პარტიის ნომერი, ვარგისიანობის ვადა, გაღივების მაჩვენებელი, თესლის ხარისხი.

საცალო ქსელში გასაყიდი თესლის პაკეტებზე აუცილებლად უნდა იყოს შედეგი ინფორმაცია:

_ დასახელება, ორგანიზაციის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

_ კულტურის დასახელება, ჯიში ან ჰიბრიდი;

_ ჯიშის სტანდარტისა და თესვის ხარისხი;

_ პარტიის ნომერი:

_ პაკეტში დაფასოებული თესლის წონა (გრამებში) ან რაოდენობა (ცალი):

_ რეალიზაციის ვადა.

ყურადღება უნდა მიექცეს  შეფუთვაზე  მითითებულ  რეალიზაციის ვადებს, თესლის ხარისხს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია, თქვენი მოთხოვნისთანავე გაგაცნოთ დოკუმენტაცია, სადაც მითითებული უნდა იყოს, ყველა ის მაჩვენებელი, რაზეც უკვე გითხარით.

თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, უკეთესია რომ ის თესლი არ შეიძინოთ!