ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში 2 მილიონ 518 ათასი დოლარის ღირებულების 2 477 ტონა ყურძენი შემოვიდა. ღირებულებით იმპორტი 86.3%-ით, მოცულობით კი 68.7%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ 10 თვის ჭრილში, ახალი ყურძნის იმპორტი ქვეყანაში მზარდია:
2020 წელი – $631 ათასი, 676 ტონა;
2021 წელი – $974 ათასი, 1 207 ტონა;
2022 წელი – $1.3 მლნ, 1 468 ტონა;
2023 წელი – $2.5 მლნ, 2 477 ტონა.
საქართველოს ახალი ყურძენს ძირითადად 5 ქვეყანა აწვდის, თუმცა აქედან დიდი წილი სომხეთზე მოდის. 10 თვეში საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- სომხეთი – $1.8 მლნ, 1 959 ტონა;
- თურქეთი – $381 ათასი, 403 ტონა;
- ნიდერლანდები – $239 ათასი, 71 ტონა;
- აზერბაიჯანი – $21 ათასი, 25 ტონა;
- რუსეთი – $17 ათასი, 18 ტონა.
იმპორტისგან განსხვავებით ახალი ყურძნის ექსპორტი წელს შემცირებულია. 10 თვის მონაცემებით, სულ საზღვარგარეთ 963 ათასი დოლარის 787 ტონა ყურძენი გავყიდეთ. გასულ წელს ეს რიცხვი 1 მილიონ 130 ათას დოლარს აღწევდა, მოცულობა კი 1 313 ტონა იყო.
ახალი ყურძენი საქართველოდან რუსეთში (876 ათასი დოლარი, 727 ტონა), სომხეთში (66 ათასი დოლარი, 19 ტონა) და ყაზახეთში (20 ათასი დოლარი, 40 ტონა).
წყარო: bm.ge